მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს

news image

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა გაიმართა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული Result-Based Lending (RBL) პროგრამის ფარგლებში.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, საპროექტო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას, პროექტირების ხარისხის გაუმჯობესებასა და დადგენილი ტექნიკური სტანდარტების სრულყოფილად დაცვას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებაში საპროექტო კომპანიების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხარისხიანი და მაღალი პროფესიული სტანდარტით შესრულებული პროექტირება ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის განცხადებით, დარგის მდგრადი განვითარებისთვის პრიორიტეტულია პროექტირების პროცესში ერთიანი მიდგომისა და მეთოდოლოგიის დანერგვა. მისივე შეფასებით, აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს პროექტირების ხარისხის ამაღლებას, ტექნიკური ხარვეზების შემცირებასა და სამუშაო პროცესების უფრო ეფექტიან მართვას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმსჯელეს იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და სტრატეგიულ მიდგომებზე, რომლებიც აუცილებელია არსებული გამოწვევების დროულად გადასაჭრელად და სექტორში კოორდინაციის მექანიზმების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
Result-Based Lending (RBL) აზიის განვითარების ბანკის შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმია, რომლის ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობითა და მხარდაჭერით, წყალმომარაგების სექტორისთვის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ ლოკაციაზე 400 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, რის შედეგადაც 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი სტანდარტის შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის

16.04.2026.11:36

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, გოგოების ტექნოლოგიების და AI სფეროში გაძლიერების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.

ამისათვის, ოთხ წელზე მეტია, კომაროვთან თანამშრომლობით ახორციელებს STEM სკოლის პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება STEM - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, მათგან 35% კი გოგოები არიან.

ამასთან, განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს. საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს ბანკი სწავლას სრულად, 30-ს კი ნაწილობრივ უფინანსებს. STEM სკოლაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ამასთან, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ერთობლივ პროექტს - AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში, სტიპენდიატები იღებენ 100%-იან დაფინანსებას საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, ხელოვნური ინტელექტის და მასთან დაკავშირებული პროექტების მართვის სხვადასხვა კურსებზე. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა