მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

Heineken და „ზედაზენი“ — ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე

news image

ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“  1 ივლისიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლუდის ბრენდის, Heineken-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი ხდება საქართველოში.

შეთანხმების საფუძველზე „ზედაზენი“ ადგილობრივ ბაზარზე წარმოადგენს Heineken-ის ფართო პორტფელს, რომელშიც შედის ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა Heineken, Amstel, Krusovice და სხვა. პირველ ეტაპზე კომპანია უზრუნველყოფს ამ ბრენდების იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

როგორც ცნობილია, Heineken, 1864 წელს დაარსებული კომპანია, უკვე 150 წელზე მეტია, ხარისხის, სტაბილურობისა და საერთაშორისო აღიარების სიმბოლოა. დღეს Heineken  ლუდის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომლის პროდუქცია 190-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და 300-ზე მეტ გლობალურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს.

„ჰაინეკენი“ საქართველოში აღიარებულია არა მხოლოდ პრემიუმ ბრენდად, არამედ ლუდის კატეგორიის ეტალონადაც, რომელიც ხარისხის, სტანდარტებისა და გემოვნური მახასიათებლების განმსაზღვრელია. მისი დამატება „ზედაზენის“ პორტფელში, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის ბრენდის ხელმისაწვდომობას მომხმარებლისთვის, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიერებს „ზედაზენის“ პოზიციებს პრემიუმ სეგმენტში.

 

კახაბერ კოტრიკაძე, ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენის“ დირექტორი: „Heineken-ის წარმომადგენლობა საქართველოს ბაზარზე არა მხოლოდ  ჩვენი კომპანიის წარმატების აღიარებაა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ზედაზენის“ იმიჯისა და ბიზნესის ქვეყნის გარეთ ზრდაში.

ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, რომელიც ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ განვითარებას, ისე ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონული სასმელების ჰაბად“.

წარმომადგენლობის აღნიშნული ცვლილება უკავშირდება ბოლო დროს განხორციელებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციას: 2025 წლის 22 მაისს „დეილი ჯგუფსა“ და Tempo Beverages Ltd-ს (ტემპო ჯგუფი) შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად „ტემპო ჯგუფი“ „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტის – 60%-ის – მფლობელი გახდა.

„ტემპო ჯგუფი“ სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიაა ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ. მისი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ სწორედ Heineken, რომელიც თავადაც ფლობს წილს „ტემპო ჯგუფში“.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში

06.06.2025.18:01

SOLO Education-ისა და Anglo-Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად SOLOმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დიდ ბრიტანეთში, Paris Saint-Germain-ის აკადემიისსაზაფხულო ბანაკზე ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით.

 

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 8-17 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ დაივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში, მოინახულონ ინგლისის ცნობილი სტადიონები - ადგილები, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერება. 

 

Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 20 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით Anglo-Georgia-ს, ნომერზე: 579 20 10 00 განაცხადების მიღება 9 ივნისამდე მიმდინარეობს, ადგილები შეზღუდულია.

 

ამასთან, ივნისს დაესწარით SOLO Education-ის შეხვედრას და გაიგეთ მეტი PSG Academy UK-ის შესახებ

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა