,,იაგუარ ლენდ როვერი“ აშშ-ში ექპორტს აჩერებს
,,იაგუარ ლენდ როვერი“ აშშ-ში ექპორტს აჩერებს - ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის ეს გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი, იმისა თუ როგორ მოქმედებს დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გლობალურ ვაჭრობაზე.
,,იაგუარ ლენდ როვერი“ გეგმავს ექსპორტის შეჩერებას 1 თვით რადგან მოიაზრებს რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა დაწესებული 25%-იანი ტარიფი შეამციროს - აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.
,,როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ახალი სავაჭრო პირობების საპასუხოდ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან, ჩვენ ვიღებთ გარკვეულ მოკლევადიან გადაწყვეილებებს მათ შორის აპრილში მიწოდების შეჩერების შესახებ, რადგან ვავითარებთ ჩვენს საშუალო და გრძელვადიან გეგმებს“, - აცხადებს ,,იაგუარ ლენდროვერი“.
ბრიტანეთის საავტომობილო ინდუსტრიაში უშუალოდ 200 000 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, შეერთებული შტატები არის ბრიტანული წარმოების მანქანების მეორე უმსხვილესი იმპორტიორი ევროკავშირის შემდეგ, თითქმის 20%-იანი წილით.
,,იაგუარ ლენდ როვერის“ განცხადებით, აშშ მნიშვნელოვანი ბაზარია მისი ძვირადღირებული ბრენდებისთვის. ის ყოველწლიურად ყიდის 400 000 Range Rover Sports, Defenders და სხვა მოდელებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ექსპორტი შეადგენს გაყიდვების თითქმის მეოთხედს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.