მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

„იდეა დეველოპმენტი“ – გონივრული ინვესტიცია საცხოვრებელ სივრცეებში

news image

„იდეა დეველოპმენტი“, რომელიც წლების განმავლობაში ქმნის პრემიუმ ხარისხს და საკუთარ მომხმარებლებს საცხოვრებელი და საინვესტიციო საჭიროებების შერწყმას სთავაზობს, ამ დროისთვის ორ მიმდინარე პროექტს ახორციელებს.

კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ლისზე კერძო სახლის ტიპის უბნების მშენებლობა დაიწყო და ამით ქალაქის ამ ნაწილის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. წლების განმავლობაში „იდეა დეველოპმენტი“ ბაზარზე სანდო პარტნიორად ჩამოყალიბდა და ხარისზე ორიენტირებული კომპანიის სახელი დაიმკვიდრა.

„იდეა დეველოპმენტი“-ს პროექტებზე სასაუბროდ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორს გიორგი გედევანიშვილს დაუკავშირდა:

- რამდენი წელია, რაც „იდეა დეველოპმენტი“ ბაზარზეა და დღეისათვის რამდენ პროექტს აერთიანებს?

- კომპანია ბაზარზეა 2015 წლიდან. პორტფელში შედის დასრულებული საცხოვრებელი პროექტები „TIFLISI I“ და „TIFLISI II“ - ერთ-ერთი პირველი თანამედროვე კერძო სახლის ტიპის უბნები ლისზე. ამჟამად მიმდინარეობს მრავალფუნქციური კომპლექსის „იდეა პანორამას“ მშენებლობა, რომელიც თავის მხრივ სამ ნაწილს მოიცავს: იდეა პანორამა I, იდეა პანორამა II და A კლასის ბიზნეს ცენტრი.

- როგორია მიმდინარე პროექტების დასრულების ვადები და გაყიდვების სტატუსი?

- „პანორამა I“ მაცხოვრებელს ჩაბარდება 2025 წლის ნოემბრის ბოლოს, ხოლო „პანორამა II“-ის მშენებლობა დაწყებულია და 2027 წელს დასრულდება. გაყიდულია ბინების უმეტესი ნაწილი. გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს მშენებლობის ტემპებიც.

- როდის გეგმავთ ახალ პროექტებს და რა მახასიათებლები ექნება?

- შემდეგ რამდენიმე პროექტს მომხმარებელი მიმდინარე წლის ბოლოს გაეცნობა. გეტყვით, რომ ეს პრემიალური პროექტები სტრატეგიულ ლოკაციებზე, შერეული დანიშნულების პრინციპით განვითარდება, როგორც თბილისში, ისევე მის შემოგარენში.

- რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი დაგეგმვასა და განხორციელებაში?

- პრიორიტეტია მშენებლობის ხარისხი, ენერგოეფექტურობა და პრემიუმ საზოგადოებრივი სივრცეების ჩამოყალიბება, საცხოვრებელი და საინვესტიციო საჭიროებების შერწყმა.

- თქვენი უპირატესობები კონკურენტულ ფონზე? მდგრადობა/მწვანე არქიტექტურა/ენერგოეფექტურობა?

- როგორც ვახსენეთ, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის ლოკაციებია, სადაც პროექტებს ვავითარებთ, მათი ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომობა და სასიამოვნო ატმოსფერო. უპირატესობაა თითოეული პროექტის არქიტექტურული ხედვაც, რომელთა ჩამოყალიბებისას ჩვენი გუნდი პირველ რიგში ადგილმდებარეობას იკვლევს და მის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას ითვალისწინებს.

- როგორია მოთხოვნა და მომხმარებელთა ძირითადი მოლოდინები?

- მოთხოვნა დღეს მრავალმხრივია. თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სულ უფრო დინამიური ხდება. მომხმარებელს სჭირდება, მისი გარემო მის პარალელურად ვითარდებოდეს, იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, დაზოგოს მისი დრო, მოიცავდეს მდგრად, მაღალტექნოლოგიურ და ენერგოეფექტურ გადაწყვეტებს. მაცხოვრებელს სჭირდება, მისმა გარემომ შეუწყოს ხელი, როგორც მუშაობაში, ისე განტვირთვაში. მზარდი მოთხოვნაა ხარისხიან გარე სივრცეებსა და ხედებზე.

ასევე, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად იქცა პროექტის საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც ხშირად საცხოვრებელი საჭიროებებისა და ხარისხის საკითხში იკვეთება. მნიშვნელოვანი ხდება შიდა გეგმარებების ფუნქციურობა, დამატებითი ინფრასტრუქტურის არსებობა და ადგილმდებარეობის პრესტიჟულობა. ეს ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავს ქონების გრძელვადიან ფინანსურ ღირებულებას.

სწორედ ამ საჭიროებების საფუძველზე აყალიბებს „იდეა დეველოპმენტი“ გაერთიანებული დანიშნულების კომპლექსებს, სადაც საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი ფუნქციები ერთიანდება და სრულფასოვან ურბანულ ეკოსისტემას ქმნის.

- რა სერვისებს სთავაზობთ ბინის შეძენის შემდეგ?

- ბინის შეძენის შემდეგ „იდეა დეველოპმენტი“ მომხმარებელს სთავაზობს საერთო სივრცეების ოპერირების მაღალ სტანდარტს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლოიალობის პროგრამებს, როგორიცაა “იდეა ქარდი” - ექსკლუზიური ფასდაკლებების ბარათი, რომელიც შექმნილია მხოლოდ „იდეა დეველოპმენტის“ მაცხოვრებლებისთვის და მოიცავს არაერთ მოთხოვნად ბრენდს ავეჯის, რემონტის, დეკორისა და სხვა მრავალი მიმართულებით.

ცალკეული მემორანდუმების ფარგლებში ვთანამშრომლობთ პრემიუმ კომპანიებთანაც. შედეგად, ჩვენი მაცხოვრებლები და ინვესტორები მუდმივად სარგებლობენ განსაკუთრებული შეთავაზებებითა და სიახლეებით.

ინვესტორების შემთხვევაში, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისას მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გახდნენ „იდეა ინვესტის კლუბის“ წევრები, რომელიც ექსკლუზიურ საინვესტიციო პლატფორმას წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს პრიორიტეტულ წვდომას: პროექტების ადრეულ ეტაპებზე, სპეციალურ პირობებსა და დახურულ ღონისძიებებზე.

ამგვარად, ჩვენი მიდგომა მომხმარებელთან არ მთავრდება ბინის შეძენით. ვთვლით, რომ გრძელვადიანი პარტნიორობა სწორედ ამ მომენტიდან იწყება.

- რა გზავნილი გაქვთ მათთვის, ვინც ახლა არჩევანს აკეთებს?

- ჩვენი გზავნილია, როგორც მაცხოვრებლისთვის, ისევე ინვესტორისთვის, რომ არჩევანის გაკეთებისას პირველ რიგში შეაფასოს ადგილმდებარეობის ხელსაყრელობა. მნიშვნელოვანია მშენებლობისა და მთლიანი პროექტის ხარისხი და არქიტექტურული ერთიანობა.

მათ უნდა აირჩიონ სანდო კომპანია, რომელიც აცნობიერებს თანამედროვე საჭიროებებს და სთავაზობს მათ არა მხოლოდ ბინას და კომერციულ სივრცეს, არამედ გრძელვადიან მხარდაჭერასა და თანამშრომლობას. თბილისის ურბანული განვითარების სწრაფი ტემპის პირობებში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პროექტის ადრეულ ფაზაში განხორციელებული შენაძენი და ინვესტიცია. სწორი ლოკაციის შერჩევისას ადრეული შენაძენი უზრუნველყოფს მეტად ხელსაყრელ პირობებს და უფრო მაღალ სარგებელს სამომავლოდ.

რა თქმა უნდა, „იდეა დეველოპმენტი“ ყველა ჩამოთვლილ პირობას ითვალისწინებს და აკმაყოფილებს.

- როგორ შეიცვალა სექტორი და როგორ რეაგირებთ? ხედვა ბაზრის მომავალზე?

- უძრავი ქონების სექტორი ერთი შეხედვით შეიძლება გადატვირთული ჩანდეს, თუმცა ინფორმირებული მომხმარებელი ხედავს, რომ ყველა პროექტი არ მოიცავს მისთვის საჭირო მახასიათებლებს. მოთხოვნები, როგორც უკვე ვახსენეთ, მკვეთრად იცვლება. მის ირგვლივ იცვლება სექტორიც.

„იდეა დეველოპმენტში“ ამ დინამიკას სისტემურად აკვირდება კვლევისა და უკუკავშირის სპეციალური გუნდი. ის მუდმივად იკვლევს ბაზრის ტენდენციებსა და მომხმარებელთა მოლოდინებს. მიღებული ინფორმაცია კი პირდაპირ აისახება ჩვენს პროექტებში.

- განიხილავს თუ არა კომპანია რეგიონებში გაფართოებას?

- გეტყვით, რომ მუდმივად ვაკვირდებით რეგიონულ კერებს. დანარჩენს მომხმარებელი მალე შეიტყობს.

- რა ინოვაციებს ნერგავს კომპანია მომხმარებლის კომფორტისთვის?

- ინოვაციური საშენი მასალა, ჭკვიანი ინფრასტრუქტურა დაშვების სისტემებსა და სხვა ელექტრონულ სერვისებში, ინტეგრირებული უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა, ტერასებისა და საერთო სივრცეების რეალური ინტეგრაცია და სხვა.

ეს იმ ტექნოლოგიების ჩამონათვალია, რომლებიც მუდმივად ვითარდება. მათი დანერგვით ვთავაზობთ მომხმარებელს ისეთ გამოცდილებას, როგორიც აქამდე მისთვის არავის შეუთავაზებია.

- რას ნიშნავს თქვენთვის მომხმარებელზე ორიენტირებული დეველოპმენტი?

- მომხმარებელზე ორიენტირებული დეველოპმენტი ჩვენთვის ნიშნავს გამოცდილების შექმნის სრულ ჯაჭვს, რომელიც ბინის შეძენის გამარტივებული პროცესით იწყება და ყოველდღიური დეტალებით გრძელდება. ის მოიცავს: სწორად განსაზღვრულ შიდა გეგმარებებს, ლიფტების ოპტიმალურ კონფიგურაციას, ინსოლაციას და აკუსტიკას, საიმედო საინჟინრო სისტემებს, ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის ჰარმონიას, საერთო სივრცეების ფუნქციურ ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საოფისე სივრცეებსაც.

მეტი ინფორმაციისთვის პროექტებისა და შეთავაზებების შესახებ, დაუკავშირდით „იდეა დეველოპმენტს“ ცხელ ხაზზე: +995 599 51 19 11 ან ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: ideadevelopment.ge

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “სამეფო თაფლი“ პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს, ინვესტიცია 200 000 დოლარია

18.10.2025.03:02

კომპანია  Royal Honey • სამეფო თაფლი , ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სხვადასხვა სიახლე შესთავაზოს. კომპანია მომავალ წელს თბილისში პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განუცხადა.

„მომავალ წელს ქალაქ თბილისში პირველი, ბრენდული ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $200 000-ია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე. არსებულ პროდუქციას უახლოეს პერიოდში ჩურჩხელაც დაემატება “, - ამბობს გიორგი გომელაური.

„სამეფო თაფლის“ მომხმარებლების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც პროდუქციის მაღალი ხარისხი, ასორტიმენტის ზრდა, ტურისტების დიდი ნაკადი და ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ სტაბილურობა განაპირობებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროდუქციის ხარისხია.

„ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. 2017 წელს პროდუქციის წარმოება რა ხარისხითაც დავიწყეთ, ახლაც ზუსტად იგივე ხარისხი გვაქვს. მოგეხსენებათ, ხარისხის გაფუჭება არასახარბიელო შედეგის მომტანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრემიუმ ხარისხი შევინარჩუნოთ “, - აცხადებს გიორგი გომელაური.

ცნობისთვის, კომპანია საერთო ჯამში 50-მდე სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ძირითადად 4 კატეგორიად იყოფა: თაფლის ასორტიმენტი, მურაბა/ჯემი, თაფლის დისტილატი (დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი თაფლისგან) და გოზინაყი. პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ დიდ სავაჭრო ქსელებში, როგორიც არის "კარფური", "აგროჰაბი", "გუდვილი", "ევროპროდუქტი", და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა