მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

„იკითხე მეტი“ - წიგნების თაროს და საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

news image

საქართველოს ბანკმა, ახალი კამპანია — „იკითხე მეტი“ წამოიწყო. ინიციატივა „წიგნების თაროსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების პოპულარიზაციაა.

ქალაქის ქუჩები სავსეა ციტატებით, რომლებსაც ახალგაზრდები ხშირად იმახსოვრებენ, ფოტოებს უღებენ,თუმცა მათი ავტორები და კონტექსტი ბევრისთვის უცნობია. სწორედ ამიტომ, პროექტი მიზნად ისახავს ციტატების მიღმა არსებული ლიტერატურის ხელახლა აღმოჩენას და მისი წაკითხვის წახალისებას.

კამპანიის პირველ ეტაპზე ქალაქის კედლებზე არსებულ ლიტერატურულ გრაფიტებზე სპეციალური სტიკერები გამოჩნდა. „იკითხე მეტის“ სტიკერები, QR კოდთან ერთად, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მარტივად გაიგონ, თუ ვინ არის კონკრეტული ციტატის ავტორი და რომელი ნაწარმოებიდან არის ის. QR კოდის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი გადადის სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე — ikitkhemeti.ge, სადაც თავმოყრილია  ცნობილი ფრაზები და წიგნი საიდანაც ის არის  აღებული.  

აღსანიშნავია, რომ “იკითხე მეტი” კამპანიის ფარგლებში სტუდენტები ბიბლუსში Student Card - ით გადახდისას ამ წიგნებზე სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. თუ ჯერ არ გაქვს საქართველოს ბანკის Student Card, შეუკვეთე მარტივად აქ.

„იკითხე მეტი“ გრძელვადიანი ინიციატივაა და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა არის დაგეგმილი. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს 2025 წელს Exquisite და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

19.01.2026.18:00

Exquisite  ორიგინალი ნიშური სუნამოების, თავის მოვლისა და სახლის ლუქს აქსესუარების კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დირექტორი, ნინო გვენეტაძე Business Insider Georgia - სთან 2025 წელს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„2025 წელი შეფასებულია როგორც სტაბილური ზრდისა და კონსოლიდაციის წელი. კომპანია გეგმავს გაყიდვების ზრდას, ბრენდის ცნობადობის კიდევ უფრო გაძლიერებას და მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდას. ფოკუსი რჩება ხარისხზე, ავთენტურობაზე და შერჩეულ, სწორად პოზიციონირებულ ასორტიმენტზე.

2026 წლისთვის დაგეგმილია ეტაპობრივი გაფართოება:

• ასორტიმენტის ზრდა ახალი, შერჩეული ლუქს და ნიშ ბრენდების დამატებით;
• ლიმიტირებული და ექსკლუზიური კოლექციების რაოდენობის გაზრდა;
• საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება;
• საერთაშორისო მიწოდების გაფართოება;
• ონლაინ პლატფორმის ფუნქციური განვითარება და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.

მიზანი არის Exquisite-ის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება, როგორც ავთენტური და ექსკლუზიური ლუქს პროდუქტების სანდო პლატფორმის საქართველოში “, - აცხადებს ნინო გვენეტაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა