სხვა სიახლეები
22.05.2026.23:00
ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო დღეს. საბანკო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ სფეროში ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს არამარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ყველა ის თემა რომელსაც დღეს შევეხეთ არის დიდი წარმატების ერთობლივი მუშაობის შედეგი, როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფო რეგულაციის და ეროვნული ბანკის რა თქმა უნდა. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ კიდევ უფრო განვითარებას ამ ბანკების. დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე იყო ხაზი გასმული. შევედარეთ ბევრ ევროპულ ქვეყანასაც, აზიურ ქვეყანასაც და აღმოჩნდა რომ არის ისეთი პროდუქტები და ისეთი მიმართულებები, რომლებიც ჩვენთან ბევრად უფრო განვითარებულია და ალბათ ეს ის ერთობლივი პროგრესია და შედეგია და პროდუქტია, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ამ ბოლო წლების განმავლობაში. წარმატებას ვუსურვებ ყველას და იმედი მაქვს რომ ამ დიდ, ერთობლივ პროდუქტს ჩვენ ჭკვიანურად ერთმანეთის გასაზიარებლად გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.