მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7077.8
-0.0005
flag
AZN 1.5949
0.0008
flag
CNY 38.065
0.0016
flag
EUR 3.1863
0.0003
flag
GBP 3.6475
-0.0042
flag
KZT 49.99
-0.0005
flag
TRY 0.0654
0
flag
USD 2.7113
0.0003

ჰიტა საქართველოს ბანკის YouTube პროექტის, Creator-ის შესახებ

news image

ქართველი Youtube კრეატორების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკი პირველ, მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუს – Creator-ს იწყებს. პროექტის მიზანი ქართველი დამწყები YouTube-ერებისა და მთლიანად, ეკოსისტემის გაძლიერება, კრეატორების მხარდაჭერა და წახალისებაა. 

პროექტის მნიშვნელობის, მისი წესებისა და მოლოდინების შესახებ Creator-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი,დათო ალავიძე (ჰიტა) გვესაუბრება და ადამიანებს კონკურსში წარმატებულად მონაწილეობისთვის საჭირო რჩევებს უზიარებს. 

გამოიწერეთ დათო ალავიძის YouTube არხი H1Ta.

ინფორმაციისთვის, უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოს ბანკი H1Ta-ს მთავარი სპონსორია.

როგორია საქართველოში დღეს კრეატორობის კულტურა და რა ბარიერებს აწყდებიან ახალბედა კონტენტ კრეატორები?

კრეატორობის კულტურა საქართველოში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ყოველ წელს გაცილებით მეტი წარმატებული კრეატორია, ვიდრე გასულ წელს.

ახალბედა კრეატორისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, გამოცდილების არქონაა, რადგან ეს სფერო ძალიან თანამედროვე სტანდარტებს ეფუძნება და სულ მცირე, 30-მდე სხვადასხვა პროფესიის საბაზისო დონეზე ცოდნას მაინც მოითხოვს. 

ამიტომ რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, მაინც არსებობს უნარები, რომლის სწავლა და გამომუშავება ყოველდღიურად გიწევს. 

დროს რომ გაუძლო ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჟინის გარეშე წარმოუდგენელია.

 

თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს დიდი ორგანიზაციების ჩართულობას საქართველოშიYoutube კულტურის განვითარების პროცესში?

დიდი ორგანიზაციები მაგალითს აძლევენ სხვა ბიზნესებს, რომ მათაც გააძლიერონ ეს არხი. დიდი კომპანიების მხარდაჭერა ნიშნავს საშუალო და პატარა კომპანიების მეტ ინტერესს იუთუბზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს პატარა იუთუბერების ყურადღების ცენტრში მოქცევას, და მათთვის მეტი შესაძლებლობის მიცემას - ჰყავდეთ სპონსორი. ეს კი ნიშნავს უკეთესი კონტენტის შესაქმნელად მეტ დროს, მეტ რესურსს. შესაბამისად, ეს არის უდიდესი სტიმული მთელი სფეროს განვითარებისთვის.


რატომ არის აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი საქართველოში YouTube კულტურის განვითარებისთვის?

ასეთი პროექტები შესაძლებლობაა მონაწილეებისთვის - გახდნენ წარმატებულები. ზოგადად, ბევრი ადამიანი იწყებს იუთუბერობას, ბავშვებშიც საშუალოდ 10-დან 7-ს უნდა რომ იუთუბერი გამოვიდეს. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამ პროფესიის შესახებ ინფორმაცია მწირია.

ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად სწორედ გამოცდილების გაზიარებას ვხედავ, საწყისი ნაბიჯების საჯაროობას უკუკავშირთან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორ უნდა გახდე იუთუბერი ეგ თავისთავად საინტერესო მოგზაურობაა.

 

რა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომელსაც მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს? 

უნდა იყოს საინტერესო, მომავალში უნდა ხედავდეს თავის თავს Youtube-ზე, წარმოდგენილი ჰქონდეს საკუთარი განვითარების გზა და ყოველი ვიდეო უნდა იყოს ამ მომავლამდე მისასვლელი თითოეული ნაბიჯი.

