მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.5
0.0001
flag
AZN 1.5824
-0.0003
flag
CNY 38.738
0.0032
flag
EUR 3.1903
-0.0185
flag
GBP 3.6848
-0.0142
flag
KZT 53.23
-0.0048
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.6902
-0.0006

ინდივიდუალური მიდგომა ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა - „არტ პალასი“

news image

“არტ პალასი” არის შემოქმედებითი სივრცე ბავშვებისა და უფროსებისთვის. Business Insider Georgia მეტი ინფორმაციისთვის კომპანიის დამფუძნებელს თამარ ჩოფიკაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„არტ პალასი“ არის შემოქმედებითი სივრცე ბავშვებისა და უფროსებისთვის, სადაც ხელოვნება, განვითარება და ემოციური კეთილდღეობა ერთიანდება. ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ იმ იდეით, რომ შეგვექმნა ადგილი, სადაც ადამიანები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენასაც ახერხებენ. მომხმარებლებს ვთავაზობთ ხატვის, კერამიკის, თექის, დეკუპაჟის, თოჯინების დამზადების, მცენარეების მოვლის, კულინარიულ და სხვა შემოქმედებით კურსებს, ასევე ერთდღიან მასტერკლასებსა და არტ-სესიებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა მუდმივად მზარდია. განსაკუთრებით გაიზარდა მშობლების ინტერესი ისეთი აქტივობების მიმართ, რომლებიც ბავშვებს ეკრანებიდან აშორებს და ხელს უწყობს მათ ემოციურ, კრეატიულ და სოციალურ განვითარებას. ასევე დიდია ინტერესი ზრდასრულების მხრიდან „არტ პალასი“ მათთვის ხშირად ხდება განტვირთვის, თვითგამოხატვისა და შთაგონების ადგილი.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ინდივიდუალური მიდგომა და თბილი, ოჯახური გარემოა. „არტ პალასში“ თითოეული მონაწილე აღიქმება უნიკალურ პიროვნებად. კურსები არ არის მხოლოდ ტექნიკის სწავლა,
ისინი ემოციურ განვითარებასა და თვითგამოხატვაზეა ორიენტირებული. ასევე გვყავს პროფესიონალი, გულისხმიერი პედაგოგები და გვაქვს მრავალფეროვანი პროგრამები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესისთვის.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?

სამომავლოდ ვგეგმავთ კურსების გაფართოებას, ახალი მიმართულებების დამატებას და თემატური არტ-პროექტების განხორციელებას. ასევე ჩვენი მიზანია მეტი საგანმანათლებლო და ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამის შექმნა, რათა „არტ პალასი“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სივრცე გახდეს როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია „ქერის“ საქმიანობის სპეციფიკა, კონკურენტული უპირატესობები და განვითარების გეგმები

03.02.2026.16:00

ქერი  ქართული ბრენდია, რომელიც პერსონალიზებულ წინსაფრებს ქმნის. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia მ ბრენდის დამფუძნებლებს, ელენე შელიასა და ანა შელიას, ესაუბრა.

- როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე
ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

“ქერი” ბაზარზე 2025 წლის დეკემბერში გამოჩნდა, თუმცა ამ ნაბიჯს რამდენიმე თვიანი მზადება უძღოდა წინ : იდეის დამუშავება, დეტალებზე ფიქრი და პროდუქტის სრულყოფა. ბრენდის მთავარი მიმართულება პერსონალიზებული წინსაფრების შექმნაა, რომლებიც მთელი გულით იკერება და ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პრაქტიკული ნივთი. თითოეული პროდუქტი იქმნება კონკრეტული ადამიანისათვის, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.
ამ ეტაპზე ბრენდის ასორტიმენტში შედის როგორც ზრდასრულებისთვის განკუთვნილი წინსაფრები, ასევე საბავშვო კოლექცია, რომელიც თბილ და გულწრფელ განწყობას უქმნის ადრესატს.

- რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

„ქერის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა მომხმარებელთან შექმნილი ემოციური კავშირია. თითოეული პროდუქტი იქმნება ინდივიდუალური და პერსონალიზებული დეტალების გათვალისწინებით, რაც მას უნიკალურს ხდის და მკაფიოდ გამოარჩევს მასობრივი წარმოებისგან.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შეფუთვასაც, რადგან „ქერის“ პროდუქცია პირველ რიგში საჩუქრის იდეაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო შედეგი იყოს იდეალური, ზუსტად ისეთი, როგორსაც თავად ვაჩუქებდით ახლობელს.

ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებელთან კომუნიკაციას. თითოეულ შეკვეთაზე მომხმარებელთან კომუნიკაციას თავად ჩვენ, ბრენდის შემქმნელები, ვაწარმოებთ და ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი სურვილები, რეკომენდაციები და უკუკავშირი. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ძალიან თბილი და ერთგული აუდიტორია გვყავს. სწორედ იმ ადამიანებმა გვიპოვეს, ვისთვისაც თავიდანვე ვქმნიდით „ქერის“ პროდუქტს და ეს ემოციური კავშირი ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია.

- როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?

„ქერის“ სამომავლო გეგმები ზრდასა და განვითარებას უკავშირდება. ბრენდის მიზანია არა მხოლოდ წინსაფრების ხაზის გაძლიერება, არამედ ასორტიმენტის ეტაპობრივი გაფართოება სახლისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ნივთებით, რომლებიც „ქერის“ ფილოსოფიას სრულად შეესაბამება.

ეს იქნება პროდუქცია, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულობას, ესთეტიკას და ემოციურ ღირებულებას. ნივთები, რომლებიც ყოველდღიურ ოჯახურ გარემოს მეტ სითბოს შესძენს და ერთობლივ მომენტებს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად აქცევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა