ინფლაცია არ არის იმ დონეზე, რომ ჰორეკა სექტორში ფასები გაიზარდოს - შოთა ბურჯანაძე
ფასები ზრდა ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ წარმოუდგენელია, თანაც ინფლაცია არ არის იმ დონეზე, რომ ჰორეკა სექტორში ფასები გაიზარდოს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.
„ზოგადად ფასებზე გავლენას ახდენს, სხვა და სხვა ფაქტორები. მაგალითად, როდესაც სხვა სექტორებში არის ფასების წერტილოვანი ზრდა - ძვირდება ნავთობი, ასევე როდესაც არის ექსპორტ-იმპორტში დიდი დისონანსი იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება ხდება. ამ დროს სადისტრიბუციო ქსელი ფასებს ზრდის.
აქტიური ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ, ჰორეკა სექტორზე მოთხოვნა შემცირდა. სადაც მოთხოვნა უფრო დაბალია ვიდრე მიწოდება, ლოგიკურია, იქ ფასები ვერ გაიზრდება“, - ამბობს ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა.
წლიურ ჭრილში ქვეყანაში ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების ფასები გაძვირდა.
როგორც ,,საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურების ფასები 7%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ოქტომბრის მონაცემებს, 2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა.
წლიურ ჭრილში, ფასების 5,8%-იანი ზრდაა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.