IG Development Georgia $82 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში, პირველი და მეორე ტრანშების სახით $25 მილიონმდე და €15 მილიონამდე საჯარო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს
შპს IG Development Georgia, ექსკლუზიურად გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, ჯამურად 82 მილიონი დოლარის პროგრამის ფარგლებში პირველი და მეორე ტრანშების სახით 25 მილიონ დოლარამდე და 15 მილიონ ევრომდე საჯარო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ტრანზაქცია ფინანსდება სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის პროგრამით
IG Development Georgia საქართველოს ბაზარზე კომერციული უძრავი ქონების სექტორში ლიდერი კომპანიაა. კომპანიას 15-წლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე და ფლობს ორ წამყვან სავაჭრო ცენტრს თბილისში - „სითი მოლ საბურთალოს“ და „სითი მოლ გლდანს“, რომლებიც წლებია სტაბილურად 100%-მდე დატვირთულობას ინარჩუნებენ, ასევე ბიზნეს ცენტრ „სითი თაუერს“.
სხვა სიახლეები
იზრდება ტენდენცია ახალ ტექნოლოგიებზე და ადგილზე ვერ ვახვედრებთ შესაბამის კვალიფიკაციასა და კადრებს - ლევან ვეფხვაძე
23.02.2026.22:33
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პარალელურად საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტი კიდევ უფრო გამძაფრდა რაც, მისი თქმით, პირდაპირ აისახება ბიზნესის მოლოდინებსა და განწყობებზე და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც იკვეთება.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, 2019 წლიდან მოქმედი კვარტალური კვლევა, რომელსაც PMCG კვლევითი ცენტრი ახორციელებს IFO Institute-ის აპრობირებული მეთოდოლოგიით, ცხადად აჩვენებს კორელაციას ეკონომიკურ ზრდასა და შრომის ბაზარზე კვალიფიციური სამუშაო ძალის მოთხოვნას შორის, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტექნოლოგიურად განახლებული და ნახევრად რობოტიზებული წარმოების პირობებში.
„ჩვენი მიზანიც, როცა 2019 წელს აღნიშნული კვლევები (BAG ინდექსი) დავიწყეთ - ეს არ არის ჩვენი მეთოდოლოგია. ჩვენ ამ კვლევას ვუკვეთავთ და თავად არ ვახორციელებთ, რათა არ ყოფილიყო სუბიექტური. კვლევას ახორციელებს PMCG, ხოლო მეთოდოლოგია მიუნხენის ინსტიტუტიდან არის აღებული, რომელიც ძალიან აპრობირებული და გამოცდილი მეთოდოლოგიაა ზოგადად გერმანიაში.
ბოლო რამდენიმე წელი, თქვენ რომ ნახოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები - შეადაროთ და პრობლემას, რომელიც უკავშირდება კადრებს, პირდაპირ კორელაციაშია, როგორ მიჰყვება ერთი მეორეს. ეკონომიკის ზრდა ნიშნავს, რომ გააქტიურებულია როგორც კერძო სექტორი, ასევე საჯარო სექტორი. თუმცა კერძო სექტორის კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შემთხვევაში - საქართველოს შემთხვევაში.
რას ნიშნავს გააქტიურება? ეს არის ახალი პროექტები, ეს არის არსებული პროექტების გაფართოება, ეს არის მოზიდვა ინვესტიციების და ასე შემდეგ. ახალზე გადასვლა მაინც ტექნოლოგიურად განახლებულ პროცესს უკავშირდება. ეს არ არის ადრე, რომ ჩარხთან ადამიანი იდგა - ნახევრად რობოტიზებული სისტემებია, რომელსაც სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალა, რომელსაც სჭირდება მომსახურეობა, შენახვა, მოვლა, გამოყენება სწორი და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება საბოლოო ჯამში პროდუქციის ღირებულებას, რაც უფრო იაფია შენახვის ხარჯი, მით უფრო საბოლოო ჯამში იაფია მით უფრო იაფია საბოლოო პროდუქტი.
აქ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ის კვალიფიციური კადრები, რომლებიც დროულად მოახდენენ გარდაქმნას, ადაპტაციას ახალ გარემოში, ან ახალი კადრები, რომლებიც მოვლენ, სწრაფად ისწავლიან, მიიღებენ რაღაცა ტიპის კვალიფიკაციას და ცოდნას და რაღაცა უბანს ჩაიბარებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სწორედ აქედან გამომდინარე, რომ იზრდება ტენდენცია ახალ ტექნოლოგიებზე, ახალ პროექტებზე და ამავდროულად ადგილზე ვერ ვახვედრებთ შესაბამის კვალიფიკაციას და კადრებს, ეს არის მუდმივად ის წუხილი, რომელიც ბოლო პერიოდია ბიზნესს აქვს. ეს ყველაფერი აგრეგირებულად, ჯამურად გამოიხატება იმ ინდექსში, რომელსაც ჩვენ ყოველ კვარტალურად ვაქვეყნებთ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.