მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.7
-0.0048
flag
AZN 1.5729
0.0001
flag
CNY 39.086
0.016
flag
EUR 3.1544
0.0039
flag
GBP 3.6191
0.0055
flag
KZT 53.5
0.0029
flag
TRY 0.0609
0
flag
USD 2.6741
0.0001

,,იმპოსტი მეპ’’ დეველოპერულ კომპანიებს ცენტრალური გათბობის სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს სთავაზობს

news image

საინჟინრო კომპანია ,,იმპოსტი მეპ’’ სრული საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს უზრუნველყოფს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებსა და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული.

კომპანია დეველოპერებს საცხოვრებელი კორპუსებისათვის ცენტრალური გათბობის სისტემების პროექტირებას და მონტაჟს სთავაზობს. ცენტრალიზებული გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალბინიან შენობებში, სადაც ერთიანი საინჟინრო მიდგომა ამცირებს ტექნიკურ რისკებს და უზრუნველყოფს სისტემის გამართულ, სტაბილურ ფუნქციონირებას.

საცხოვრებელ კორპუსებში გათბობის ერთიანი სისტემების დანერგვა მოსახლეობისთვის ხარჯების დაზოგვისა და კომუნალური დისკომფორტის აღმოფხვრის ახალ შესაძლებლობად იქცევა.

ამ მიმართულებით ,,იმპოსტი მეპ’’ ექსკლუზიური პირობებით სარგებლობს ევროპაში წამყვან მომწოდებლებთან, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს გამოიყენოს მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული მოწყობილობები და უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.

საცხოვრებელ კორპუსებში ცენტრალური გათბობის სისტემების მონტაჟზე რეკომენდაცია არის სემეკის მხრიდანაც. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ცენტრალიზებული გათბობა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ინდივიდუალური ქვაბების გამოყენება, რადგან ის ამცირებს როგორც გაზის მოხმარების საფასურს, ისე სისტემის ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეულ პრობლემებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა სიახლეს შესთავაზებს სტუმრებს Kass Land აქტიური სეზონისთვის 

27.02.2026.14:00

Kass Land • კასს ლენდი ემზადება, რომ სიახლეებით შეხვდეს აქტიურ ტურისტულ სეზონს. 

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს, სივრცეში სტუმრებს ელით მხიარული განწყობა, დაუვიწყარი თავგადასავლები, სრულყოფილი დასვენება და ბუნებით ტკბობის შესაძლებლობა.

„ატრაქციონების პარკში წარმოდგენილია მრავალფეროვანი გასართობი ზონა, ექსტრემალური ემოციები და კარტინგებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც განსაკუთრებულ ადრენალინს სძენს გამოცდილებას.

ახალ სეზონზე პარკი სტუმრებს სთავაზობს სიახლეს — ბატუტების პარკს, რომელიც დამატებით ენერგიასა და გართობას შემატებს სივრცეს, განსაკუთრებით ბავშვებისა და აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის.

მუდმივი განვითარება და სიახლეების დანერგვა Kass Land-ის მთავარი მიზანია. სივრცე ქმნის გარემოს, სადაც თითოეულ ვიზიტორს შეუძლია დააგროვოს მეტი ბედნიერი მოგონება და დაუვიწყარი ემოცია“, - აცხადებენ კომპანიაში. 

ამ მიზნით, Kass Land მიმდინარე სეზონზეც ამზადებს განსაკუთრებულ და ხელსაყრელ შეთავაზებებს მომხმარებლებისთვის. მათ შორის იგეგმება სპეციალური შეთავაზება ქალთა დღეს, რომლის დეტალური პირობების გასაცნობად, მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ Kass Land-ს, ან გაეცნონ ინფორმაციას ოფიციალური სოციალური ქსელების საშუალებით.

Kass Land-ის მიზანია, ყოველი სტუმრობა იქცეს კიდევ ერთ ბედნიერ და დასამახსოვრებელ დღედ თითოეული ვიზიტორისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა