მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0035
flag
AZN 1.5889
0.0017
flag
CNY 38.39
0.0065
flag
EUR 3.1697
0.0091
flag
GBP 3.6292
0.0193
flag
KZT 52.43
0.0029
flag
TRY 0.0631
0.0001
flag
USD 2.7015
0.0031

„იდუმალი სანტა“ - „არქის“ სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა

news image

სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში „არქის“ გუნდის წევრებმა „იდუმალი სანტის“ როლი მოირგეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს მათ, ვისაც ზრუნვა და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

არქელებმა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს გრანდ ავენიუზე უმასპინძლეს და მათთვის ჯადოსნური საახალწლო ღონისძიება გამართეს.

„ადგილზე პატარებს დახვდათ ნამდვილი საახალწლო განწყობა, უამრავი ტკბილეული და ყველაფერი ის, რაც ნამდვილ ახალ წელს უხდება. მადლობა არქის გუნდის წევრებს ჯადოსნური და დაუვიწყარი თავგადასავლისთვის!“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ყოველთვის მზად არის უპასუხოს ბიზნესების საჭიროებებს კონკრეტული ნაბიჯებით - მიხეილ ხიდურელი

22.12.2025.18:38

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანია „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია“-მ 25 მლნ აშშ დოლარისა და 15 მლნ ევროს ოდენობის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების ემისია „გალტ & თაგარტ“-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნული ემისია წარმოადგენს სააგენტოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ მაგალითს.

„მინდა მივულოცო „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია“-ს 25 მლნ დოლარისა და 15 მლნ ევროს ღირებულების საჯარო ობლიგაციების წარმატებული გამოშვება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ამ კომპანიასთან არაერთი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. ამასთან, მადლობას ვუხდი „გალტ & თაგარტს“ - საინვესტიციო ბანკს, რომელიც კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის საწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის წვლილი ამ პროცესში, რომელთან ერთადაც პროგრამის შემდგომ დახვეწასა და გაფართოებას ვგეგმავთ. უახლოეს პერიოდში არაერთი პოზიტიური ცვლილება გვექნება და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესის საჭიროებებს კონკრეტული ნაბიჯებით ვუპასუხოთ,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მიხეილ ხიდურელმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება კერძო კაპიტალის ფონდების შექმნა, სადაც სახელმწიფოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება.

პრესკონფერენციას მიხეილ ხიდურელთან ერთად ესწრებოდნენ „აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია“-ს დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და „გალტ & თაგარტ“-ის გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა