ივნისის ბოლოს წყალტუბოში ტურისტული კომპლექსი „კერა“ გაიხსნება
ჰერბია • Herbia-ს დამფუძნებლები ტურისტულ ბიზნესში შევიდნენ. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა დავით ჯანელიძემ განაცხადა, ივნისის ბოლოს წყალტუბოში ტურისტული კომპლექსი „კერა“ გაიხსნება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას გააერთიანებს.
„ეს ინფრასტრუქტურა არის წყალტუბოში, სადაც ეთნო მუზეუმი უკვე გაკეთდა და სადაც წარმოდგენილი იქნება 300 წლის ისტორია. ჩვენი წინაპრები როგორ ცხოვრობდნენ, რას საქმიანობდნენ, რა ეცვათ და ზოგადად ცხოვრების რა წესი ჰქონდათ.
ასევე, ადგილზე იქნება რესტორანი და ჩატარდება სხვადასხვა მასტერკლასები. აქტიურად იქნება განვითარებული ეკოტურიზმი და აგროტურიზმი. რაც შეეხება სასტუმროს, ის გათვლილია 16 სასტუმრო ნომერზე. ობიექტის გახსნა მოხდება თვის ბოლოს“, - განმარტავს დავით ჯანელიძე.
მისი თქმით, ტურისტული კომპლექსის შექმნის იდეა ოჯახში დაიბადა.
„ამას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. თავიდან მამაჩემს ჰქონდა პატარ-პატარა მცდელობები. ჯერ დავდგით ოდა და ამის მერე დაიწყო მისი ეტაპობრივი განვითარება. იმერეთში ღვინო საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა, გავაკეთეთ მარანი და ასე ეტაპობრივად აეწყო ტურისტული კომპლექსი. რეალურად ეს ყველაფერი 7-8 წელია რაც კეთდება“, - აცხადებს დავით ჯანელიძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.10:25
2025 წლის სექტემბერში, „უბნის” კვლევითი პროგრამის - ,,ქვების” - ფარგლებში, თიბისი კონცეპტისმხარდაჭერით, ჩატარდება თბილისის ლანშაფტის მოდელირების სემინარი. სემინარს უხელმძღვანელებს იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი რენატო რიცი. სემინარი ორგანიზებულია IUAV ვენეციის უნივერსიტეტის გუნდთან — სუზანა პისშელა და ჯორჯა ანტონიოლისთან თანამშრომლობით. ინიციატივა მიზნად ისახავს ლანდშაფტის მოდელირების ინოვაციური მეთოდოლოგიების პოპულარიზაციას ,,უბნის” კვლევითი პროგრამის ფარგლებში, აქცენტით თბილისის გამორჩეულ ლანდშაფტზე და მის გავლენაზე ქალაქის საერთო მორფოლოგიასა და სტრუქტურაზე.
რენატო რიცის მიდგომა მოდელირების მიმართ დაფუძნებულია ფენომენოლოგიასა და მეტაფიზიკაზე. მისი მოდელები განიხილება არა როგორც უბრალო დიზაინის საგნები, არამედ როგორც „აზროვნების ინსტრუმენტები“, რომლებიც ხელს უწყობენ სივრცის და მისი თანდაყოლილი მნიშვნელობების ღრმა გაგებას. სემინარი მოიაზრებს თბილისის ლანდშაფტზე დაკვირვებას, მის შესწავლას და სხვადასხვა მასშტაბისა მოდელის შექმნას. შემაჯამებელი გამოფენა კი 2026 წლის თებერვალში თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში გაიმართება.
სემინარზე დასწრება და ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ ხელობის მოყვარულებს, კულტურის ენთუზიასტებს, სტუდენტებს, არქიტექტორებს, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებს, რესტავრატორებს, დიზაინერებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, გეოგრაფებს კარტოგრაფებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.
გთხოვ გაითვალისწინოთ რომ ადგილები შეზღუდულია და მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და შერჩევის გავლა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/mRaDdj რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ივნისი, 2025.
რენატო რიცი: ვენეციელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი და პედაგოგი, არქიტექტურის დიზაინის სრული პროფესორია ვენეციის IUAV უნივერსიტეტში და რომის სან ლუკას ეროვნული აკადემიის წევრი. 2018 წელს მას მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო. რიცის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს ლექციებსა და კურსებს საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტებია: ეგვიპტის დიდი მუზეუმი, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და იოანე პავლე II-ის ცენტრი კრაკოვში. განხორციელებულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: Area Sportiva Ghiaie (1984–1998), Museo del Futurismo (1992–2008) და Casa dei Libri Barbarigo (2020–2023). რენატო რიცი ასევე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: Solemnidad de la Civilidad და Il Daìmon di Architettura.
მთავარი მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი. პარტნიორები: იტალიის საელჩო საქართველოში, IUAV ვენეციის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.