ინოვაციები და უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში - როგორ ცვლის ICE სტანდარტებს საქართველოში
სამშენებლო ინდუსტრია ყოველთვის ცდილობდა თანამედროვე მოთხოვნებისთვის პასუხები ეპოვა, მაგრამ ბოლო ათწლეულმა სრულიად ახალი რეალობა შექმნა: დღეს მხოლოდ ფუტურისტული დიზაინი საკმარისი აღარ არის. თანამედროვე შენობა უნდა იყოს ჭკვიანი, უსაფრთხო და ენერგოეფექტური.
თუ რამდენიმე წლის წინ უპირატესობა მხოლოდ ლამაზ ფასადს ენიჭებოდა, დღეს ინვესტორები და დეველოპერები ტექნოლოგიურ პარტნიორს ეძებენ, რომელიც მომხმარებლის უსაფრთხოებას, ხარჯების ოპტიმიზაციას და მაღალ კომფორტს ერთდროულად უზრუნველყოფს.
საქართველოში სწორედ ამ როლს ასრულებს კომპანია ICE, რომელიც გლობალურ ინოვაციებს ქართულ ყოველდღიურობად აქცევს.
ეს ის ტექნოლოგიებია, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივი მოვლენაა დუბაიში, სინგაპურსა თუ ბერლინში, მაგრამ დღეს უკვე თბილისსა და ბათუმშიც დაინერგა:
უკვე 13 წელია, ICE უზრუნველყოფს, რომ საქართველოში აშენებული ყველაზე ამბიციური პროექტები – Galleria Tbilisi, Orbi City, Marriott, Radisson Blu, Holiday Inn – არა მხოლოდ ლამაზი, არამედ უსაფრთხო და კომფორტული იყოს.
კომპანია ნერგავს:
სამშენებლო ინდუსტრია საქართველოში სწრაფად ვითარდება, ამიტომ ინოვაციებს ფეხი უნდა აუწყო.
ICE აკავშირებს გლობალურ სტანდარტებსა და ადგილობრივ საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, დღეს ვინც სასტუმროს, ბიზნეს ცენტრს თუ საცხოვრებელ კომპლექსს გეგმავს, კარგად ხვდება, რომ ICE არ არის უბრალოდ მომწოდებელი, არამედ პარტნიორი, რომელიც პროექტის კონკურენტუნარიანობას მომავალშიც უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
08.10.2025.20:00
„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზანგეზურის პროექტზე მუშაობის პარალელურად საქართველომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა. მისივე განმარტებით, „ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას“.
„თვითონ ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად მუშაობენ ზანგეზურის პროექტზე, ცხადყოფს, რომ არსებობს ინტერესი და ეს ყველაფერი მიმართულია იმაზე, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება.
შეიძლება გარკვეულწილად ჩვენთვის კონკურენტიც იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავხვდეთ მზად - პირველ რიგში, ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურით. ასევე, უნდა განვახორციელოთ ინვესტიციები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას.
მაგრამ ის, რომ ზანგეზური სწრაფად აშენდება ძალიან რთული სათქმელი და წარმოსადგენია, ვინაიდან ეს ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
სურვილი არსებობს, მიზანიც განსაზღვრულია და ალბათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება. თუმცა იმ კორიდორსაც ექნება თავისი ღირებულება - ჯერ უნდა აშენდეს. ის არ იქნება იაფი პროექტი. მას სჭირდება შენახვა, ოპერირება და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შევინარჩუნებთ გარკვეულ უპირატესობებს, თუ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს დროულად შევასრულებთ,“ - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა.