იარე და დასაჩუქრდი კოკა-კოლას აქციებით - ექსკლუზიური შესაძლებლობა კოკა-კოლასა და თიბისისგან
16 თებერვლიდან 13 აპრილამდე, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და თიბისის მობაილბანკის ინვესტიციები მომხმარებლებს უნიკალურ შანსს აძლევს, გადააქციონ ყოველდღიური ნაბიჯები რეალურ ინვესტიციად. Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში ორი კომპანიის ერთობლივი ლიდერბორდი იწყება, სადაც მონაწილეები კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს და გლობალური ბრენდის „The Coca-Cola Company-ს“ აქციების მფლობელები გახდებიან.
„კოკა-კოლასა“ და თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების თანამშრომლობა ახალ რეალობას ქმნის, სადაც ერთგულება და ყოველდღიური აქტივობა რეალურ კაპიტალად გარდაიქმნება. კომპანია „კოკა-კოლას“ აქციების მოგება ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე პრიზის მიღებას - ეს არის შესაძლებლობა გახდე გლობალური წარმატების ისტორიის თანამონაწილე და შენი ნაბიჯები ფინანსურ შესაძლებლობად გადააქციო.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და „თიბისის“ კოლაბორაცია ზრდის ნდობას, აძლიერებს ბაზარს და ქმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას. კამპანია აერთიანებს აქტიური ცხოვრების წესს, ინოვაციურ ციფრულ გამოცდილებასა და საინვესტიციო შესაძლებლობას ერთ სივრცეში.
გათამაშების შესახებ
გათამაშება 4 ორკვირიან ციკლს მოიცავს, რომლის მიმდინარეობისას ყოველ ორ კვირაში ერთხელ 5 საუკეთესო მონაწილე გამოვლინდება. 2 თვიანი კამპანიის ფარგლებში, 20 გამარჯვებული The Coca-Cola Company-ის სხვადასხვა ღირებულების აქციებით დასაჩუქრდება. გამარჯვებულებს პრიზები „თიბისის“ მობაილბანკში, მათ საინვესტიციო ანგარიშზე ჩაერიცხებათ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინიციატივის მთავარ იდეას, რომ თითოეული ნაბიჯი შენი ფინანსური მომავლის ნაწილი შეიძლება გახდეს.

როგორ მოვხვდე Coca-Cola-სა და TBC-ის ერთობლივ ლიდერბორდში?
გათაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელს რამდენიმე ეტაპის გავლა მოიწევს, რომელიც ძალიან მარტივია; ამისთვის Coca-Cola Rewards Georgia-სა და თიბისი მობაილბანკის აპლიკაციები დაგჭირდებათ.
* Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს კოკა-კოლას ყვითელ თავსახურზე მოთავსებული უნიკალური კოდი;
* კოდის შეყვანის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაააქტიუროს სიარულის რეჟიმი;
* ნაბიჯების დასაგროვებლად მომხმარებელმა უნდა დაიწყოს სიარული და 30 წუთის განმავლობაში დააგროვოს რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი;
* ყოველ დაგროვებულ 100 ნაბიჯზე, მომხმარებელს ანგარიშზე 1 დამატებითი ქულა ერიცხება;
* გასათვალისწინებელია, რომ ერთდროულად რამდენიმე კოდის შეყვანის შემთხვევაში, სიარულისთვის დროის ათვლა დაიწყება ბოლო კოდის შეყვანიდან;
* მომხმარებელმა საინვესტიციო ანგარიში უნდა გახსნას თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
* ტოპ 5 მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ ნაბიჯს დააგროვებს, გახდება პრიზების მფლობელი;
* ერთ მომხმარებელს შეუძლია ორკვირიანი ლიდერბორდების გამარჯვებული გახდეს მხოლოდ ერთხელ;

რას პრიზებს მიიღებენ ლიდერბორდის გამარჯვებულები?
● I ადგილი - The Coca-Cola Company-ს 1 000 დოლარის ღირებულების აქციები
● II ადგილი - The Coca-Cola Company-ს 600 დოლარის ღირებულების აქციები
● III ადგილი - The Coca-Cola Company-ს 400 დოლარის ღირებულების აქციები
● IV ადგილი - The Coca-Cola Company-ს 300 დოლარის ღირებულების აქციები
● V ადგილი - The Coca-Cola Company-ს 200 დოლარის ღირებულების აქციები
პრიზებს გამარჯვებულები The Coca-Cola Company-ის აქციების სახით, თიბისის მობაილბანკში მიიღებენ - მომხმარებლის საინვესტიციო ანგარიშზე.
აქციების პრიზად გადაცემა ნიშნავს, რომ გამარჯვებულები მხოლოდ ერთჯერად საჩუქარს არ მიიღებენ, არამედ ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის თანამფლობელები გახდებიან. მსგავსი ფორმატის კამპანია მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც მომხმარებლებისთვის საინვესტიციო კულტურის გასაძლიერებლად, ისე ორი მსხვილი კომპანიის წარმატებული პარტნიორობისთვის, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალ სტანდარტს ქმნის.
Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაცია მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა სახის ლიდერბორდებსა და წამახალისებელ გათამაშებებს, რომლის გამარჯვებულებიც განსაკუთრებული პრიზებით ჯილდოვდებიან.
კოკა-კოლას დალევა ახლა უკვე ორმაგად სასიამოვნოა!
სხვა სიახლეები
"გროსსმანნი“ გაფართოებას აგრძელებს - როგორია კომპანიის 5 წლიანი გეგმა და ზრდის სტრატეგია
07.04.2026.16:00
Grossmann • გროსმანნ-ი სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზიათა ქსელია, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ორი წლის წინ გამოჩნდა. არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ვახტანგ კაჭარავას, ესაუბრა.
როგორ აფასებთ წლის დასაწყისს?
ჩვენ უკვე მეორე წელია ვაწარმოებთ ბიზნესს. დაახლოებით, ერთი კვირის წინ გავხსენით მეოთხე ფილიალი. ყოველთვიურად მიზნად ვისახავთ კომპანიის ზრდასა და განვითარებას. თანამშრომელთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. წელს დამატებით ორი ფილიალის გახსნაც გვაქვს დაგეგმილი, რაც ნიშნავს, იმას რომ სულ ექვსი ფილიალი გვექნება.

ჩვენი პროდუქციის პორტფელიც მუდმივად იზრდება - ამჟამად 10 000-ზე მეტი უნიკალური დასახელების პროდუქტი გვაქვს. მომხმარებელთა რაოდენობაც სულ უფრო მატულობს. გვახარებს, რომ ბაზა დივერსიფიცირებულია და მოიცავს, როგორც კორპორატიულ, ისე საცალო მომხმარებლებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ამ ბიზნესში ჩართვა. მიღებული შედეგები კი ჩვენს მოტივაციას აძლიერებს და გუნდს მეტ შემართებას ჰმატებს.
ხომ არ გაქვთ რაიმე სიახლე ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?
ბოლო პერიოდში ჩვენს ასორტიმენტს სხვადასხვა ბრენდი დაემატა, როგორც პრემიუმ ხარისხის კომპანიის ბრენდები, ისე ბიუჯეტური. ზოგადად, ვცდილობთ მომხმარებლებს ყველა საფასო კატეგორიის პროდუქტი შევთავაზოთ, თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ხარისხია: არ აქვს მნიშვნელობა, პროდუქტი ბიუჯეტური ფასის იქნება თუ პრემიუმ ფასის, ჩვენთვის მთავარი მაღალი ხარისხია და აქცენტს სწორედ ამაზე ვაკეთებთ.
ამჟამად, მომხმარებელს 3–4 სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქტს ვთავაზობთ. თითოეული კატეგორია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. როგორც აღვნიშნე ამ მიმართულებას მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ამ ეტაპზე, პირდაპირ იმპორტს საქართველოში არ ვახორციელებთ - კავკასიაში არსებულ მაკროდისტრიბუტორებთან ვმუშაობთ და ვაკვირდებით ბაზარს, რათა გავიგოთ, რომელი პროდუქტები იქნება ჩვენთვის საინტერესო. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყებთ ამ ბრენდების შემოტანას.

ჩვენს კომპანიას 6 მთავარი მიმართულება აქვს, რომელშიც ათეულობით წარმატებული და ცნობილი ბრენდი შედის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბრენდებთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს და ჩვენი ფილიალების ინფრასტრუქტურის საშუალებით პროდუქტები უფრო ახლოს მივიტანოთ მომხმარებლამდე.
ამ ეტაპზე რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილი და თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც ხომ არ ოპერირებთ ან ხომ არ გეგმავთ გაფართოებას?
ამ ეტაპზე 4 ფილიალით ვართ წარმოდგენილი, რაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვახერხეთ. რეგიონებში ჯერ არ გავსულვართ. ბოლო ფილიალი ცოტა ხნის წინ გავხსენით სოფელ შინდისში, რომელიც ადმინისტრაციულად თბილისს ეკუთვნის.
ჩვენი 5 წლიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ფილიალების რაოდენობა 30-მდე უნდა გავზარდოთ. აქედან დაახლოებით 10–12 ფილიალი დედაქალაქში იქნება, ხოლო დანარჩენი საქართველოს ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა : ბათუმი, ქუთაისი, თელავი, რუსთავი, ზუგდიდი და სხვა.

წინა ინტერვიუში გუნდის ფორმირების პროცესზე ვსაუბრობდით - დაასრულეთ თუ არა ეს ეტაპი?
ეს არის უწყვეტი პროცესი, რადგან კომპანია მუდმივად იზრდება. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი პროდუქციის გარდა, მომხმარებელს დამატებითი სერვისიც შევთავაზოთ კვალიფიციური რეკომენდაციებისა და პროფესიული რჩევების სახით.
როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს გუნდში დაახლოებით 20-მდე თანამშრომელია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ადამიანები, რომლებიც პირველ ფილიალში საწყის პოზიციებზე - გაყიდვების სპეციალისტებად მუშაობდნენ, დღეს უკვე ფილიალების მენეჯერები არიან. გვიხარია, რომ მათ განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ.
თანამშრომლები ერთმანეთის წარმატებას ხედავენ, იღებენ პრაქტიკულ მაგალითებს და აცნობიერებენ, რომ შესაძლებელია მოკლე დროში პროფესიული ზრდა და მეტი პასუხისმგებლობის აღება. ეს მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის.
მუდმივი განვითარება და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაც გვინდა, რომ „გროსმანში“ ყოველთვის არსებობდეს.
რა არის კომპანიის 2026 წლის მთავარი პრიორიტეტი?
ჩვენი მთავარი მიზანია, ყოველდღიურად და ყოველთვიურად გავზარდოთ გაყიდვები და მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, რაც საშუალებას მოგვცემს ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან გამოვირჩეოდეთ.

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ის ტემპი და დინამიკა, რომელიც პირველივე დღეებიდან დავნერგეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ იგი და მუდმივად განვითარების და სწავლის პროცესში ვიყოთ. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი არასოდეს შენელდეს.