„იელთი კვარტალში“ La Quinta by Wyndham Batumi გაიხსნა - ელგუჯა თურმანიძე კომპანიის გეგმებზე
ბათუმში სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi (ლა ქინთა ბაი უინმდემ) გაიხსნა, რომელიც საქართველოს სწრაფად მზარდ შავი ზღვის რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. სასტუმრო La Quinta ქართული სამშენებლო - დეველოპერული კომპანია ELT GROUP- ისა და მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ქსელის – Wyndham Hotel Group-ის ერთობლივი პროექტია და პირველია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. La Quinta - ს ბრენდის სასტუმრო ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, „იელთი კვარტალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს.
როგორც სასტუმროს გახსნის შემდეგ ELT GROUP- ის დამფუძნებელმა ელგუჯა თურმანიძემ განაცხადა, პროექტში ELT GROUP-მა 10 მლნ. დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
„დღეს, თქვენს წინაშე წარმოდგენილია 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi. მინდა გითხრათ, რომ ეს სასტუმრო არამხოლოდ ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში არის პირველი, იმიტომ რომ თვითონ Wyndham-თვისაც არის ახალი ბრენდი. ეს კი იძლევა დამატებით საშუალებებს, რომ ჩვენს რეგიონში, ზღვისპირა ქალაქში, ჩვენს ბათუმში მოვიზიდოთ ტურისტები, მაღალმხარჯველუნარიანი მომხმარებლები. აღნიშნული პროექტის ინვესტიცია არის 10 მლნ დოლარზე მეტი, თუმცა ჩვენს ქვეყნებში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 50 დოლარზე მეტს ითვლის“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.
ELT GROUP-ი სტუმარ-მასპინძლობის პროექტში რამდენიმე დასრულებულ და მიმდინარეო პროექტს აერთიანებს და როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს კომპანია არსებული მიღწევებით არ კმაყოფილდება და რამდენიმე თვეში ახალი პროექტების პრეზენტაციას გამართავს.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით „იელთი კვარტალში“, რომელიც 2017 წლიდან აქტიურად ვითარდება. აქ წარმოდგენილია სულ 10 კორპუსი, ჯამურად 5000 ნომერზე მეტი აპარტამენტის ნომერი და 120 ნომერზე მეტი სასტუმროს ნომერი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, სადღაც 1-2 წლის მანძილზე, როდესაც სრული კვარტალის დასრულება მოხდება აქ წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ბრენდული სასტუმრო, არამხოლოდ La Quinta by Wyndham, სადღაც 6 თვეში ჩვენ მოვახდენთ შესაბამის პრეზენტაციას და ცნობილი გახდება თქვენთვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად მიღებული პროდუქტი.
ეს კვარტალი იმდენად დიდია, რომ მიმდინარე წელს მეორე მხარეს დაახლოებით სამი პროექტის გახსნა იგეგმება და აი სწორედ ამ კვარტალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან კოლაბორაციით სასტუმრო, აპარტამენტები და სხვადასხვა ტურიზმის სექტორისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ელგუჯა თურმანიძემ.
La Quinta სტუმრების მისაღებად მზად არის. ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ქალაქ ბათუმში 8 მაისს გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის, მათ შორის აშშ- ს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და “იელთი ჯგუფის” ადგილობრივმა და უცხოელმა პარტნიორებმა.
La Quinta by Wyndham Batumi - ი, ქართულ - ამერიკული პროექტია, რომელიც მხარეებს შორის, წარმატებული კოლაბორაციის შედეგად განხორციელდა. Wyndham - ისა და ELT Group - ის მისიაა, სასტუმროს სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მოგზაურთა ნაკადისა და ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის მნიშვნალობის ზრდას. ასევე, ქვეყნის შავიზღვისპირეთის დინამიურად მზარდი საინვესტიციო ბაზრის პოტენციალის განვითარებას. ბათუმი, უკვე მოინიშნა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე რეგიონის ტურისტულ ცენტრად, რომელიც მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებით და მზარდი ტურისტული ინფრასტრუქტურით იზიდავს.
