მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

ინოვაცია, შემოქმედებითი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება „მეტროპოლისათვის“ უცხო არ არის - მარიამ კარკალაია, „მეტროპოლის“ მარკეტინგის დირექტორი

news image

სამშენებლო კომპანია „მეტროპოლი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია. თანამშრომლობა Tbilisi Design Festival-ის  მხარდაჭერით დაიწყო, რომელიც საქართველოში წელს პირველად გაიმართა. ღონისძიება AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ისახავდა მიზნად. 

ამ იდეას სრულად იზიარებს „მეტროპოლი“, რომელიც საერთაშორისო ფესტივალზე საკუთარი სივრცით იყო წარმოდგენილი. საგანგებოდ მოწყობილ ლოკაციაზე მულტიფუნქციური, შემოქმედებითი სივრცე მოეწყო, სადაც ნებისმიერ სტუმარს მუშაობისა და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდა. 

მარიამ კარკალაია, „მეტროპოლის“ მარკეტინგის დირექტორი: „ინოვაცია, შემოქმედებითი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება „მეტროპოლისათვის“ უცხო არ არის. სწორედ ეს იდეური და კონცეპტუალური თანხვედრა გახდა პარტნიორობის საფუძველი ჩვენს კომპანიასა და AD BLACK SEA-ს შორის. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში კრეატივის ყველაზე მასშტაბური ფესტივალის პარტნიორები ვართ და ამ თანამშრომლობით ჩვენს წვლილს შევიტანთ შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში. სრულად ვიზიარებთ ფესტივალის მიზნებს - გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, გავიზიაროთ თანამედროვე მსოფლიო გამოცდილება და შევქმნათ ღირებული და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.

რაც შეეხება უშუალოდ Tbilisi Design Festival-ს, რომელიც AD BLACK SEA-ს ინიციატივით გაიმართა, სპეციალურად საერთაშორისო ღონისძიებისათვის მოვაწყვეთ „მეტროპოლის“ სივრცე. ფესტივალის სტუმრების აქტიურობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ჩვენი ლოკაცია კომუნიკაციისა და „ნეთვორქინგისთვის“ ერთ-ერთი მიმზიდველი სივრცე აღმოჩნდა“.  

Tbilisi Design Festival-ი AD BLACK SEA-ს ორგანიზებითა და „მეტროპოლის“ პარტნიორობით პირველ მაისს გაიმართა. პროგრამა ლექცია-სემინარებს, პანელურ დისკუსიებსა და ვორკშოპებს მოიცავდა, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები უძღვებოდნენ. ფესტივალის მთავარი სტუმარი კი ორი გრემის მფლობელი, ავსტრალიელი გრაფიკული დიზაინერი, სტეფან ზაგმაისტერი იყო. ხელოვანმა, რომელიც დიზაინის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა. 

თბილისური ფესტივალის შემდეგ თანამშრომლობა AD BLACK SEA-სა და „მეტროპოლს“ შორის ბათუმში გაგრძელდება. ღონისძიებას ზღვისპირა ქალაქში, სადაც მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებული ადამიანები ყოველწლიურად იკრიბებიან, „მეტროპოლიც“ გაუწევს პარტნიორობას. 

სწორედ ბათუმში მიმდინარეობს „მეტროპოლის“ ერთ-ერთი პროექტის Metropol Oval-ის მშენებლობა, რომელიც საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია, როგორც საუკეთესო პრემიული სასტუმრო საქართველოში.

ქართული დეველოპერული კომპანია ამჟამად  სხვადასხვა კონცეფციის ხუთ კომპლექსს აშენებს.  პროექტები თბილისსა და ბათუმში ხორციელდება. 

---

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ჩემპიონატი ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

07.04.2026.13:12

2026 წლის ზამთრის საშეჯიბრო სეზონი საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა. ჩემპიონატი სლალომსა და გიგანტურ სლალომში გუდაურში, კუდების ტრასაზე გაიმართა. ძლიერი ქარის და ნისლის მიუხედავად, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტული კლუბების მწვრთნელებთან ერთად, უზრუნველყვეს შეჯიბრის წარმატებით ჩატარება.

თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის სპორტული სკოლების აღსაზრდელებმა ჩემპიონატში მონაწილეობის მანდატი რეგიონულ ეტაპებზე მიღებული მაღალი ქულებით მოიპოვეს. 5 აპრილს კი გამოვლენილი პრიზიორების და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ტრადიცია გაგრძელდა და გუდაურის დამაარსებლის, სოლიკო ხაბეიშვილის პრიზი გადაეცა სპორტსმენს, რომელმაც შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენა. წელს სოლიკოს თასი ბაკურიანელ ნინო გეორქოვს ერგო.

ყოველწლიურად, სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, M.T.A („ემ თი ეი“) -ის თანაორგანიზებით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მართავს საქართველოს თასის ეტაპებს და საქართველოს ჩემპიონატს. ზამთრის კურორტებზე სპორტული ღონისძიებების წარმატებით ჩატარებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მონაწილეობენ.
სეზონზე, რეგიონული თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, ახალი თაობის სპორტსმენების აღმოჩენას და აღზრდას უწყობს ხელს. საქართველოსთვის საეტაპო იყო 2023 წელი, როცა სილქნეტის თანადგომით, ბაკურიანმა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რამაც მეტი ცნობადობა შესძინა ქვეყანას გლობალურ ასპარეზზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა