მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

„ჰაუს დეველოპმენტი“ დიღომში $ 7.3 მილიონის ღირებულების სამშენებლო პროექტს ახორციელებს - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image

საქართველოს ბანკი მსხვილი სამშენებლო პროექტების  მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკმა პარტნიორ ბიზნესთან „ჰაუს დეველოპმენტთან“ ერთად დიღომში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი დაიწყო, რომელიც 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 7.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6.75 მილიონი აშშ დოლარია.

 

საცხოვრებელი კომპლექსი 19,700 კვადრატულ მეტრზე გაშენდება. ის ორ, ერთ ათსართულიან და ერთ ოთხსართულიან კორპუსს გააერთიანებს, ჯამში - 165 ბინა აშენდება.

 

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ბანკისა და „ჰაუს დეველოპმენტის“ მესამე ერთობლივი პროექტია. ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, კომპანიამ ოთხი კორპუსი ააშენა. სამომავლოდ კი დამატებით ორი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

 

„მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია „ჰაუს დიღომი“ - ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კმ-ში. კომპლექსი შედგება ორი - 11-სართულიანი და 4-სართულიანი - ბლოკისგან, რაც სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის გემოვნებაზეა გათვლილი. ჩვენს პარტნიორს წარმოდგენს „საქართველოს ბანკი“, გვაქვს დეველოპერული ხაზი და ჩართული ვართ „გარანტირებული შენაძენის“ პროგრამაში, რაც უძრავი ქონების შეძენის მსურველებს აზღვევს შესაძლო რისკებისგან. „საქართველოს ბანკის“ დეველოპერული ხაზის დაკრედიტების ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „თბილისი ჰაუსის“ პროექტების მდგრადობისა და სამშენებლო პროცესის უწყვეტობის თვალსაზრისით.

ჩვენი ხედვა გულისხმობს თანამედროვე სამშენებლო ობიექტების დაგეგმარებასა და სამშენებლო სამუშაოების იმგვარად წარმართვას, რომ შევინარჩუნოთ მაღალი რეპუტაცია სამშენებლო სექტორში და უზრუნველვყოთ უსაფრთხო სამუშაო პროცესი მშენებლობის ყველა ეტაპზე. დაარსების დღიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენს მობინადრეებს ვუქმნით ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოს და ვთავაზობთ მაღალი ხარისხის სამშენებლო პროექტებს.“ - განაცხადა მიხეილ ძაგანიამ, ჰაუს დეველოპმენტის დამფუძნებელმა და დირექტორმა.

 

„საქართველოს ბანკი განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ უძრავი ქონების ბიზნესი მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი პორტფელში ამ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. მათ შორისაა „ჰაუს დეველოპმენტთან“ თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები, რომლებიც ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანიამ ისანში „ჰაუს პანორამას“ პროექტი ახლახანს დაასრულა, ახლა კი დიღმის პროექტის მშენებლობა დაიწყო. ფინანსური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული ინვესტიციიდან 5.1 მილიონი აშშ დოლარი სამშენებლო ხარჯებს, 1.65 მილიონი კი მიწის შესყიდვას მოხმარდა. განხორციელებული მრავალრიცხოვანი და რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციების შემდეგ კი ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოში ბიზნესების მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Bentley Exhibitions გრძელდება - ბრიტანული ბრენდის შოურუმში ავთანდილ გახოკიძის ფერწერული ნამუშევრები გამოიფინება

16.09.2025.14:52

„მთვარე, რომელიც დღისით ჩანს“ - ამ სიმბოლური სახელწოდებით პროექტი Bentley Exhibitionsავთანდილ გახოკიძის პერსონალური გამოფენით გრძელდება. 18 სექტემბრიდან თანამედროვე ქართველი არტისტის ფერწერულ ნამუშევრებს Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმი უმასპინძლებს. ნამუშევრების სერია 6 მონუმენტურ ტილოს აერთიანებს, რომელთა კონცეფცია ბუნებისა და ტექნოლოგიების კონტრასტულ შეხამებას მოიცავს და მათ ერთ სივრცეში ჰარმონიულად დაკავშირებას ისახავს მიზნად.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში გამოფენების სერია იმ მომხმარებლების სურვილიდან გამომდინარე დავიწყეთ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელოვნებითა და თანამედროვე ქართველი არტისტებით. გვინდოდა, ჩვენი შოურუმი სწორედ ხელოვნებასთან დაგვეკავშირებინა და ამ სივრცეში მოსული აუდიტორიისთვის თანამედროვე მხატვრების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიგვეცა.

Bentley Exhibitions პროექტის ფარგლებში უკვე მესამე გამოფენას ვმასპინძლობთ. ეს გამოფენა გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ავთანდილ გახოკიძემ ნამუშევრები საგანგებოდ ამ შოურუმისთვის შექმნა და ისინი პირველად სწორედ ჩვენთან გამოიფინება. 

გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, პირადად შეხვდეს მხატვარს და გაესაუბროს გამოფენის კონცეფციის შესახებ. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ნამუშევრების შეძენაც“.

ავთანდილ გახოკიძე თანამედროვე ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. მან „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ დაამთავრა ფერწერის განხრით და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

ავთანდილ გახოკიძე, მხატვარი: „გამოფენისთვის შესრულდა დიდი ზომის ნამუშევარიარსებული პარამეტრები განისაზღვრა საექსპოზიციო სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარენამუშევრები განზოგადებული გეომეტრიული ფორმების სახითაა წარმოდგენილი და უკავშირდება ეგრეთ წოდებულ Hard Edge Painting მიმართულებასსერიაზე Dedicace Gallery-ს სარეზიდენციო სივრცის სტუდიაში რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ყველა ეს ტილო კონკრეტულად Bentley Centre Tbilisi-ს სივრცისთვის შეიქმნაჩემი მცდელობა იყო, გარემოსა და ნამუშევრებს შორის გარკვეული კავშირიც ყოფილიყო და, ამავდროულად, კონტრასტიც“.

ხელოვნების მხარდაჭერა Bentley Centre Tbilisi-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და კორპორაციული მდგრადობის ნაწილია. კომპანიისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებლები, მათთვის ღირებულებებისა და კულტურული გამოცდილების გაზიარების გზით. ამ მიზნით, Bentley Exhibitions-ის ფარგლებში, ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის მთელი წლის განმავლობაში ეთმობა ახალგაზრდა ქართველი არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.

ავთანდილ გახოკიძის გამოფენა Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში 18 სექტემბერს 19:00 საათზე გაიხსნება. მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გაცნობის საშუალება დამთვალიერებელს 18 ნოემბრამდე ექნება. 

Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Bentley Centre Tbilisiლეგენდარული ბრიტანული ბრენდის პრემიუმ ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში 2024 წლიდან. Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, ადგილზე შეარჩიონ აქსესუარები, კონფიგურაციის საშუალებით ააწყონ სასურველი კომპლექტაცია და შექმნან პერსონალიზებული მოდელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა