„იმპოსტი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ჰოლდინგური ჯგუფი „იმპოსტი" გახდა, რომელიც 17 წლიან სამუშაო გამოცდილებას და კვალიფიკაციას ითვლის.
„იმპოსტი" საქართველოს მასშტაბით სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო, საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს.
კომპანია დამკვეთებს სთავაზობს კულტურულ-ისტორიული შენობების რეკონსტრუქცია-რესტავრაციის სამუშაოებს, სამოქალაქო მშენებლობის სრულ სპექტრს, საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და ექსპლუატაციის შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას.
ჰოლდინგის მისიაა, დამკვეთებს შესთავაზოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები, მშენებლობის დაგეგმვის, მართვისა და შესრულების პროცესში, მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიით განავითაროს საქართველოს სამშენებლო და MEP ინდუსტრია.
„იმპოსტი" ჯგუფის პორტოფოლიო აერთიანებს ისეთ მსხვილ მეწარმე დამკვეთებს, როგორებიცაა სასტუმროთა ქსელი ამბასადორი, რუმსი და იბისი, ავერსის კლინიკა, ლენდ როვერისა და იაგურის ცენტრი, დეველოპერული კომპანია M2, VR ჰოლდინგი, ტერასა ჯგუფი, დომუს დეველოპმენტი და ნექსთი, თბილისის განვითარებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდი, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სხვა.
„მივესალმებით „იმპოსტის" ჰოლდინგურ ჯგუფს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ჯგუფის 17 წლიანი გამოცდილება და კვალიფიკაცია კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ხარისხიანად შეასრულოს სამუშაოები დათქმულ ვადებში და ამ გზით შექმნას უსაფრთხო და კომფორტული გარემო, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.19:28
„ამბასადორი აილენდ ბათუმსა” და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ძირითად მიზნებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შემოთავაზებული იახტების მართვისა და სერტიფიცირების პროგრამების საერთაშორისო, ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა წარმოადგენს. აღნიშნული სასწავლო კურსის დახმარებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლება, რაც საბოლოოდ მცურავი საშუალებების მართვის მოწმობის, სულ რაღაც 14 დღეში, მიღების შესაძლებლობას იძლევა.
„ამბასადორის კუნძულზე" საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების იახტ კლუბის მშენებლობაა გათვალისწინებული, სადაც საზღვაო აკადემიის სპეციალური საწვრთნელი სივრცის განთავსება იგეგმება, რაც სამომავლოდ, კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს, ექსკლუზიურ შესაძლებლობას მისცემს, გაიარონ იახტების და სხვა მცურავი საშულებების მართვის კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
„ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს საშუალებას საკმაოდ ამბიციური მიზნები დავსახოთ და განვახორციელოთ. ჩვენი გამოწვევაა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ვაქციოთ ერთ-ერთ საუკეთესო საზღვაო სასწავლებლად შავი ზღვის რეგიონში. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ბათუმის და საზღვაო აკადემიის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე”,- განაცხადა საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ.
„ჩვენი პარტნიორობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბათუმის, როგორც საზღვაო განათლების ლიდერი ქალაქის პროფილის ასამაღლებლად. ჩვენ მზად ვართ, ამბასადორის კუნძულის საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენისას, ხაზი გავუსვათ, ჩვენს ქალაქში უმნიშვნელოვანესი ქართული ინსტიტუტის, საზღვაო აკადემიის არსებობას, რომელიც უმაღლესი ხარისხის საზღვაო განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოვახდინოთ საერთაშორისო ვიზიტორების ინფორმირება, მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სწორედ ბათუმში იქმნება ის იშვიათი შესაძლებლობა, ვიზიტის პარალელურად, გაიაროთ სპეციალური გადამზადების პროგრამა და მიიღოთ როგორც იახტების, ასევე სხვა მცურავი საშულებების მართვის მოწმობები” - აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ შავ ზღვაში ინოვაციურ პროექტს ავითარებს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს. საპროექტო არეალზე განთავსებული მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, ყველაზე მასშტაბურ იახტკლუბსა და ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც გააერთიანებს, რომელიც მიმართული იქნება ინოვაციური სერვისების მიწოდებისა და მცურავი საშუალებების მართვის შესწავლის ხელშეწყობისკენ.