მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7079.2
0.0105
flag
AZN 1.6135
-0.0002
flag
CNY 38.082
-0.0027
flag
EUR 3.0822
0.0358
flag
GBP 3.6608
0.0365
flag
KZT 54.04
0.0006
flag
TRY 0.0708
0.0001
flag
USD 2.7436
-0.0004

იონას საფუტკრე ასორტიმენტს აფართოებს

news image

„იონას საფუტკრე“, რომელიც თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებს აწარმოებს უკვე 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანია ასორტიმენტს აფართოებს და ჩირისა და ტყლაპის წარმოებას იწყებს. ამის შესახებ, Business Insider Georg-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი იონათამიშვილმა განუცხადა.

„ვიწყებთ ჩირების და ტყლაპის წარმოებას. შევიძინეთ შესაბამისი დანადგარი. მოთხოვნიდან გამომდინარე, გვინდა რომ ქართული პროდუქცია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს ჩირების სახით, რადგანაც სწორედ მათი მხრიდან იყო დიდი ინტერესი და მოთხოვნა. ამიტომ, აუცილებლად როგორც კი ხილის სეზონი დაიწყება, რომელ თვეშიც რომელი ხილი იქნება ამის მიხედვით, დავიწყებთ ჩირების და ტყლაპის წარმოებას. სავარაუდოდ, ეს მოხდება მაისის ბოლოდან“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, „იონას საფუტკრის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეშიც, რომელიც მდებარეობს საბურთალოზე, კერძოდ, ბუდაპეშტის 11 ნომერში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ის რომ Wyndham-ი მონაწილეობს პროექტში, ეს უკვე ნიშნავს ნდობას პირველ რიგში ELT GROUP-ის მიმართ - ლევან ვეფხვაძე La Quinta by Wyndham Batumi-ს გახსნაზე

14.05.2025.23:29

ის რომ Wyndham-ი მონაწილეობს პროექტში, ეს უკვე ნიშნავს ნდობას პირველ რიგში ELT GROUP-ის მიმართ და მეორე, ეს არის ბათუმის და აჭარის მიმართ ნდობა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომელიც „იელთი“ კვარტალში სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi-ს გახსნას ესწრებოდა.

„ჩვენთვის, როგორც ბიზნეს ასოციაციისთვის უაღრესად საპატიოა, როცა ჩვენი ერთ-ერთი საპატიო წევრი ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ხსნის და მნიშვნელოვანია ალბათ არის იმდენად, რამდენადაც აქ მისი პარტნიორია ამერიკული, მსოფლიოში ლიდერი ბრენდი Wyndham, რომელსაც 10 ათასზე მეტი სასტუმრო აქვს და ის, რომ Wyndham მონაწილეობს ამ პროექტში უკვე ნიშნავს ნდობას პირველ რიგში ამ კომპანიის მიმართ, მეორე ეს არის ბათუმის და აჭარის მიმართ ნდობა. ეს იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიანი ხედვა იმისა, რომ აქ იქნება განვითარება, აქ იქნება ბიზნესის გაფართოება არსებობს. ვუსურვებ წარმატებას კომპანიას და ასევე ვუსურვებ ახალი მნიშვნელოვანი პარტნიორების შემოყვანას აჭარაში და საქართველოში“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ბათუმში სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi (ლა ქინთა ბაი უინმდემ) გაიხსნა, რომელიც საქართველოს სწრაფად მზარდ შავი ზღვის რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. სასტუმრო La Quinta ქართული სამშენებლო - დეველოპერული კომპანია ELT GROUP- ისა და მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ქსელის – Wyndham Hotel Group-ის ერთობლივი პროექტია და პირველია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. La Quinta - ს ბრენდის სასტუმრო ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, „იელთი კვარტალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს.

La Quinta სტუმრების მისაღებად მზად არის. ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ქალაქ ბათუმში 8 მაისს გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის, მათ შორის აშშ- ს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და   “იელთი ჯგუფის” ადგილობრივმა და უცხოელმა პარტნიორებმა.

La Quinta by Wyndham Batumi - ი, ქართულ - ამერიკული პროექტია, რომელიც მხარეებს შორის, წარმატებული კოლაბორაციის შედეგად განხორციელდა. Wyndham - ისა და ELT Group - ის მისიაა, სასტუმროს სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მოგზაურთა ნაკადისა და ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის მნიშვნალობის ზრდას. ასევე, ქვეყნის შავიზღვისპირეთის დინამიურად მზარდი საინვესტიციო ბაზრის პოტენციალის განვითარებას. ბათუმი, უკვე მოინიშნა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე რეგიონის ტურისტულ ცენტრად, რომელიც მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებით და მზარდი ტურისტული ინფრასტრუქტურით იზიდავს.

Wyndham Hotel Group-ი უდიდეს ამერიკულ სასტუმრო ქსელს მიეკუთვნება, რომელსაც საერთაშორისო მოგზაურები უკვე კარგად იცნობენ და ენდობიან. Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს 95-ზე მეტ ქვეყანაში 9,300 - მდე სასტუმროს აერთიანებს. Wyndham - ი აღიარებულია ტექნოლოგიების, სტუმრების გამოცდილებისა და ლოიალობის თვალსაზრისით და იზიარებს “იელთი ჯგუფის” ხედვას ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ.

ბათუმში, “იელთი კვარტალის” ტერიდორიაზე მდებარე სასტუმრო La Quinta საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და მორგებულია როგორც საქმიანი, ასევე, თავისუფალი მოგზაურებისთვის. სასტმრო 98 ბიზნეს, სტანდარტ, სუპერიორ, ჯუნიორ და ექსკლუზივ ლუქსის ტიპის ნომრებს, ასევე, სპა ცენტრს, ფინურ საუნას, სავარჯიშო დარბაზს, რესტორნებს, ბარს, საკონფერენციო და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ქალაქის თანამედროვე, ცოცხალ არქიტექტურაში ჩაეწერება და ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.  

 La Quinta ადგილმდებარეობით და მომსახურების მაღალი ხარისხით იდეალური არჩევანი იქნება საქართველოს ვიზიტორებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო La Quinta ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომინირებულია ynd ham -ის International Opening Award -ზე. ELT GROUP - ი 19 – 21 მაისს მონაწილეობას მიიღებს Wyndham -ის გლობალურ კონფერენციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა