მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

Invest In Visions და მიკრობანკმა „კრისტალმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

news image

მიკრობანკმა კრისტალმა 28 წლიანი საქმიანობის განმავლობაში ყველაზე მსხვილი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ტრანზაქციის საერთო მოცულობა 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მოზიდულია გერმანიაში დაფუძნებული, მაღალი რეპუტაციისა და სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდი Invest in Visions-სგან. დაფინანსება სრულად ნომინირებულია ლარში და მიმართული იქნება საქართველოს მასშტაბით მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისკენ.

აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს კრისტალის პირველ მსხვილ საერთაშორისო დაფინანსებას 2026 წელს.ლარში ნომინირებული ხელშეკრულება აძლიერებს მიკრობანკის ვალდებულებების მართვის ჩარჩოს, ამცირებს სავალუტო რისკებს და ზრდის მიკრობანკის შესაძლებლობას, რომ მეწარმეებისთვის ადგილობრივ ვალუტაში უზრუნველყოს ფინანსური რესურსი.

როგორც კრისტალის გნეერალური დირექტორი, ილია რევია აღნიშნავს: “მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელებული ეს შეთანხმება ასახავს კომპანიის სტრატეგიული ტრანსფორმაციის წარმატებას, და მიუთითებს საერთაშორისო ინვესტორების მზარდ ნდობაზე კრისტალის კორპორაციული მართვის ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების მიმართ. ახალი დაფინანსება შექმნის დამატებით შესაძლებლობებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების გაფართოებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას, დასაქმების ზრდასა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”.

სერგეი შკოლნიკოვი, Invest In Visions-ის უფროსი პორტფოლიო მენეჯერი აღნიშნავს: „ჩვენ ვამაყობთ, რომ კრისტალთან აღვნიშნავთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობაში. ათ წელზე მეტი ხნის წინ გავეცით პირველი სესხი კრისტალზე. დღეს კი ახალი დაფინანსება და, განსაკუთრებით ჩვენი პირველი სესხი ადგილობრივ ვალუტაში, ასახავს როგორც ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცეს, ისე ინსტიტუციის გამორჩეულ ზრდას. წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პრივილეგია, მხარი დაგვეჭირა კრისტალის ტრანსფორმაციისთვის მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ქვეყნის უდიდეს მიკრობანკად ჩამოყალიბებამდე. ამ გზაზე ჩვენი პარტნიორობა დაეხმარა საქართველოში ათასობით მცირე მეწარმის დაფინანსებას, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და ფინანსური ჩართულობის ზრდას”.

Invest In Visions-ის შესახებ:

Invest in Visions GmbH დაარსდა 2006 წელს ედდა შროდერის მიერ იმ ხედვით, რომ გერმანიაში ინსტიტუციურ და კერძო ინვესტორებს მისცემოდა წვდომა ინვესტიციებზე, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურ შედეგს ქმნის, არამედ დადებით სოციალურ გავლენასაც უზრუნველყოფს.

2011 წელს Invest in Visions-მა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია: HANSAINVEST GmbH-თან თანამშრომლობით მან შექმნა გერმანიაში პირველი მიკროსაფინანსო ფონდი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვისაც ხელმისაწვდომია.

2025 წელს განხორციელდა კიდევ ერთი ინოვაციური ნაბიჯი: HANSAINVEST LUX-თან პარტნიორობით შეიქმნა IIV Solar Electrification Debt ELTIF — პირველი ევროპული საინვესტიციო ფონდი, რომელიც მიმართულია სუბ-საჰარის აფრიკაში off-grid ელექტროენერგიის მიწოდების დაფინანსებაზე. აღნიშნული ფონდი ხელმისაწვდომია როგორც ინსტიტუციური, ისე კერძო ინვესტორებისთვის.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

14.04.2026.18:03

სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.

ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.

შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.

ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.

ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან. 

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა