მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

Hello Tech გოგოებისთვის

news image

თიბისი ქვეყნის მასშტაბით ტექეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად კახეთში, გურიასა და შიდა ქართლში მცხოვრებ გოგოებს ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას სთავაზობს. 

ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა „Hello Tech გოგოებისთვის“  მიზნად ისახავს 15-25 წლის ასაკის გოგოებისთვის ტექნოლოგიების სფეროში საბაზისო ცოდნის მიწოდებას და მათთვის პრაქტიკული გამოცდილებების გაზიარებას. 

ერთდღიანი ფიზიკური ტრენინგის ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიების მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში, სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროფესიასა და სწავლის დაწყების გზებს. პროგრამა, ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობას, მის პრაქტიკულ გამოყენებას სამუშაო პროცესში, AI-ს პასუხისმგებლიან მოხმარებასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს.

ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი AI-ის გამოყენებით კარიერული განვითარების ინსტრუმენტებს დაეთმობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ეფექტური CV-ის, სამოტივაციო წერილისა და LinkedIn პროფილის შექმნის შესახებ. 

ტრენინგებს გაუძღვებიან წამყვანი პროფესიონალები თიბისის ტექ და AI მიმართულებებიდან, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ განვლილ გზასა და რეალურ გამოცდილებებს გაუზიარებენ. 

„Hello Tech გოგოებისთვის“ გაიმართება ფიზიკურ ფორმატში:

  • გორი - 23 თებერვალი | 10:00 - 18:00
  • ოზურგეთი - 24 თებერვალი | 10:00 - 18:00
  • თელავი - 26 თებერვალი | 10:00 -  18:00

ტრენინგებზე რეგისტრაცია გრძელდება 20 თებერვლამდე. რეგისტრაციისთვის და დამატებით ინფორმაციისთვის გადადგით ბმულზე: Hello Tech გოგოებისთვის

აღნიშნული პროექტით თიბისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობას რეგიონებში და ხელს უწყობს გოგოების ჩართულობას ამ სფეროში. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს

06.03.2026.20:51

9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა