Hamptons & Soles-მა ახალი კონცეფციის ობიექტი - სერვის შოპი გახსნა
Hamptons & Soles-მა თბილისში, Axis Towers-ის სავაჭრო ცენტრში, ახალი კონცეფციის ობიექტი - სერვის შოპი გახსნა, რომელიც აერთიანებს მომსახურებასა და პროდუქციის გაყიდვას ერთ სივრცეში , - ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი ბაღოშვილმა განუცხადა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
Hamptons & Soles-მა თბილისში, Axis Towers-ის სავაჭრო ცენტრში, გახსნა ახალი კონცეფციის ობიექტი - სერვის შოპი, რომელიც აერთიანებს მომსახურებასა და პროდუქციის გაყიდვას ერთ სივრცეში.

ეს არის კომბინირებული ტიპის ობიექტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია:
• ჩააბაროს საკუთარი ძვირფასი ნივთები დელიკატური წმენდისთვის, რესტავრაციისთვის ან შეკეთებისთვის;
• ამავე დროს შეიძინოს პრემიუმ მოვლის პროდუქცია, მათ შორის ფეხსაცმლისა და ჩანთების მოვლის საშუალებები, აქსესუარები და გიფთ-სეთები.
Hamptons & Soles-ის სერვის შოპი წარმოადგენს პირველ სივრცეს საქართველოში, რომელიც აერთიანებს პროფესიონალურ სერვისს და პრემიუმ მოვლის კულტურას.
მომხმარებელს შეუძლია არა მხოლოდ გადააბაროს თავისი ძვირფასი ნივთი მაღალი კვალიფიკაციის რესტავრატორს, არამედ შეიძინოს ზუსტად ის მოვლის საშუალებები, რომლითაც მისი ნივთი მუშავდება. ამისათვის კომპანიამ ოფიციალურად შემოიტანა და მომხმარებელს შესთავაზა მსოფლიო პრემიუმ ბრენდები - Saphir Médaille d’Or (საფრანგეთი) და Tarrago (ესპანეთი). ამ ორი ბრენდის შემოტანით Hamptons & Soles-მა დასავლური სტანდარტი გადმოიტანა ქართულ ბაზარზე, სადაც აქამდე მსგავსი ხარისხის მოვლის პროდუქცია პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო.
მთავარი ინოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ პროდუქტი და სერვისი ერთმანეთის გაგრძელებაა: ყველა ნივთი, რომელიც მუშავდება სახელოსნოში, ზუსტად იმავე ფორმულით და იგივე ბრენდული საშუალებებით იწმინდება, რომლის შეძენა მომხმარებელს შემდეგ თავადაც შეუძლია. Hamptons & Soles-ის ახალი კონცეფციის მიზანია მომსახურების კულტურის ამაღლება და მომხმარებლისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც ევროპული ლუქს ბრენდების სტანდარტებს პასუხობს.
ტრადიციული სერვისცენტრი მხოლოდ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, მაშინ როცა სერვის შოპი აერთიანებს პროფესიონალურ სერვისს, განათლებას და პროდუქტის ხელმისაწვდომობას ერთ სივრცეში. ამ ახალი ფორმატით Hamptons & Soles ქართულ ბაზარზე მოაქვს ის გამოცდილება, რაც უკვე ჩამოყალიბებულია ევროპაში, სადაც მომსახურება და პროდუქტი აღარ არის განცალკევებული, არამედ ქმნის ერთიან პრემიუმ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებელს აძლევს ხარისხის, ნდობის და ესთეტიკის სრულ კომბინაციას.

ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც ადამიანები არამხოლოდ ჩააბარებენ ნივთს, არამედ გაიგებენ, როგორ უნდა მოუარონ მას სწორად, როგორ უნდა შეარჩიონ შესაბამისი მოვლის საშუალება და როგორ შეინარჩუნონ ნივთის სიცოცხლე წლების განმავლობაში.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პრემიუმ მოვლის სერვისებზე და მაღალი ხარისხის მოვლის პროდუქტებზე მოთხოვნა. კომპანიის შეფასებით, პრემიუმ მოვლის სერვისების ბაზარი საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 20–25%-ით იზრდება, რაც ცხადად მიუთითებს მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდაზე ხარისხიან, პროფესიულ და ხანგრძლივ მომსახურებაზე. თუ ადრე მომხმარებელი ძირითადად მიმართავდა სწრაფ, მასობრივი ტიპის წმენდას ან რემონტს, დღეს უფრო მეტად ფასდება ინდივიდუალური მიდგომა, ნამუშევრის ხარისხი და ესთეტიკა. ეს ტენდენცია პირდაპირ უკავშირდება მომხმარებლის ცნობიერების ზრდას - ადამიანები უკვე აცნობიერებენ, რომ მაღალი კლასის ფეხსაცმელი ან ჩანთა არ არის ერთწლიანი ნივთი, არამედ ინვესტიცია, რომლის მოვლაც სწორ კოსმეტიკას და ცოდნას საჭიროებს. Hamptons & Soles ზუსტად ამ ცვლილებაზე რეაგირებს. დღეს ჩვენი სერვისი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ წმენდა/ რესტავრაციით, ჩვენი სერვისი მოიცავს სრული ციკლს - წმენდას, რესტავრაციას, პროფესიულ კონსულტაციას და შემდგომ მოვლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: კომპანია მუშაობს მობილურ აპლიკაციასა და CRM სისტემაზე, რომელიც რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და დროის დაზოგვის შესაძლებლობა. ახალი ციფრული სისტემა მომხმარებელს მისცემს საშუალებას მთლიანი მომსახურება მიიღოს დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად:
• ისარგებლოს Concierge მომსახურებით — ნივთის ტრანსპორტირებით სახლიდან სახელოსნომდე და უკან;
• ონლაინ დაჯავშნოს სერვისი;
• მიიღოს ნივთის სტატუსის განახლება რეალურ დროში;
• შეიძინოს მოვლის პროდუქცია ონლაინ.
ცნობისთვის, კომპანია 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ამ ეტაპზე ორ ფილიალს აერთიანებს.
სხვა სიახლეები
ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.18:00
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.
როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.
აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.
სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.
რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?
ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.
პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.
რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?
წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.
არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?
დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.
ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.
ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.