 

რა კრიტერიუმები არის მნიშვნელოვანი უშუალოდ თქვენთვის? 

ჩემთვის მთავარია თანმიმდევრულობა, საკუთარ, უკვე გამოქვეყნებულ ვიდეოებზე სწორი რეფლექსია - ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, ამის საფუძველზე შემდეგი ვიდეოს დახვეწა, და, რაც მთავარია, სწორი ფასეულობები.

 

რა რჩევას მისცემდით დამწყებ კრეატორებს და რა არის რჩევა, რომლის მოსმენაც მოგინდებოდათ, როდესაც პირველად დგამდით ნაბიჯებს YouTube-ის სივრცეში?

ხარისხი არ არის აპარატურა/ტექნიკა.

ხარისხი ხარ შენ.

 

ინფორმაციისთვის, “კრეატორის” ფარგლებში, მონაწილეები 7 ტურის განმავლობაში შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების, ვიდეოების ნახვებისა და მაყურებელთა რეაქციების საფუძველზე პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს.

მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს შეაფასებენ და ახალ დავალებებს მისცემენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: 

  • დათო ალავიძე (ჰიტა), 
  • გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი), 
  • ნიკა კაკოიშვილი (კაკო).

მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებს.

პროექტის გამარჯვებული კი საქართველოს ბანკისგან მიიღებს ფულად ჯილდოს - 20 000 ლარის ოდენობით.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ საკუთარი ვიდეოს ბმული (YouTube-ზე unlisted სახით) creator.bog.ge-ზე. შერჩეულ მონაწილეები კი უნდა დაელოდონ უკუკავშირს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image EV Power - ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელი საქართველოში

25.09.2025.23:57

EV Power  - ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელი საქართველოში გაიხსნა. 

კომპანიის მიზანია EV მძღოლებს შესთავაზოს შესაძლებლობა დამუხტონ მათი ავტომობილები ნებისმიერ დროსა და ადგილზე - სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.

სერვისი მისაღებად მძღოლმა უნდა გადმოწეროს აპლიკაცია , გაიაროს რეგისტრაცია, აირჩიოს დამტენი სადგური და დატენოს ავტომობილი. 

“კომპანიის ისტორია, 2021 წლიდან და ევროპიდან იწყება რა დროსაც დაიბადა იდეა ჩვენი საერთაშორისო გუნდის ტექნიკური გამოცდილება მიგვემართა მდგრადი განვითარებისკენ. ზუსტად 1 წელიწადში კი ევროპის რუკაზე პირველი დამტენი სადგური გამოჩნდა. 2023 წელს ევროპის მასშტაბით 15-ზე მეტი სადგური გვქონდა. ამ რიცხვმა, 2024 წელს კი 70 წერტილს გადააჭარბა. 

 

დღეს EV Power არის ევროპული ჯგუფი Abio Green-ის ოფიციალური წევრი, რომელიც თავისი მდგრადი და განახლებადი გადაწყვეტებით ენერგეტიკული სფეროს გარდაქმნაში იღებს მონაწილეობას. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს ვმართავთ ელექტრომობილების დამტენი სადგურების საერთაშორისო ქსელს. 

 

რადგან EV Power-ის დამფუძნებლები ქართველები ვართ, სულ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი ევროპული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში გადმოგვეტანა და ქართველი EV მძღოლებისთვისაც შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტების გამოცდილება და სერვისი.” - რატი ახვლედიანი - EV Power-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი 

დღეის მდგომარეობით საქართველოში დამონტაჟებულია 70-ზე მეტი დამტენი სადგური. ამ ეტაპზე დაფარულია თბილისის ყველა უბანი. გარდა ამისა, კომპანიას აქვს მიმდინარე პროექტები ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე, რათა უახლოეს მომავალში დაიფაროს მთელი საქართველო. 

ჩვენი მიზანია, რომ ელექტრომილების ქართველო მფლობელებსაც შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, რათა მათ სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად დამხტონ ავტომობილები და სულ მწვანეზე ევლოთ!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა