ირაკლი გილაური Georgia Capital-ს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს
Georgia Capital-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი გილაურს აღმასრულებელი დირექტორის კონტრაქტი 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
ირაკლი გილაურს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა, თუმცა დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით ის წლით 2028 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
„საბჭო მოხარულია, რომ ირაკლი დათანხმდა თავისი როლის კიდევ სამი წლით გაგრძელებას. მისი საქმიანობის შედეგები ზუსტად რომ გამორჩეულია. საბჭო ერთხმად თანხმდება, რომ Georgia Capital-მა უნდა გააგრძელოს მისი გამოცდილების, ადგილობრივი გარემოს შეუდარებელი ცოდნისა და ურყევი ენთუზიაზმის გამოყენება. ჩვენ ძალიან გვახარებს, ის ფაქტი რომ ის მზად არის დარჩეს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის პოზიციებზე“, - განაცხადა Georgia Capital-ის უფროსმა დამოუკიდებელმა დირექტორმა, დევიდ მორისონმა.
„მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებ Georgia Capital-ის სტრატეგიის განვითარებას. კომპანიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, როგორც სტრატეგიულად, ისე ოპერაციულად. ჩვენი დიდი პორტფელის კომპანიები გამოირჩევიან ზრდით და მაღალი მომგებიანობით, ხოლო საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს ძლიერ განვითარებას“, - განმარტავს ირაკლი გილაური.
ირაკლი გილაური Georgia Capital-ის აღმასრულებელ დირექტორად და თავმჯდომარედ 2018 წლის 24 თებერვალს დაინიშნა. ის ასევე არის ნომინაციისა და საინვესტიციო კომიტეტების წევრი.
ცნობისთვის, 2011 წლიდან 2018 წლამდე ის BGEO Group-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
სხვა სიახლეები
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე - ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
27.11.2025.16:17
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები შეხვედრას 27 ნოემბერს თბილისში, უკრაინასთან გამართავს. 30 ნოემბერს კი ესპანეთში, ესპანეთის ნაკრებთან შესახვედრად გაემგზავრება.
ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფშია წარმოდგენილი, ჯგუფიდან გასასვლელად კი დანიის ნაკრების წინააღმდეგაც იბრძოლებს.
ინფორმაციისთვის, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კატარი უმასპინძლებს.
ჩემპიონატში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს. საკვალიფიკაციო ეტაპი ორ რაუნდად გაიმართება და ორივე მათგანი ჯგუფური სისტემით ჩატარდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნოემბრის შეხვედრების განრიგი ასე გამოიყურება:
● 27 ნოემბერი, 20:50 | საქართველო v უკრაინა;
● 30 ნოემბერი, 22:45 | ესპანეთი v საქართველო;
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე - ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.