„იონას საფუტკრე“ 2026 წელს ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს
2025 წელს დადებითად შევაფასებდი, რადგან 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად განვვითარდით , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „იონას საფუტკრე“-ს დამფუძნებელმა გიორგი იონათამიშვილმა განუცხადა.
„2025 წელს დადებითად შევაფასებდი, რადგან 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად განვვითარდით და არსებულ ასორტიმენტს არაერთი ახალი პროდუქტი დავამატეთ, მათ შორის ნატურალური ცვილის სანთლები. ვცდილობთ, ვაწარმოოთ ყველა ის პროდუქტი, რომლის მიღებაც ფუტკრისგან არის შესაძლებელი. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მომხმარებლები მათ ხშირად სასაჩუქრედაც ყიდულობენ.
სკოლების მხრიდან მეფუტკრეობით დაინტერესება საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ მასტერკლასების ჩატარებას ნატურალური სანთლების დამზადებაზე. მსურველებს სახელოსნოში ექნებათ შესაძლებლობა სანთლის შექმნის პროცესს დაესწრონ და თავადაც მონაწილეობა მიიღონ.
მომდევნო წლის მთავარი გეგმა კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნაა, რომელიც ლოკაციურად გლდანის, ვარკეთილის ან დიდი დიღმის ტერიტორიაზე განთავსდება. პარალელურად ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას “, - აცხადებს გიორგი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, „იონას საფუტკრის“ პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში, რომელიც მდებარეობს საბურთალოზე, ბუდაპეშტის 11 ნომერში.
სხვა სიახლეები
ქეშბექები, დაახლოებით 20%-დან 45%-მდეა გაზრდილი, ეს იწვევს იმას, რომ ფასები იზრდება დახლებზე - კომპანია „ფრიქსის“ ხელმძღვანელი
26.01.2026.19:54
თუ გადაიხედება ქსელების მარჟინალობა და ქსელების ოპტიმიზაცია, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ფასების დაწევა, - განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია „ფრიქსის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ქურდაძემ.
მისივე თქმით, ქეშბექები დაახლოებით 20 პროცენტიდან 45 პროცენტამდეა გაზრდილი, რაც დახლებზე ფასების ზრდას იწვევს.
„საცალო ფასების ასეთი ზრდა განპირობებულია კომერციული პირობების ზრდით, რაც გამოწვეულია ქსელების მხრიდან მოთხოვნილი გაზრდილი კომერციული პირობების გამო. ანუ, დღეს სად არსებობს რესურსი ფასების კლების. შემიძლია გითხრათ, პირველ რიგში უნდა გადაიხედოს ქსელების მარჟები და მათი მომგებიანობა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგებულია. შესაბამისად, მწარმოებლებმა მაქსიმალური ოპტიმიზაცია უკვე გავაკეთეთ, როგორც დისტრიბუტორებმა და ამიტომ, საცალო ქსელის ჯერია, რომ გადახედონ მათ საოპერაციო მოგებას, საოპერაციო ხარჯებს, რაც ფასების კლებას გამოიწვევს.
მათი ქეშბექები დაახლოებით 20 პროცენტიდან 45 პროცენტამდეა გაზრდილი. შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ ფასები იზრდება დახლებზე. ქეშბექი არის ბრუნვაზე მიბმული გადასახადი, რომელიც ამ შემთხვევაში ტარდება როგორც მარკეტინგული დანახარჯი. შესაბამისად, ეს უნდა გადაიხედოს.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ თვითღირებულების გაიაფებას, რომ მომხმარებლის ფასი არ გაგვეზარდა, თუმცა შეუძლებელია ამ კომერციულ პირობებში ფასების შენარჩუნება. თუ გადაიხედება ქსელების მარჟინალობა და ქსელების ოპტიმიზაცია, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ფასების დაწევა“, - აღნიშნა მან.
სასურსათო ფასების დარეგულირებაზე მუშაობა გრძელდება. დღეს პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შეხვდება.