იდეა პანორამა II-ის წინასწარი გაყიდვები მალე დაიწყება - იდეა დეველოპმენტი ახალ მშენებლობას აანონსებს
თბილისში, ვაკე-საბურთალოს ახალ პრესტიჟულ უბანში, კერძოდ გიორგი დანელიას ქუჩაზე, (უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ) "იდეა დეველოპმენტმა" ოფიციალურად დააანონსა "იდეა პანორამა II"-ის მშენებლობის დაწყება — მნიშვნელოვანი ეტაპი არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქალაქის ურბანული სივრცის ჩამოყალიბების პროცესისთვის.
უკვე კარგად ნაცნობ იდეა პანორამა I-ში მშენებლობა აქტიურად გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და დაგეგმილ ვადაში, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო — იდეა პანორამა II — მის პარალელურად დაიწყება და შექმნის ერთიან, მულტიფუნქციურ ურბანულ კომპლექსს, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და ბიზნეს სივრცეებს.
,,როგორც იცით, იდეა პანორამა I ის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ხოლო იდეა პანორამა II — საწყის ფაზაში, რომლის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს, აირჩიოს მის საჭიროებებსა და საინვესტიციო სტრატეგიაზე მორგებული ბინა. „იდეა დეველოპმენტის“ მიერ შექმნილი მაღალხარისხიანი პროექტი კი იდეალურად პასუხობს როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო ინტერესებს.
იდეა პანორამა II - ში ბინები წარმოდგენილი იქნება 37მ²-დან 206მ²-მდე, რაც მომხმარებელს აძლევს ფართო არჩევანს — შეიძინოს, როგორც სტუდიოს ტიპის, ასევე მრავალსაძინებლიანი საოჯახო ბინა. თითოეული ბინა ითვალისწინებს მაქსიმალურ ბუნებრივ განათებას, სივრცის სწორ დაგეგმარებას და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენებას. რა თქმა უნდა, თითოეული ბინიდან იშლება უცვლელი პანორამული ხედი. პროექტთან დაკავშირებით კი მეტ დეტალს ძალიან მალე გაგიზიარებთ - აცხადებს იდეა დეველოპმენტის კომერციული ხელმძღვანელი - თაკო ახვლედიანი.
ისევე როგორც პანორამა I, ასევე პანორამა II-ი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, თანამედროვე ესთეტიკით და გამორჩეული დიზაინით. „შეიგრძენი ბალანსი ბუნებასა და ქალაქს შორის“ - შენობა ერწყმის გარემოს და გაძლევთ შესაძლებლობას, იცხოვროთ ქალაქის ცენტრში, ბუნებასთან სრული ჰარმონიით. პროქტიდან კი სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდებით ქალაქის ცენტრალურ ლოკაციებთან, როგორიცაა: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, ქალაქის ცენტრალური პარკი, საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, მეტროსადგური „უნივერსიტეტი” და სხვა.
იჩქარეთ იდეა პანორამა II-ის წინასწარი გაყიდვები მალე დაიწყება, დაუკავშირდით კომპანიას ნომერზე +995 599 511 911 ან ეწვიეთ ვებ გვერდს www.ideadevelopment.ge და ჩაეწერეთ მომლოდინეთა სიაში. გაყიდვების წარმომადგენელი კი ეტაპობრივად დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ პროექტის დეტალებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.22:52
შეხვედრა საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების დაგეგმვასა და განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას. მოწვეული სტუმრები გაეცნენ პროფესიულ განათლებაში საჯარო-კერძო პარტნიორობის არსებულ მექანიზმებს და სკოლებში ინტეგრირებული სწავლების სპეციფიკას.
ასევე, სამუშაო შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, მიზნებს და სერვისებს, რომელიც დამსაქმებლებს ეხმარება კვალიფიციური კადრის მოძიებასა და შერჩევაში.
დამსაქმებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაეზიარებინათ თავიანთი საჭიროებები, წარედგინათ ინიციატივები და ერთობლივად ემსჯელათ ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმებზე. წარმოდგენილი ინიციატივების საფუძველზე დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიებთან,