მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7105.4
-0.0016
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 38.719
-0.0004
flag
EUR 3.1689
-0.006
flag
GBP 3.6535
-0.0311
flag
KZT 54.38
0.0043
flag
TRY 0.0617
-0.0001
flag
USD 2.6876
-0.0007

illy Caffè Georgia გაფართოებას განაგრძობს - ახალი ფილიალი ბათუმში გაიხსნება

news image

illy Caffè Georgia • ილი კაფე, რომელმაც 2025 წელს ორი ფილიალი დაამატა, გაფართოებას 2026 წელსაც გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან საქართველოში illy Caffè-ს ფრანჩაიზის მფლობელი კომპანიის „ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთსის“ დირექტორმა ლაშა კრიჭაშვილმა განაცხადა, illy Caffè-ს გახსნა ბათუმში იგეგმება.

„გასულ წელს უკვე გავიხსენით თბილისი მოლსა და ისთ ფოინთის ახალ შენობაში. უკვე აქტიურად ვმუშაობთ ბათუმის პროექტზე. ადგილს ვეძებთ - უფრო ძველი ბათუმისკენ ვიხრებით, სადაც სტუმრიანობა და ტურისტული მხარე უფრო მეტად აქტიურია. თუ შესაბამისი ფართი მოვიძიეთ, მაშინ ბათუმში illy Caffè-ს წლის ბოლოსთვის გავხსნით. ბათუმის ფილიალი იქნება დიდი მოცულობის, დაახლოებით 200 კვ/მ-მდე, ისეთი, როგორიც გალერიაში, თბილისში გვაქვს“, - აცხადებს ლაშა კრიჭაშვილი.

აღსანიშნავია, რომ illy Caffè თბილისში დღეისათვის 4 ობიექტით არის წარმოდგენილი. როგორც „ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთსის“ დირექტორი აცხადებს, illy Caffè-ში მოხდა ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და ქართველი მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზება.

„ასორტიმენტი ჩვენი სტანდარტიდან გამომდინარე იგივე გვაქვს, მაგრამ მაჩას კუთხით წავედით - მაჩა ლატე, მაჩა კაპუჩინო, ცივი მაჩა ლატე, ცივი კაპუჩინო და სხვა.

ახალი პროდუქტების რეალიზაციით ამ მომენტისთვის კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება გალერიას ფილიალს, სადაც სრული მენიუ გვაქვს წარმოდგენილი, დავამატეთ სპაგეტის, სენდვიჩების, ბურგერის მიმართულება და ძირითადი კერძების მიმართულება“, - აღნიშნავს „ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთსის“ დირექტორი.

illy Caffè-ში მენიუს კუთხით გარკვეული ცვლილებები წლის განმავლობაში იგეგმება, თუმცა ფრანჩაიზის მფლობელს დეტალური ინფორმაცია illy-ს სათაო ოფისიდან უკვე თებერვლის ბოლოს ექნება.

„მენიუსთან დაკავშირებით წინასწარ ასე ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ თვითონ Illy-ზე ვართ დამოკიდებული და დაახლოებით თებერვლის ბოლოსკენ მეცოდინება უკვე, რა შემიძლია მომხმარებელს შევთავაზო“, - აცხადებს ლაშა კრიჭაშვილი.

illy Caffè არის იტალიური ყავის კომპანია, რომელიც ცნობილია პრემიუმ ხარისხის ყავითა და ინოვაციური მიდგომებით. კომპანიის დაარსება მოხდა 1933 წელს, როდესაც ყავის ექსპერტმა Francesco Illy-მა შექმნა თავისი პირველი ყავის დანადგარი, რომელიც ყავის ზეთების საუკეთესო შენახვას უზრუნველყოფდა.

Francesco Illy-მა კომპანიის დაარსების შემდეგ მიზნად დაისახა ყავის უმაღლესი ხარისხის მიწოდება. ჯერ კიდევ დასაწყისში, Illy-მ წარმატებით შექმნა სპეციალური სისტემები ყავის საფასურისა და ხარისხის კონტროლისთვის. შემდეგ მისმა შთამომავალმა Ernesto Illy-მ მასშტაბური ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები დაამატა, რის შედეგადაც Illy Caffè დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ყავის კაფედ ითვლება.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.7 %-ით გაიზარდა - საქსტატი

06.02.2026.11:46

2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.2 პროცენტით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.3 პროცენტით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.8 პროცენტით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.3 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.9 პროცენტით.

2025 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.78 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.2 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.9 პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.0 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 5.09 და 0.24 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.2 პროცენტით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა