იაფი ავიაბილეთები - როგორ ვიმოგზაუროთ აგვისტოში ბიუჯეტურად
ზაფხული ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, თუმცა პიკს უკვე აგვისტოშია მიაღწევს, როდესაც აქტიური შვებულებების პერიოდი დაიწყება. ცხადია მზარდი მოთხოვნის ფონზე ძვირდება ავიაბილეთების ფასებიც. თუმცა დღეისათვის ყველაზე ბიუჯეტურად საზღვარგარეთ გამგზავრება და დასვენება, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრობის შემთხვევაში არის შესაძლებელი, სადაც ევროპის მიმართულებებზე მგზავრების გადაყვანას Wizz Air-ი უზრუნველყოფს.
უფრო დეტალურად, რა შეთავაზებები აქვს Wizz Air-ს აგვისტოს თვეზე, გთავაზობთ ავიაბილეთების საწყის ფასებს ქუთაისიდან ფრენებზე. ფასებია ცვალებადია და ის შესაძლოა ყოველ წუთს შეიცვალოს, რაც ასევე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
სხვა სიახლეები
15.07.2025.18:00
m³ საბურთალოს პროექტში კომერციულ ფართებზე 15%-მდე ფასდაკლება გვაქვს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიტა კიკნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა საკმაოდ კარგი პერიოდია კომერციული ფართების შესაძენად.
„შეთავაზების ფარგლებში, m3 საბურთალოს უბანში კომერციული ფართების შეძენა 15%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. ცოტას პროექტის შესახებაც მოგიყვებით - ინოვაციური უბანი მარშალ გელოვანის გამზირსა და ბაქრაძის ქუჩებს შორის მდებარეობს და 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, უბანი საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას. პროექტი ჯამში 6 ფაზას მოიცავს და 14 კორპუსიდან 10 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებულია. კომერციული ფართები გვაქვს როგორც დასრულებულ, ასევე მშენებარე კორპუსებში“, - აცხადებს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, კომპანიის შეთავაზება საკმაოდ მომგებიანი ვარიანტია იმიტომ, რომ პროექტი 8000-მდე მუდმივ მაცხოვრებელს გააერთიანებს.
„პროექტის მასშტაბურობიდან და მაცხოვრებლების სიმრავლიდან გამომდინარე, აქ კომერციული ფართის შეძენა, ვფიქრობ, ურისკო გადაწყვეტილებაა და შესაბამისად, მოთხოვნაც საკმაოდ დიდია, ამ ეტაპზე ფართების 80%-მდე უკვე გაყიდულია. უბანში იცხოვრებს 8000-მდე მაღალმსყიდველუნარიანი ადამიანი და კიდევ უფრო მეტი იმოძრავებს, შესაბამისად, მათ ნებისმიერი ტიპის მომსახურება დასჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის ბიზნესი წარმატებით იმუშავებს - აფთიაქი, სუპერმარკეტი, სილამაზის სალონი, ბავშვთა გასართობი სივრცე, კაფე, ლაბორატორია, წიგნების მაღაზია და ა.შ“, - განმარტავს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი.