მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.7
-0.0173
flag
AZN 1.6168
-0.0014
flag
CNY 37.841
0.0008
flag
EUR 3.1239
-0.0066
flag
GBP 3.6732
-0.0095
flag
KZT 53.58
-0.0017
flag
TRY 0.0714
-0.0002
flag
USD 2.7492
-0.0024

ჰარვარდის პროფესორმა არქის მოწვევით გუნდის წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა

news image

24–25 აპრილს, არქის მოწვევითა და ინიციატივით, საქართველოში ჩამოვიდა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი და ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომისტი – Das Narayandas, რომელმაც არქიში ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი თემაზე Strategic Leadership and Marketing Excellence Program.

ვიმუშავე არქის გუნდთან ერთად და ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ მათი მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, აქ ნამდვილად ძალიან ჭკვიანი ადამიანები და თავიანთ საქმეში მსოფლიო კლასის პროფესიონალები მუშაობენ. გვქონდა დიდებული საუბრები და ვორქშოფები. მიხარია, რომ ჩამოვედი და დრო გავატარე არქის გუნდთან ერთად. ნამდვილად შესანიშნავი იყო და გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის.“ – Das Narayandas, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი და ეკონომისტი.

ტრენინგი განკუთვნილი იყო არქის მენეჯმენტის გუნდისთვის და მოიცავდა ინტენსიურ ტრენინგებს, სხვადასხვა ბიზნესქეისების ანალიზს, ლექციებსა და ინტერაქციულ სამუშაო ფორმატს. გარდა ამისა, სპეციალურად ყველა დაინტერესებული თანამშრომლისა და პარტნიორისთვის მოეწყო ერთდღიანი ვორქშოპი, სადაც მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სფეროს წამყვანი ექსპერტის ხედვა და გამოცდილება.

მოხარულები ვართ, რომ ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი Das Narayandas ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენს გუნდთან ერთად ჩაატარა  ვორქშოფი. ეს ტრენინგი დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების, ბრენდის ხარისხი, დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები ჩვენს სფეროში და უფრო გავაძლიეროთ არქის პოზიციები.” — არქის დამფუძნებელი, ილია წულაია.

არქიში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლების პროფესიული ზრდის მხარდაჭერა. გუნდის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, კომპანიის დაფინანსებით, მონაწილეობა მიიღონ მათთვის საინტერესო სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული განვითარებისთვის

სასიხარულოა, რომ ჰარვარდის გამორჩეული პროფესორი საქართველოშია და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებსჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ მიდგომები, კიდევ უფრო განვვითარდეთ და მეტი ცოდნა შევიძინოთ ლიდერშიფის, მარკეტინგისა და კომპანიის მართვის მიმართულებით.“— აღნიშნა დეველოპერული კომპანია არქის აღმასრულებელმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.

Das Narayandas ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი და ცნობილი ეკონომისტია ბიზნესის, მარკეტინგისა და ლიდერობის სფეროში. ის ფლობს Edsel Bryant Ford-ის სახელობის პროფესორის წოდებას, არის ჰარვარდის ბიზნეს ფაბლიშინგის უფროსი ასოცირებული დეკანი და Executive Education-ის ყოფილი ხელმძღვანელი. მისი ვიზიტი და თანამშრომლობა არქის გუნდთან ადასტურებს კომპანიის სტრატეგიულ ხედვასმუდმივი განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და ლიდერობის განმტკიცება სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი ბრენდის M.Ratiani - Design-ის სამომავლო გეგმები

01.05.2025.16:00

M.Ratiani - Design არის ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი ქართული ბრენდი, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2020 წლიდან. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia, ბრენდის დამფუძნებელს მარიამ რატიანს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?


ბრენდი ქმნის ქალბატონებისთვის ინდივიდუალურ დიზაინის ხელნაკეთ ნივთებს. ბრენდი დაარსდა 2020 წელს და ხუთი წელია რაც ბაზარზე არსებობს.

როგორია კომპანიის ასორტიმენტი?

ვქმნით ჩანთებს, სამკაულებს, თავსაბურავებსა და ქუდებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბრენდის ნივთები არის განსხვავებული დიზაინის, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. თბილისში ვთანამშრომლობთ, სამ მაღაზიასთან და ასევე საზღვარგარეთ ორ მაღაზიასთან (სომხეთში და ამერიკაში).

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ბაზარზე ზოგადად რთულია შექმნა ისეთი სტილი რისი მსგავსიც უკვე არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ბრენდის ხაზი გამოირჩევა, ყოველდღიური სტილით და რაც მთავარია პრაქტიკულობით, მაგალითად თავსაბურავებს გავუკეთეთ ზომის მარეგულირებლით ჩამკეტები რაც აიოლებს მის გამოყენებას, ასევე მოვიფიქრეთ ისეთი ჩანთები რომლის მეშვეობითაც საზაფხულო ქუდების სადმე წაღება გახდა მარტივი და ა.შ. ეს გვანიჭებს სხვებთან შედარებით უპირატესობას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი ბრენდის მაღაზია გაიხსნას თბილისში და ამ საკითხზე ვმუშაობთ, ასევე გვსურს ბრენდის სახელოსნოს გაფართოვება და უფრო მეტი ადამიანის დასაქმება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა