მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

GWP-მ 2025 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

news image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2025 წელს Aqualia-ს სტრატეგიული გეგმის ფარგლებში მასშტაბური ინვესტიციები განახორციელა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიის ინფრასტრუქტურის მდგრადობა და მომსახურების ხარისხი.

2025 წელს ჯივიპიმ 100 მილიონი ლარის  ინვესტიცია განახორციელა.

განხორციელებული ინვესტიციის 55%-ზე  მეტი  წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტირება-განახლებაზე დაიხარჯა. ინვესტირება ასევე განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ქსელების ზონირების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკული მიმართულებით. 

2025 წლის განმავლობაში განხორციელებული 400-ზე მეტი პროექტის შედეგად არაერთი საოპერაციო მაჩვენებელი გაუმჯობესდა, მათ შორის: 

შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის სიხშირე

  • თბილისში 10.57%-ით
  • რუსთავში  22.98%-ით

შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები 

  • თბილისში  15.48%-ით 
  • რუსთავში  12.17%-ით 

შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის საშუალო დრო

  • თბილისში 6.30  საათამდე
  • რუსთავში  4 საათამდე 

შემცირდა წყალმომარაგების ქსელის დაზიანების სიხშირე 

  • წყალმომარაგების ქსელზე -  2%-ით
  • წყალარინების ქსელზე - 13%- ით

თბილისის კანალიზაციის ქსელში პრევენციული სამუშაოების ფარგლებში გაიწმინდა 55 კმ-ზე მეტრი ქსელი

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლების მიზნით 2025 წელს არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის ცხელი წერტილების იდენტიფიცირება-რეაბილიტაცია, რომელიც  ქსელზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების განახლებას ემსახურება.  მიმდინარე წელს  ჯივიპიმ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე  55 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა,   100 კმ ქსელი განაახლა,  1650 -ზე მეტი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა და 110  სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა. 

ქსელის სარეაბილიტაციო პროექტებს შორის აღსანიშნავია:

  • ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
  • აწყურის ქუჩის  წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია;
  • ალექსიძის ქუჩის  წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია;
  • ევდოშვილის ქუჩის  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
  • საიათნოვასა და ისპაჰანლის  ქუჩების წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია;
  • ინოვაციების ქუჩის  წყალარინების ქსელის  რეაბილიტაცია;
  • დიღმის საცდელი მეურნეობის წყალარინების ქსელის  რეაბილიტაცია;
  • რუსთავში, ხრამის მაგისტრალის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
  • რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
  • მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;

რაც შეეხება სტრატეგიულ პროექტებს, კომპანიამ 2025 წელს მსხვილი ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკული მიმართულებებით  ჯამში 45  მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა: 

  • ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის დაზიანებული მონაკვეთების ნაწილობრივი რეაბილიტაცია
  • სამგორის სათავე ნაგებობის, ზემო პლატოს სატუმბი სადგურისა და გამწმენდი ნაგებობის ტუმბო-აგრეგატების, ასევე ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობის სალექრების რეაბილიტაცია.
  • სამგორის სათავე ნაგებობის პირველი, მეორე და მესამე რიგის ფილტრების რეაბილიტაცია;
  • ბახტრიონის სატუმბი სადგურის რებილიტაცია;
  • რუსთავში არსებული სატუმბი სადგურების ელექტრო სისტემების რეაბილიტაცია;

მაგისტრალური მილსადენების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯივიპიმ 2025 წელს კიდევ უფრო გააძლიერა პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებები - გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეული მონაკვეთების მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. დასრულდა 400 კმ სიგრძის მაგისტრალური მილსადენების მდგომარეობისა და რისკების შეფასების კვლევა, ასევე დამონტაჟდა 30 ჰიდროფონი, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაძლო დაზიანების ან რისკის შესახებ წინასწარი შეტყობინების მიღებას.

2025 წლის ერთ-ერთ განსაკუთრებულ პროექტს წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაში წნევის რეგულირების პროგრამა. მის ფარგლებში ქსელზე დამონტაჟდა 15 წნევის რეგულატორი და 33 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. განხორციელდა 192 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელში წნევის ოპტიმიზაცია, რამაც საერთო ჯამში 65,758 აბონენტის მომსახურება გააუმჯობესა. წნევის რეგულირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელის დაზიანებებისა და წყლის დანაკარგების რაოდენობა.  დაიზოგა 5.3 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყალი. პროექტი უკვე დასრულდა ისანი–სამგორის რაიონში. 

გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით 2025 წელს შეიქმნა განახლებული ვებ-გვერდი მომხმარებლის პერსონალური კაბინეტით, რომელიც ჯივიპის აბონენტებს აძლევს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით. 

2025 წელს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის “ყოველი წვეთი ძვირფასია”-ს საგანმანათლებლო ეტაპი განახორციელა. თბილისის 100 სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ  ინტერაქციული და  სახალისო ფორმით მიიღო ინფორმაცია წყლის სრული ციკლის შესახებ.

„2025 წელს Aqualia-სთან ერთად ჩვენ აქტიურად დავძლიეთ სისტემური გამოწვევები და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები მომსახურების ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დასაახლოებლად. წყალმომარაგება უწყვეტი და რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს მუდმივ განახლებასა და მაღალტექნოლოგიურ მართვას.

ჩვენი ვალდებულებაა, მოსახლეობამ მიიღოს გარანტირებული, ხარისხიანი წყალმომარაგება, ხოლო ინფრასტრუქტურა იყოს საიმედო და მდგრადი. 2025 წლის შედეგები ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვართ. ჩვენი სამომავლო გეგმა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ მასშტაბურ პროექტს მოიცავს, რათა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემა მოდერნიზდეს“, - აცხადებენ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ღვინის წარმოებით დაკავებული TOP 5 საწარმო

29.12.2025.19:00

საქართველო ღვინის წარმოების კუთხით ოდითგანვე განთქმული ქვეყანაა და ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. საინტერესოა ვინ არიან დარგის ლიდერები.

Business Insider Georgia გთავაზობთ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ 2025 წლის მესამე კვარტლის ბრუნვის მიხედვით ღვინის მწარმოებელი კომპანიების top 5.

  • სს ბადაგონი
  • შპს Bolero & Company
  • შპს ასკანელი ძმები
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  •  შპს მოსავლის მართვის კომპანია

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საინტერესოა, ვინ არიან ლიდერი კომპანიების მფლობელები.

სს ბადაგონი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 15/10/2003. მისი გენერალური დირექტორია  მარინა გიორგაძე.

შპს Bolero & Company - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/11/2012. მისი გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, ხოლო დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.

შპს ასკანელი ძმები - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/06/1998. მისი დირექტორია ირაკლი უგლავა. კომპანიის 45%-იან წილს ფლობს ასკანელი ვაინერი & დისტილერი, ხოლო 55%-ს გოჩა ჩხაიძე.

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/09/2004. მისი გენერალური დირექტორია დავით დუგლაძე. კომპანიის 25.66%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25.68% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25.66%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 23%-ს შპს აისი ინკ.

შპს მოსავლის მართვის კომპანია - რეგისტრაციის თარიღია 04/08/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, მმართველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო დირექტორია პაატა ჭავჭანიძე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა