მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.5
-0.0023
flag
AZN 1.5994
-0.002
flag
CNY 39.556
0.0038
flag
EUR 3.1376
0.004
flag
GBP 3.6311
0.0025
flag
KZT 56.33
-0.0033
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.7189
-0.0034

ინვესტიციაზე უკუგება ბევრად უფრო მაღალი აქვთ ქარისა და მზის სადგურებს - რა წერია  Galt & Taggart-ის ახალ კვლევაში

news image

ბოლო წლების განმავლობაში ელექტროსადგურები რაც შენდება, შენდება სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმით, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, CFD- ის მექანიზმის შემოღების შედეგად ქვეყანში გენერაციის ობიექტების მშენებლობაზე ინვესტორების ინტერესი გაიზარდა.

20 ივნისს Galt & Taggart-მა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენცია გამართა, რომელიც დარგის წამყვანი კომპანიებისა და მარეგულირებელი სტრუქტურების ჩართულობით წარიმართა და 400 მონაწილეს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში  Galt & Taggart-მა წარმოადგინა ახალი კვლევა, რომელიც მიმოიხილავს ელექტროენერგიის გენერაციის, მოხმარებისა და ფასების ტენდენციებს, ექსპორტის შესაძლებლობებს და ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც სექტორში ინვესტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული.

„კვლევაში შევეცადეთ მოგვეცვა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, გენერაცია, მოხმარება, გადამცემი ინფრასტრუქტურა, ექსპორტის პოტენციალი და საბითუმო ელექტროენერგიის ფასი. ყველა თემასთან დაკავშირებით, დავსვით აქტუალური კითხვები და შევეცადეთ პასუხის გაცემა. გენერაციის ნაწილში შევხედეთ რა სადგურები აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და ვნახეთ, რომ უმეტესი სადგურები რაც შენდება, შენდება სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმით. შესაბამისად, ეს ახალი სადგურის მექანიზმი არის მნიშვნელოვანი სადგურების მომავალი განვითარებისთვის და CFD- ის მექანიზმის შემოღებამ სწორედ ეს გამოიწვია, რომ ინვესტორების ინტერესი გაიზარდა და დღეს ვხედავთ, რომ ბევრად არის მომატებული ინვესტორების ინტერესი განსაკუთრებით, ქარისა და მზის სადგურების მიმართ. ჩვენი მოლოდინით, მომავალი 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრე შეიძლება 90%-ით გაიზარდოს, რაც გაზრდის ექსპორტის პოტენციალს და საქართველოს ექნება საშუალება, რომ 2035 წლისთვის ადგილობრივი მოხმარების დაახლოებით 95% დააკმაყოფილოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან. როდესაც განახლებად ენერგიის წყაროებზე ვსაუბრობთ, აქ მოვიაზრებთ ჰიდრო რესურსებს, ქარისა და მზის რესურსებს. ქარის და მზის სადგურები არის ცვალებადი გენერაციის წყაროები. მათ დღის განმავლობაში აქვთ მერყევი გენერაცია. ამ გენერაციის დასაკომპენსირებლად  სისტემას სჭირდება რეზერვუარიანი სადგურები, ან ენერგიის დამაგროვებლები ე.წ ბატარეები და ამ საჭიროებაზეც ვამახვილებთ ჩვენს ყურადღებას. ასევე შედარებული გვაქვს ელექტროსადგურები სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით. მათ შორის, წლიური და საათობრივი გენერაციის პროფილებით, ინვესტიციაზე უკუგებით და ხარჯებით. ხარჯის ნაწილში ყველაზე დაბალხარჯიანი არის მზის სადგურები, შემდგომ მოდის ქარის სადგურები და ბოლოს უკვე ჰიდროსადგურები. ჰიდროსადგურები იმის მიხედვით, რამხელა არის თვითონ  ჰიდროსადგურის ზომა, აქვს თუ არა მას კაშხალი მისი ხარჯი განსხვავდება და შეიძლება 3 მილიონ აშშ დოლარამდეც კი ავიდეს, როცა ქარისა და მზის სადგურების მშენებლობა შედარებით იაფი არის. ამ სიიაფიდან გამომდინარე უკუგება ინვესტიციაზე ბევრად უფრო მაღალი აქვთ ქარისა და მზის სადგურებს. დაახლოებით, 17-19%-ის ნიშნულზე, როდესაც ჰიდროსადგურებისთვის უკუგება 15%-ზე ნაკლები არის“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები ქსელის განვითარებასა და შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტზე, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, ხოლო ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სექტორის აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ამ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი - ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი, სემეკ-ის თავმჯდომარე, საქართველო-ურბან ენერჯის გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა

17.03.2026.18:54

ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.

ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.

SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა