„იფქლი დიღომმა“ ბაზარს პურის ინოვაციური სახეობები შესთავაზა, კომპანია შემოდგომიდან ჩინეთის ბაზარზე გეგმავს შესვლას
იფქლი დიღომი • ipkli digomi პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც პურის ექსპორტი განახორციელა. კომპანია საექსპორტო არეალის გაფართოებაზე ინტენსიურად მუშაობს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ასორტიმენტსაც მნიშვნელოვნად აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „იფქლი დიღომის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა სოფო ბედიაშვილმა განაცხადა, ინოვაციურმა სახეობებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„როგორც იცით, ცოტა ხნის უკან ჩვენ საზღვარგარეთ პირველი კონტეინერი გავუშვით, რომელმაც ადგილზე დიდი მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად, ეს ინოვაციური, ახალი სახეობები უკვე ქართულ ბაზარზეც ჩავუშვით. ქსელურ მარკეტებში ამ სახეობების შეძენა უკვე შესაძლებელია. არის დამზადების განსხვავებული ტექნოლოგია და განსხვავებული შემადგენლობა. ეს არის ინოვაციური სახეობები, რომელიც აქამდე ბაზარზე არ ყოფილა. და როგორც ყოველთვის „იფქლი დიღომი“ ისწრაფვის იმისკენ, რომ განსხვავებულად ვიყოთ ბაზარზე წარმოდგენილები. სულ სიახლეების ძიებასა და განვითარების რეჟიმში ვართ. ვცდილობთ, რომ ინოვატორებთან ერთად ვიყოთ პირველები, რომელმაც გადადგა ნაბიჯი და საქართველოდან პური ექსპორტზე გაიტანა. ვცდილობთ, რომ განსხვავებული გზებით ვიაროთ. „იფქლი დიღომი“ ყოველთვის განვითარებაზეა ორიენტირებული. იმის გარდა, რომ ყველაზე მეტი ასორტიმენტი გაქვს, როგორც პურის, ისე ფუნთუშეულის მიმართულებით, პლუს ამას რაც ინოვაციური სახეობებია და ასევე ის პროფილაქტიკური კვების ხაზი, როგორიც არის დიაბეტური სახეობები, ამ მიმართულებითაც მოწინავე ვართ. სულ ვცდილობთ განვითარებას და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას. ახლა სწორედ ეს პერიოდია. ეს არის ოთხი ახალი სახეობა, რომელიც შევთავაზეთ ბაზარს: ესენია რძიანი პური, რომელიც აქამდე არავის არ გაუკეთებია, რომელიც არის ევროპული ტექნოლოგია და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. კარგი არჩევანია ისეთი ოჯახებისთვის, სადაც ბავშვებია. იმიტომ, რომ შემადგენლობით არის ძალიან კარგი პროდუქტი საუზმისთვის. ასევე გვაქვს პური განსხვავებული გულსართებით, რომელსაც ცომის მოხარშვის წესით ვამზადებთ, ეს არის შავი პური შავი ქლიავის ჩირით, რომელიც ძალიან განსხვავებული პროდუქტია და აქამდე არავის არ ჰქონია. საექსპორტო ბაზარზეც პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და გაოცებულები იყვნენ ამ სინთეზით. ასევე გაქვს პური მზესუმზირას გულით და ქინძით. ეს არის მოხარშული ცომი, რომელსაც დამატებული აქვს ქინძი და ძალიან არომატულია. შავი პურის მოყვარულთათვის ეს პურები იქნება მიგნება“, - განმარტავს სოფო ბედიაშვილი.
„იფქლი დიღომის“ დირექტორის თქმით, ამ დროისათვის კომპანიამ პროდუქციის ექსპორტი ისრაელში განახორციელა, თუმცა წლის ბოლომდე ჩინეთის ბაზარზე შესვლაც განიხილება. ისრაელში „იფქლი დიღომის“ პროდუქცია 2 ქსელურ მარკეტში იყიდება.
„დაინტერესება არის ჩინეთიდან. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთის ბაზარი არის უდიდესი და ცოტა სხვანაირი მზადება გვაქვს, თუმცა გარკვეული წინსვლები არის. ჩინეთს უფრო აინტერესებს პროფილაქტიკური კვების ხაზი, საუბარია დაბალკალორიულ პროდუქტებზე და ნაკლებად შეიცავს შაქარს და ნახშირწყალს. იცით, რომ ჩინეთში პურის ნაცვლად უპირატესობას ანიჭებენ ბრინჯს და აქედან გამომდინარე, რაც უფრო ახლოსაა მათთან და უფრო მსუბუქია იმ კატეგორიებს ანიჭებენ უპირატესობას“, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
„იფქლი დიღომი“ პროდუქციის ჩინეთში გადაზიდვას შემოდგომისთვის ვარაუდობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სხვა სიახლეები
ICTA-ს წევრი კომპანია EPAM Georgia | ინოვაცია მარტო არ იქმნება - მას ქმნიან კომპანიები, ლიდერები და ადამიანები, რომლებიც წინსვლას ერთად ირჩევენ
12.02.2026.21:00
ICT Association of Georgia არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოქმედ წამყვან ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კომპანიებს. მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ინოვაციური ციფრული ეკოსისტემის ჩამოყალიბებაა.
ქვეყანაში IT სექტორის განვითარებასთან ერთად იზრდება ICT Association of Georgia-ის წევრებისა და პარტნიორების რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ICT Association of Georgia-ს წევრი კომპანიაა ასევე EPAM Georgia.
„EPAM არის გლობალური კომპანია, რომელიც Fortune 500-ის კომპანიებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებს უზრუნველყოფს. საქართველოში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უმსხვილესი დელივერი ცენტრი, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით. ჩვენ ICT ასოციაციის წევრები მისი დაარსების პირველივე დღიდან ვართ. ყველაფერი დაიწყო კონკრეტული პრობლემით, რომელიც სხვადასხვა კომპანიას აწუხებდა.
ჩვენ გავერთიანდით ამ საკითხის გარშემო და შევეცადეთ მისი ერთობლივად გადაწყვეტას. სწორედ ამ პროცესში დავინახეთ, რომ კოლექტიურ პრობლემებს საუკეთესო გადაწყვეტა კოლექტიურ სივრცეში აქვს, რის შედეგადაც შევიკრიბეთ ICT ასოციაციაში.
დღეს ასოციაციას უკვე მეტი წევრი ჰყავს და არაერთი გამოწვევა წარმატებით არის გადალახული. მჯერა, რომ მომავალშიც ამ ინდუსტრიას ICT ასოციაცია და კიდევ უფრო მეტი გაერთიანებული წევრი სჭირდება, რომლებიც საერთო პრობლემების გარშემო ერთიანდებიან.
ერთი სიტყვით რომ დავახასიათო ICT ასოციაცია, ეს არის პლატფორმა, სადაც ინდუსტრიის სხვადასხვა კომპანიები ერთიანდებიან კონკრეტული გამოწვევებისა და პრობლემების გარშემო, რათა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობლივად იპოვონ საუკეთესო და კრეატიული გადაწყვეტილებები.
ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მთავარი მისიაა საქართველოს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე დაფიქსირება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში IT ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და პრაქტიკულად რამდენჯერმე გაიზარდა, გვჯერა, რომ მისი სრული პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული.
სწორედ ამიტომ, IT კომპანიების გაერთიანება ასოციაციის ფარგლებში გვაძლევს გაცილებით მეტ შესაძლებლობას, უფრო სწრაფად და ეფექტურად წავიწიოთ წინ. ინოვაცია მარტო არ იქმნება“, - აცხადებს EPAM Georgia-ს გენერალური დირექტორი გივი სართანია.