Wyndham Hotel Group-ი უდიდეს ამერიკულ სასტუმრო ქსელს მიეკუთვნება, რომელსაც საერთაშორისო მოგზაურები უკვე კარგად იცნობენ და ენდობიან. Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს 95-ზე მეტ ქვეყანაში 9,300 - მდე სასტუმროს აერთიანებს. Wyndham - ი აღიარებულია ტექნოლოგიების, სტუმრების გამოცდილებისა და ლოიალობის თვალსაზრისით და იზიარებს “იელთი ჯგუფის” ხედვას ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ.
ბათუმში, “იელთი კვარტალის” ტერიდორიაზე მდებარე სასტუმრო La Quinta საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და მორგებულია როგორც საქმიანი, ასევე, თავისუფალი მოგზაურებისთვის. სასტმრო 98 ბიზნეს, სტანდარტ, სუპერიორ, ჯუნიორ და ექსკლუზივ ლუქსის ტიპის ნომრებს, ასევე, სპა ცენტრს, ფინურ საუნას, სავარჯიშო დარბაზს, რესტორნებს, ბარს, საკონფერენციო და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ქალაქის თანამედროვე, ცოცხალ არქიტექტურაში ჩაეწერება და ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
La Quinta ადგილმდებარეობით და მომსახურების მაღალი ხარისხით იდეალური არჩევანი იქნება საქართველოს ვიზიტორებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო La Quinta ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომინირებულია ynd ham -ის International Opening Award -ზე. ELT GROUP - ი 19 – 21 მაისს მონაწილეობას მიიღებს Wyndham -ის გლობალურ კონფერენციაში.
ELT Group - ის შესახებ
“იელთი ჯგუფის“ ხედვა, მომხმარებლებისთვის ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ითვალისწინებს, რაც მათი საჭიროებების ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან ინტეგრირებას გულისხმობს. ბაზრის ტენდენციების უწყვეტი კვლევის შედეგად კომპანიამ განვითარების ინოვაციური მოდელი შექმნა, რასაც „კვარტლის კონცეფცია“ ეწოდება.
“იელთი ჯგუფის” მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „იელთი კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ და „ესპანური კვარტალის“ სახით თბილისში, რომლის კონცეფციაც დედაქალაქისთვის ე.წ. ნოუ-ჰაუ-ს წარმოადგენს. „იელთი კვარტალი“ დინამიური პროექტია, სადაც ჯამში 10 კომპლექსი იქნება წარმოდგენილი. განხორციელებული პროექტების საერთო ინვესტიცია 150 000 000 აშშ დოლარს შეადგენს. “იელთი ჯგუფის” მიერ უკვე დაგეგმილია ორი ახალი პროექტი, ქალაქ ბათუმში და კიდევ ერთი ქალაქ თბილისში, რომლებიც 2025 წლის მეორე ნახევარში ჩაეშვება სარეალიზაციოდ, აღნიშნული პროექტების საერთო სამშენებლო მოცულობაა 150 000 კვ.მ, ხოლო ჯამური ინვესტიცია 50 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.
„იელთი ჯგუფის“ მესაკუთრეების გეოგრაფია ფართოა. პროექტებში, მესაკუთრე/ინვესტორები წარმოდგენილები არიან 61 ქვეყნის პასპორტით, რაც კომპანიის განვითარების სტრატეგიის მდგრადობის კიდევ ერთი მყარი დასტურია.
“იელთი ჯგუფი” მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობით და მათი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირებით, საქართველოს ბაზარზე უმაღლესი დონის უძრავი ქონების საინვესტიციო პროდუქტებს ქმნს.
“იელთი ჯგუფის” ერთ-ერთი უახლესი და მასშტაბური პროექტია „ესპანური კვარტალი“ თბილისში, რომელიც ხორციელდება ესპანეთის სიდიდით ნომერ მეორე სასტუმრო ბრენდთან — Barceló Hotel Groupთან ერთად.
კომპანიის მიერ შემუშავებული „კვარტლის კონცეფცია“ – სივრცეების კომპლექსური განვითარება საცხოვრებელი, კომერციული და სასტუმრო ინფრასტრუქტურით – წარმოადგენს უნიკალურ ინოვაციას საქართველოს ბაზარზე.
“იელთი ჯგუფის” მომხმარებელი გრძნობს თუ რას ნიშნავს ცხოვრება 5 ვარსკვლავიან სასტუმრო გარემოში, ყველა თანმდევი სერვისით და ინფრასტრუქტურით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.18:00
BlueSky Apart-Hotel წარმოადგენს პრემიუმ კლასის აპარტოტელს, რომელიც განთავსებულია BlueSky Tower - ის 7-36 სართულებზე. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორმა გიორგი დოლიძემ განაცხადა, თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსი აერთიანებს ორ ბლოკს, რომელთაგან ‘A’ ბლოკში უახლოეს მომავალში 795 მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტი გაიხსნება. აღნიშნულ ბლოკში ასევე დაგეგმილია საერთაშორისო ბრენდის – Holiday Inn Resort-ის გახსნა, რომელიც მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი.
„კომპლექსის ‘B’ ბლოკში განთავსებულია დაახლოებით 1,300 მაღალი დონის საცხოვრებელი რეზიდენცია. სამომავლოდ კი დაგეგმილია ობიექტის გაერთიანება ისეთი მნიშვნელოვანი სივრცეებით, როგორებიცაა: კაზინო, კომერციული ზონები. სასტუმროს ნაწილში კი რესტორანი, ტერასა, საცურაო აუზი და სრულფასოვანი სპა ინფრასტრუქტურა.
Blue Sky Apart-Hotel გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებზე და მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ მდებარეობას, პრემიუმ მომსახურებას, დაუვიწყარ ხედებსა და სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების აპარტამენტებს. აქ ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ სტუმარმა ბათუმში ყოფნის განმავლობაში იგრძნოს სიმშვიდე, კომფორტი და ხარისხი.
HSC Group Hospitality-ს დირექტორის თქმით, აპარტოტელი მიმართულია საშუალო და მაღალი სეგმენტის დამსვენებლებზე – ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ოჯახებზე და ბიზნეს ვიზიტორებზე. კომპლექსში წარმოდგენილია აპარტამენტების სხვადასხვა კატეგორიები:
- Studio Alley & Sea View
- One-Bedroom Suite Alley & Sea View
- Studio Yard View
- One-Bedroom Suite Yard View
აპარტამენტების ფართობი მერყეობს 30-70 კვ.მ-მდე, რაც სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული გეგმარება, ხედითა და სართულით.
ობიექტის ლოკაცია ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა: Blue Sky Apart-Hotel მდებარეობს გმირთა ხეივანზე, შავი ზღვის თაღის მიმდებარედ. პლაჟამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საკმარისი, 2 წუთში შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის სტადიონს, 1 წუთის სავალზეა Black Sea Mall, ხოლო იუსტიციის სახლამდე მისასვლელად მხოლოდ 3-4 წუთი დაგჭირდებათ. ეს ხელსაყრელი მდებარეობა სტუმრებს სთავაზობს სწრაფ და მარტივ წვდომას ბათუმის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან.
Blue Sky Apart-Hotel შედის წარმატებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია LikeHouse - ის ჯგუფში, რომლის პორტფოლიოშიც არაერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტია. Blue Sky Tower წარმოადგენს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას და გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, მდგრადობითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით. უშუალოდ Blue Sky Apart-Hotel - ში საშუალოდ დასაქმებული იქნება 150 ადამიანი.
HSC Group Hospitality პროექტს Pre-Opening-სა და პროექტის საკონსულტაციო მომსახურებებს უწევს.