მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7085.9
-0.0017
flag
AZN 1.5889
-0.0003
flag
CNY 38.211
0.0003
flag
EUR 3.1354
-0.0046
flag
GBP 3.5644
-0.0076
flag
KZT 53.15
0.0041
flag
TRY 0.0637
0.0001
flag
USD 2.7015
-0.0005

იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ხელმისაწვდომია "ლიბერთის" ყველა ციფრულ პლატფორმაზე

news image

2025 წლის მარტიდან, ლიბერთის მომხმარებლებ, იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენას ლიბერთის ყველა ციფრული არხიდან შეძლებენ.

 

ლიბერთისა და იმედი L-ის პარტნიორობა უკვე ერთი წელია გრძელდება. ამ პერიოდში სამოგზაურო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა ეტაპობრივად ინერგებოდა სხვადასხვა არხში. ამ ეტაპზე, პროდუქტის დეველოპმენტი დასრულებულია და უკვე ხელმისაწვდომია ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკში და ციფრულ  საგადამხდელო პლატფორმაზე - pay.ge.  

 

ვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევაზე ხელმისაწვდომობა იყოს მარტივი და მომხმარებელმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს პოლისის შეძენა. გვიხარია, რომ ლიბერთისთან თანამშრომლობის ფარგლებში, იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა, დღეს მათ ციფრულ პლატფორმებზეც შესაძლებელია” - Ნათია ანასტასიადი - არასამედიცინო დაზღვევების და საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი

 

 

„ერთი წელია, რაც სადაზღვევო კომპანია იმედი L-თან პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა Pay.ge-დან სამოგზაურო დაზღვევის შეძენა, ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით. ახლა, ეს მომსახურება კიდევ უფრო მოსახერხებელია – სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე მობაილ ბანკშიც არის ხელმისაწვდომი. „ლიბერთის“ მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ თანამედროვე ციფრული პროდუქტები, რომლებიც მათ ყოველდღიურობას გაუმარტივებს."  – დავით მესხიძე, ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისსა და ვენეციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

03.12.2025.10:43

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატა. ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაშიორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით ასრულებს. ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340 მგზავრმა ისარგებლა. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით, რომისა და მილანის შემდეგ, იტალიის უკვე მესამე ქალაქში არის მოხვედრა შესაძლებელი.

ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი დევიძე მიესალმნენ. პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა