მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

Marblue-მ მომხმარებელს განახლებული კოლექცია შესთავაზა

news image

Marblue არის ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ხელნაკეთ სამკაულებს ბუნებრივი ქვებით. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მარიამ ლომინაძეს ესაუბრა.

„სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩვენს ასორტიმენტს კვლავ შეემატა ნატურალური ქვების სამაჯურები და ყელსაბამები. ასევე დავამატეთ ახალი დიზაინის იაპონური სამაჯურები, რის შედეგადაც ჩვენი კოლექცია კიდევ უფრო გაიზარდა და გამრავალფეროვნდა “, - აღნიშნავს მარიამ ლომინაძე.

 

ბრენდის პროდუქციისადმი მომხმარებელთა ინტერესი სტაბილურად მზარდია.

„ინტერესი ჩვენი პროდუქციის მიმართ სტაბილურად მზარდია. ბოლო პერიოდში რამდენიმე გამოფენაშიც მივიღეთ მონაწილეობა, რაც დამატებით ზრდის ცნობადობასა და მომხმარებელთა ინტერესს. წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია “, - აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, აქსესუარები მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით და შეძენა შესაძლებელია ონლაინ Instagram ან Facebook გვერდის მეშვეობით. გარდა ამისა, თბილისის აეროპორტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში. ასევე პროდუქცია ხელმისაწვდომია Gifthub.ge -ზე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის" პირველი ცათამბჯენის მშენებლობა 2029 წელს დასრულდება

14.03.2026.15:13

დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის" პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ამბასადორ აილენდ ბათუმის" პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
„დღევანდელი მოვლენა ნამდვილად ისტორიულია თავისი შინაარსით. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის" პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში.
 
ეს ინიციატივა უპრეცედენტო მასშტაბისაა. ზღვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება ურთულესი საინჟინრო გამოწვევაა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ მიწის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი შესრულებულია და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
 
ჩვენთვის ძალიან ღირებულია პროექტის ეკონომიკური განზომილება. მხოლოდ პირველი ცათამბჯენის მშენებლობაში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა", - განაცხადა პრემიერმა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას.
 
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი კუნძულის ტერიტორიის 49 პროცენტი მთლიანად რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა. სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული Arup-ის უშუალო ჩართულობით, რაც „ჭკვიანი ქალაქისა" და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს.
 
პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას. დღევანდელი დღე სწორედ ასეთი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
მადლობას ვუხდი „ამბასადორი ჯგუფს" და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული - მადლობა არქიტექტორებს, ინჟინრებს, მშენებლებსა და ყველა სპეციალისტს, ვისი ყოველდღიური შრომითაც ეს პროექტი ხორციელდება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამ პროექტის სულის ჩამდგმელს, ბატონ ბუბა ქებურიას, ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის.
 
2029 წელს ჩვენ უკვე ვიხილავთ დასრულებულ პირველ ცათამბჯენს ეს იქნება განვითარებისა და პროგრესის ახალი სიმბოლო, რომელიც ბათუმს და, ზოგადად, საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაამკვიდრებს მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა