მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ინოვაცია ქართულ ბაზარზე: რა სიახლეს სთავაზობს „კოსმო“ მომხმარებლებს

news image

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Cosmo საკუთარ მომხმარებლებს სიახლეებით მუდმივად ანებივრებს. ბრენდმა მიმდინარე ასორტიმენტს სულ ახლახან ყურძნის წიპწის ტყავისგან დამზადებული ჩანთა დაამატა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, სოფი მუხულიშვილმა განუცხადა.

„ასორტიმენტს დავამატეთ ყურძნის წიპწის ტყავისგან დამზადებული უნიკალური ჩანთა, რომელიც იტალიაში უმაღლესი ტექნოლოგიით იწარმოება.

უნიკალური ბიომასალა ყურძნის ნარჩენებისგან მზადდება.
პირველად საქართველოში ჩვენ შევქმენით ყურძნის წიპწის ტყავისგან კოლექცია, რომლითაც "კოსმო" იქცევა საერთაშორისო მდგრადი მოდის ნაწილად.

აღნიშნული მოდელი ლიმიტირებულ კოლექციას ეკუთვნის, წარმოდგენილია მცირე რაოდენობით და მომხმარებლებს ჩვენს ფილიალებში შეუძლიათ მისი შეძენა “, - აცხადებს სოფი მუხულიშვილი.

ცნობისთვის, "კოსმოს" ბრენდით ხელნაკეთი ჩანთები და აქსესუარები საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა, თუმცა კომპანიის ბიზნეს-მოდელი მალევე გასცდა ხელნაკეთი ნივთების ნიშურ საზღვრებს, ჩამოყალიბებული საწარმოს ფორმა მიიღო და საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს ონლაინ-რეჟიმშიც შესთავაზა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე

16.04.2026.18:00

თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.

ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი

საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:

“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”

პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა

ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:

“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.

ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.

რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?

მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა