იანვარ-სექტემბერში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 8 597 ერთეულს შეადგენს - საქსტატი
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.
სხვა სიახლეები
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები
30.10.2025.16:30
Ევროობლიგაციების Ყველაზე მსხვილი ემისია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში.
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რაც ყველაზე მსხვილი ემისიაა ქვეყნის კერძო სექტორის ისტორიაში.
5-წლიანი ობლიგაციები განთავსდა ირლანდიის ბირჟაზე, წლიური 7.5%-იანი განაკვეთით, რაც ბოლო წლებში კერძო კორპორატიული ემიტენტის ყველაზე კონკურენტუნარიან მაჩვენებელს წარმოადგენს.
ემისიის პროცესს ხელმძღვანელობდნენ J.P. Morgan და UBS, ხოლო თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი და Oppenheimer.
"ვამაყობთ, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავედით ინვესტორების ასეთი ძლიერი მხარდაჭერით. ობლიგაციებზე მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის და განვითარების სტრატეგიის მიმართ” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.