მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

ინდ. მეწარმეების გათამაშება დამატებითი რესურსების მოძიების კარგი შესაძლებლობაა - გაიცანით მაღაზია Pauline Wears

news image

Pauline Wears ვინტაჟური სამოსის პირველი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც ორმა მეგობარმა, მარიამ ქორიძემ და ქეთევან შედანიამ 2016 წელს დააარსა. როგორც მისი თანადამფუძნებელი, მარიამ ქორიძე იხსენებს, მაშინ ქართულ ბაზარზე არ არსებობდა მსგავსი კონცეფციის მაღაზია. მეგობრებს კი  უნიკალური და განსხვავებული სტილის სამოსის მიმართ ინტერესი აერთიანებდა და გადავწყვიტეს, ყოფილიყვნენ პირველები, ვინც საკუთარ ხედვას ქართველ მომხმარებელს სრულიად ახლებური გზითგაუზიარებდა

 

„დაარსების დღიდან ვცდილობთსაგულდაგულოდ შევარჩიოთ უნიკალური ნივთები. ჩვენი პრიორიტეტიხარისხი და ავთენტურობაა, ვეძებთ ნივთებს, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურადაა მიმზიდველი, არამედმდგრადობის პრინციპებსაც პასუხობს. გარდა ამისა, ჩვენი გამოცდილება და მიდგომა, რომ მუდმივიკომუნიკაციაში ვიყოთ მომხმარებლებთან, გავიგოთ მათი პრიორიტეტები და გავითვალისწინოთ რჩევები, ძლიერ კავშირს ქმნის ბრენდსა და ადამიანებს შორის. ამ ყველაფერმა ამ დროის განმავლობაში მეგობრულერთობად ჩამოგვაყალიბა, რაც ძალიან გვახარებს“, - ამბობს მარიამი.

 

დროთა განმავლობაში Pauline Wears-ის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა და ისინი ხშირად გამოხატავენ მადლიერებას გაწეული მომსასურებისთვის. როგორც თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მომხმარებლები განსაკუთრებით აფასებენ მათ ყურადღებასა და დეტალებზე ორიენტირებულობას, მოსწონთ ვინტაჟური მოდის გარშემო გაერთიანებული თანამოაზრეთა წრე, რომელიც ბრენდმა შეკრიბა და სივრცე, სადაც ისეთი უნიკალური ნივთების პოვნაა შესაძლებელი, რომლითაც საკუთარ ინდივიდუალობას გამოხატავ და მდგრადობის ღირებულებებსაც შეინარჩუნებ.

 

ბრენდის შექმნამდე მარიამმა ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი მიიღო. ამბობს, რომ ეს სტატუსი გადაწყვეტილებების მარტივად მიღებისა და ოპერაციული მოქნილობის საშუალებას აძლევს.

 

„როგორც ინდივიდუალური მეწარმე, სრულად ვარ ჩართული საკუთარი ბიზნესის საქმიანობაში, თავადვმართავ პროცესებს, რაც მეხმარება, სწრაფად ვუპასუხო ბაზრის ცვლილებებსა თუ მომხმარებელთასაჭიროებებს. მნიშვნელოვანია საგადასახადო საკითხიც. ინდივიდუალური მეწარმის, კონკრეტულად კიმცირე მეწარმის სტატუსს, სხვა ბიზნეს ფორმებთან შედარებით, უფრო შეღავათიანი პირობები აქვს, რაცნიშნავს მეტი ყურადღების დათმობას უშუალოს ბიზნესის ზრდაზე და სერვისის გაუმჯობესებაზე. ასევე, რაცყველაზე მთავარია, ინდივიდუალური მეწარმეობა საშუალებას მაძლევს, ძლიერი ურთიერთობები დავამყაროჩემს მომხმარებლებთან და გავაჩინო ნდობა“, - ამბობს ის.

 

Pauline Wears-ის დამფუძნებლები საქართველოს ბანკის ინდივიდუალური მეწარმეების გათამაშებაში უკვე ჩაერთნენ და მას დამატებითი რესურსების მოძიების კარგ საშუალებად აფასებენ.

 

როგორც კი შევიტყვეთ საქართველოს ბანკის ინდ მეწარმეების გათამაშების შესახებ, მალევე ჩავერთეთ. ძალიან მისასალმებელია საქართველოს ბანკის ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს მცირე თუ საშუალობიზნესებს. ფულადი პრიზის მოგების შესაძლებლობა კი დამატებითი სტიმულია ინდ. მეწარმეებისთვის. ესარის ძალიან კარგი გზა რესურსების მოსაძიებლად, რაც ბიზნესის გაფართოებასა და პოტენციალისგაუმჯობესებაში შეიძლება დაგვეხმაროს“,  - ამბობს მარიამი.

