„იგლ ჰილსის" პროექტების მიმართ ინტერესი და ნდობა ძალიან მაღალია - ირაკლი ნადარეიშვილი
„კომპანია „იგლ ჰილსის" პროექტები იმ გეგმით ვითარდება, როგორც შეთანხმდა სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის. რეალურად უფრო მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა, ვიდრე პირველადი შეთავაზება იყო გაკეთებული კომპანიის მიერ, რაც ნამდვილად ცხადყოფს, რომ ინტერესი და ნდობა პროექტის მიმართ ძალიან მაღალია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, როგორც დაანონსებული იყო, „იგლ ჰილსის" პროექტების წინასწარი გაყიდვების პირველი ეტაპი ძალიან წარმატებული იყო. „დაფიქსირდა ძალიან მაღალი მოთხოვნა. თითქმის 300 ერთეული იყო გამოტანილი - საიდანაც 60 პროცენტამდე ქართველებზე გაიყიდა.
ასევე საკმაოდ მაღალი დაინტერესება იყო უცხოელი ინვესტორების და მყიდველების მხრიდან. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო პროექტთან, მისი ფასების და მყიდველების ეროვნების ნაწილში, იყო სპეკულაცია და მას არ ედო საფუძვლად არავითარი არგუმენტი და დასაბუთება," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტი ძალიან მასშტაბური და უპრეცედენტოა ინვესტიციის ზომის მიხედვით და წარიმართება იმავე პრინციპებით, როგორც ბევრი სხვა დეველოპერული პროექტი. „დაინტერესება, რაც საქართველოს უძრავი ქონების მიმართ არსებობს უცხოელი ინვესტორების ან დაინტერესებული მხარეების მხრიდან, აბსოლუტურად ჯანსაღია და არავითარი ადგილი რაიმე ტიპის არაბიზაციას ან სხვა მოვლენებს ამ პროექტთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოში არ აქვს საფუძველი," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.