ინვესტიციაზე უკუგება ბევრად უფრო მაღალი აქვთ ქარისა და მზის სადგურებს - რა წერია Galt & Taggart-ის ახალ კვლევაში
ბოლო წლების განმავლობაში ელექტროსადგურები რაც შენდება, შენდება სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმით, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, CFD- ის მექანიზმის შემოღების შედეგად ქვეყანში გენერაციის ობიექტების მშენებლობაზე ინვესტორების ინტერესი გაიზარდა.
20 ივნისს Galt & Taggart-მა ელექტროენერგიის სექტორის კონფერენცია გამართა, რომელიც დარგის წამყვანი კომპანიებისა და მარეგულირებელი სტრუქტურების ჩართულობით წარიმართა და 400 მონაწილეს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში Galt & Taggart-მა წარმოადგინა ახალი კვლევა, რომელიც მიმოიხილავს ელექტროენერგიის გენერაციის, მოხმარებისა და ფასების ტენდენციებს, ექსპორტის შესაძლებლობებს და ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც სექტორში ინვესტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული.
„კვლევაში შევეცადეთ მოგვეცვა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, გენერაცია, მოხმარება, გადამცემი ინფრასტრუქტურა, ექსპორტის პოტენციალი და საბითუმო ელექტროენერგიის ფასი. ყველა თემასთან დაკავშირებით, დავსვით აქტუალური კითხვები და შევეცადეთ პასუხის გაცემა. გენერაციის ნაწილში შევხედეთ რა სადგურები აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და ვნახეთ, რომ უმეტესი სადგურები რაც შენდება, შენდება სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმით. შესაბამისად, ეს ახალი სადგურის მექანიზმი არის მნიშვნელოვანი სადგურების მომავალი განვითარებისთვის და CFD- ის მექანიზმის შემოღებამ სწორედ ეს გამოიწვია, რომ ინვესტორების ინტერესი გაიზარდა და დღეს ვხედავთ, რომ ბევრად არის მომატებული ინვესტორების ინტერესი განსაკუთრებით, ქარისა და მზის სადგურების მიმართ. ჩვენი მოლოდინით, მომავალი 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრე შეიძლება 90%-ით გაიზარდოს, რაც გაზრდის ექსპორტის პოტენციალს და საქართველოს ექნება საშუალება, რომ 2035 წლისთვის ადგილობრივი მოხმარების დაახლოებით 95% დააკმაყოფილოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან. როდესაც განახლებად ენერგიის წყაროებზე ვსაუბრობთ, აქ მოვიაზრებთ ჰიდრო რესურსებს, ქარისა და მზის რესურსებს. ქარის და მზის სადგურები არის ცვალებადი გენერაციის წყაროები. მათ დღის განმავლობაში აქვთ მერყევი გენერაცია. ამ გენერაციის დასაკომპენსირებლად სისტემას სჭირდება რეზერვუარიანი სადგურები, ან ენერგიის დამაგროვებლები ე.წ ბატარეები და ამ საჭიროებაზეც ვამახვილებთ ჩვენს ყურადღებას. ასევე შედარებული გვაქვს ელექტროსადგურები სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით. მათ შორის, წლიური და საათობრივი გენერაციის პროფილებით, ინვესტიციაზე უკუგებით და ხარჯებით. ხარჯის ნაწილში ყველაზე დაბალხარჯიანი არის მზის სადგურები, შემდგომ მოდის ქარის სადგურები და ბოლოს უკვე ჰიდროსადგურები. ჰიდროსადგურები იმის მიხედვით, რამხელა არის თვითონ ჰიდროსადგურის ზომა, აქვს თუ არა მას კაშხალი მისი ხარჯი განსხვავდება და შეიძლება 3 მილიონ აშშ დოლარამდეც კი ავიდეს, როცა ქარისა და მზის სადგურების მშენებლობა შედარებით იაფი არის. ამ სიიაფიდან გამომდინარე უკუგება ინვესტიციაზე ბევრად უფრო მაღალი აქვთ ქარისა და მზის სადგურებს. დაახლოებით, 17-19%-ის ნიშნულზე, როდესაც ჰიდროსადგურებისთვის უკუგება 15%-ზე ნაკლები არის“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები ქსელის განვითარებასა და შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტზე, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, ხოლო ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სექტორის აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ამ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი - ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი, სემეკ-ის თავმჯდომარე, საქართველო-ურბან ენერჯის გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.07.2025.12:39
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დანიელ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის გაგებისა და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.
ტრენინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარიმართა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნებისათვის შრომის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.
„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩავატარეთ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. BAG-ის თანამშრომლობა დანიელ პარტნიორებთან აქტიურად გრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული, პროდუქტიული იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.