ინდოეთიდან ამანათების ტრანსპორტირების პირველი სერვისი საქართველოში - WeJet-მა ბაზარს ახალი მიმართულება შესთავაზა
გადამზიდავმა კომპანია WeJet • ვიჯეთ-მა ქართულ ბაზარს ახალი მიმართულება შესთავაზა. კომპანიამ ინდოეთიდან ამანათების ტრანსპორტირების სერვისი დანერგა და შესაბამისად, WeJet-ი გახდა პირველი ქართული გადამზიდავი, რომელიც ინდოეთიდან ტვირთებს ჩამოიტანს.
როგორც Business Insider Georgia-სთან WeJet-ის დირექტორმა ლაშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, ახალი მიმართულების დამატება ბაზრის მოთხოვნებმა განაპირობა.
„საქართველოში არიან დიდი რაოდენობით სტუდენტები ინდოეთიდან, რომლებსაც აქვთ მოთხოვნა და საჭიროება ინდოეთიდან სხვადასხვა სახის პირადი გზავნილის, თუ ტვირთის ჩამოტანაზე. ჩვენც როდესაც მოვიკვლიეთ ინდოეთის ბაზარი, თუნდაც სტუდენტებიდან გამომდინარე, საკმაოდ საინტერესო იყო. მინდა გითხრათ, რომ ინდოეთში პროდუქციაზე საკმაოდ კარგი ფასებია და ხარისხი მაღალი აქვთ. ამ ფონზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ინდოეთის მიმართულებაც შეგვეთავაზებინა“, - აღნიშნა ლაშა ფეიქრიშვილმა.
WeJet-ის დირექტორის თქმით, ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტების გარდა, ინდოეთი, როგორც მიმართულება საინტერესო იქნება ქართველი მომხმარებლებისთვისაც.
„ინდოეთის მიმართულება ქართველი მომხმარებლებისთვისაც მიმზიდველი იქნება, რადგანაც ტრანსპორტირების ფასი ჩინეთზე იაფია, თვითონ ნივთების საფასური ჩინეთში არსებულ საფასურს უდრის და რაც შეეხება ხარისხს, ჩინურზე უკეთესია. შესაბამისად, ვინც ამ მიმართულებას გამოცდის და გატესტავს, რა თქმა უნდა ჩინეთის, თუ სხვა ქვეყნების ალტერნატივა გაუჩნდება“, - განმარტავს WeJet-ის ხელმძღვანელი.
ლაშა ფეიქრიშვილის თქმით, ინდოეთიდან ტვირთების შემოტანა საჰაერო ტრანსპორტით მოხდება, რისთვისაც კომპანია სხვადასხვა ქვეყნების ავიაკომპანიებთან ითანამშრომლებს.
გადამზიდავი კომპანია WeJet-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანიამ ოპერირება 2023 წლის ნოემბერში დაიწყო და 2024 წლის მაჩვენებლებით მის პორტფელში 90%-ი სწორედ ჩინეთიდან გადმოზიდვებს უკავია.
„ჩინეთი არის ჩვენი კომპანიის მთავარი მიმართულება. ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით, პირველზე თუ არა, მეორე ადგილზე ვართ“, - აცხადებს ფეიქრიშვილი.
რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებებს, აქაც ლიდერი ჩინეთია.
WeJet გადამზიდი კომპანიაა, რომლის მიზანი სატრანსპორტო ბაზარზე მომხმარებლებისთვის საუკეთესო, დაუჯერებლად კარგი სერვისის მიწოდებაა. ამ ეტაპზე WeJet-ი ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირებას ახდებს ჩინეთიდან, თურქეთიდან, დუბაიდან, საბერძნეთიდან და ინდოეთიდან.
ინდოეთში საშოპინგოდ ონლაინ მაღაზიების ჩამონათვალი:
გვიგზავნი ჩვენ ლინკს. დანარჩენს ვაკეთებთ ჩვენ:
www.flipkart.com - ყველაფერი
www.myntra.com - ბრენდები, საყოფაცხოვრებო ნივთები
www.amazon.in - ყველაფერი
www.indiamart.com/ - საბითუმო
www.meesho.com/ - ტანსაცმელი
www.firstcry.com - საბავშო, ქალის
www.tatacliq.com/ - ბრენდები
www.nykaa.com/ - კოსმეტიკა/თავის მოვლა
www.Snapdeal.com - ყველაფერი
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვინც WeJet-ის სერვისებით ხშირად სარგებლობს - „ვიჯეთ კლუბი“.
„ვიჯეთ კლუბი“ არის ახალი, უნიკალური პროგრამა, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ამანათების ჩამოტანა კიდევ უფრო იაფად და ხელსაყრელი პირობებით. ვიჯეთ კლუბში გაწევრიანებით თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ მუდმივი ქეშბექით და ფასდაკლებებით. ეს არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც ხშირად იყენებს საერთაშორისო ტრანსპორტირების სერვისს და ზრუნავს საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციაზე. „ვიჯეთ კლუბი“ გაძლევთ შესაძლებლობას დაზოგოთ დრო და თანხა, ხოლო თქვენი ამანათები ყოველთვის მიიღოთ საუკეთესო პირობებით ბაზარზე.
რკო
ახალი კოლექცია
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.09.2025.17:58
2025 წლის 8 თვეში ეიპიემ ტერმინალს ფოთმა 432 216 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 8 თვეში 365 680 TEU კონტეინერი დამუშავდა.
ამავდროულად, 8 თვის მონაცემებით, 12%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 239 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 213.
რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 191 561 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 40%-ით მაღალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 136 852 ტონას შეადგენდა.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 8 თვესთან შედარებით მომატებულია 20%-ით. 2025 წლის პირველ 8 თვეში 113 060 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 93 892 ტონა.
2025 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 13 601 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 12 892 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ 2025-ში დამუშავდა 53 226 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 52 405 ავტომობილი.