 

მთავარი პრიზის მოგების შემთხვევაში,  დამფუძნებლები მათ მთავარ სურვილს რეალობად აქცევენ:

 

ჩვენ და ჩვენს მომხმარებლებს დიდი სურვილი გვაქვს, თბილისში არსებობდეს Pauline Wears-ის ფიზიკურიმაღაზია. ონლაინ პლატფორმები ძალიან წარმატებულია, მაგრამ გვჯერა, რომ ფიზიკური სივრცის არსებობაგანსხვავებული და ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის. ბევრი მათგანისაკუთარ ხედვასაც გვიზიარებს, თუ რა ტიპის სივრცეს წარმოიდგენენ ჩვენი მაღაზიის სახით. დიდი ხანია,გვინდა ამ იდეის განხორციელება და ვფიქრობთ, მოგების შემთხვევაში, ინვესტიციას სწორედ ამმიმართულებით გავაკეთებთ“.

 

სამომავლოდ კი Pauline Wears-ის მთავარი მიზანი ზრდას უკავშირდება - სურთ, კოლექციაკიდევ უფროუნიკალური ნივთები შემატონ და თავი ევროპულ ბაზარზეც დაიმკვიდრონ. ბრენდის მიზნებს შორის, ასევე, სხვადასხვა სოციალური აქტივობითა თუ შეთავაზებებით, მომხმარებელთან კავშირების გაღრმავება დავინტაჟური მოდის სამყაროში გამორჩეული ადგილის შენარჩუნებაა.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Bentley Exhibitions გრძელდება - ბრიტანული ბრენდის შოურუმში ავთანდილ გახოკიძის ფერწერული ნამუშევრები გამოიფინება

16.09.2025.14:52

„მთვარე, რომელიც დღისით ჩანს“ - ამ სიმბოლური სახელწოდებით პროექტი Bentley Exhibitionsავთანდილ გახოკიძის პერსონალური გამოფენით გრძელდება. 18 სექტემბრიდან თანამედროვე ქართველი არტისტის ფერწერულ ნამუშევრებს Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმი უმასპინძლებს. ნამუშევრების სერია 6 მონუმენტურ ტილოს აერთიანებს, რომელთა კონცეფცია ბუნებისა და ტექნოლოგიების კონტრასტულ შეხამებას მოიცავს და მათ ერთ სივრცეში ჰარმონიულად დაკავშირებას ისახავს მიზნად.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში გამოფენების სერია იმ მომხმარებლების სურვილიდან გამომდინარე დავიწყეთ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელოვნებითა და თანამედროვე ქართველი არტისტებით. გვინდოდა, ჩვენი შოურუმი სწორედ ხელოვნებასთან დაგვეკავშირებინა და ამ სივრცეში მოსული აუდიტორიისთვის თანამედროვე მხატვრების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიგვეცა.

Bentley Exhibitions პროექტის ფარგლებში უკვე მესამე გამოფენას ვმასპინძლობთ. ეს გამოფენა გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ავთანდილ გახოკიძემ ნამუშევრები საგანგებოდ ამ შოურუმისთვის შექმნა და ისინი პირველად სწორედ ჩვენთან გამოიფინება. 

გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, პირადად შეხვდეს მხატვარს და გაესაუბროს გამოფენის კონცეფციის შესახებ. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ნამუშევრების შეძენაც“.

ავთანდილ გახოკიძე თანამედროვე ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. მან „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ დაამთავრა ფერწერის განხრით და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

ავთანდილ გახოკიძე, მხატვარი: „გამოფენისთვის შესრულდა დიდი ზომის ნამუშევარიარსებული პარამეტრები განისაზღვრა საექსპოზიციო სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარენამუშევრები განზოგადებული გეომეტრიული ფორმების სახითაა წარმოდგენილი და უკავშირდება ეგრეთ წოდებულ Hard Edge Painting მიმართულებასსერიაზე Dedicace Gallery-ს სარეზიდენციო სივრცის სტუდიაში რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ყველა ეს ტილო კონკრეტულად Bentley Centre Tbilisi-ს სივრცისთვის შეიქმნაჩემი მცდელობა იყო, გარემოსა და ნამუშევრებს შორის გარკვეული კავშირიც ყოფილიყო და, ამავდროულად, კონტრასტიც“.

ხელოვნების მხარდაჭერა Bentley Centre Tbilisi-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და კორპორაციული მდგრადობის ნაწილია. კომპანიისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებლები, მათთვის ღირებულებებისა და კულტურული გამოცდილების გაზიარების გზით. ამ მიზნით, Bentley Exhibitions-ის ფარგლებში, ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის მთელი წლის განმავლობაში ეთმობა ახალგაზრდა ქართველი არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.

ავთანდილ გახოკიძის გამოფენა Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში 18 სექტემბერს 19:00 საათზე გაიხსნება. მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გაცნობის საშუალება დამთვალიერებელს 18 ნოემბრამდე ექნება. 

Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Bentley Centre Tbilisiლეგენდარული ბრიტანული ბრენდის პრემიუმ ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში 2024 წლიდან. Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, ადგილზე შეარჩიონ აქსესუარები, კონფიგურაციის საშუალებით ააწყონ სასურველი კომპლექტაცია და შექმნან პერსონალიზებული მოდელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა