მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7090.2
-0.004
flag
AZN 1.5955
-0.0007
flag
CNY 38.134
-0.0027
flag
EUR 3.1386
-0.0128
flag
GBP 3.5623
-0.0143
flag
KZT 51.31
0.0017
flag
TRY 0.0645
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0012

ლოლუს წყლის დისპენსერი - წყალი ოფისისთვის და სახლისთვის

news image

ლოლუ მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: საქართველოს ბანკი, კრედო ბანკი, კრისტალი, ინტელექსპრესი, ევექსის კლინიკები და სხვა. ყოველდღიურად ლოლუს წყლის დისპენსერი გაფილტრულ წყალს ოფისებში და ასეულობით სერვისცენტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამას უკვე 3 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.

„ჩვენი კომპანია სრულად ქართული წამოწყებაა და თავიდანვე გათვლილი იყო საქართველოში, წყლის ინდუსტრიაში შექმნილი მიდგომები მასშტაბურად შეეცვალა.

როდესაც „ლოლუ“ იწყებდა პარტნიორობას უმსხვილეს ორგანიზაციებთან, ვაცნობიერებდით რომ დიდ წარმატებასთან ერთად, პასუხისმგებლობაც, ანალოგიურად მასშტაბური გახლდათ. „ლოლუს“ წყლის დისპენსერებს ყოველდღიურად 270 000-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს, 550-ზე მეტი კომპანიის, 2 000-ზე მეტ ფილიალში.

ჩვენი წარმატებისთვის შემდგომი ფაქტორები გახდა ხელშემწყობი:

  • ინოვაციური - ლოლუს წყლის დისპენსერს არ სჭირდება წყლის ბოცა, უწვრილესი 6 მილიმეტრიანი მილით უერთდება ცენტრალურ წყალმომარაგებას და კორეული წყლის ფილტრაციის 5-საფეხურიანი სისტემით მუდმივად იფილტრება. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით, სრულად გაქრა დისპენსერის წყლის ბოცის ლოდინის, მიწოდების, დასაწყობებისა და შეცვლის პრობლემები.
  • ადაპტირებული - ლოლუს წყლის დისპენსერი გათვლილია როგორც კომპანიებში დიდი დატვირთვით გამოყენებისთვის, ასევე კერძო სახლებში და ბინებში განსათავსებლად. ასევე შეუზღუდავია მისი განთავსების არეალი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებელია განთავსდეს როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ მაღალმთიან რეგიონებში - ხულო, ქედა, მესტია, ამბროლაური, ცაგერი, სადაც კომპანიები აღარ არიან დამოკიდებულები სეზონსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე.
  • ავტომატიზირებული - "ლოლუ" მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იღებს საკუთარ თავზე წყლის დისპენსერების მონიტორინგს. თანამედროვე სისტემებით აღწერს და ახორციელებს გეგმიურ ვიზიტებს თითოეულ ლოკაციაზე ფილტრების შესაცვლელად, მომხმარებლების ჩართულობის - ზარების და შეხსენების გარეშე, დამოუკიდებლად, რითიც კიდევ უფრო იზოგება დრო და კომფორტული ხდება მომსახურება.
  • მინიფიცირებული - წყლის სახლის აპარატი - კერძო მომხმარებლებისთვის მათ სახლებში, კომპანიების მსგავსად, ხელმისაწვდომი გახდა ლოლუს სამაგიდე სამაგიდე მინი წყლის დისპენსერის განთავსება, როგორც თბილისში, ასევე აგარაკებსა და რეგიონებში.

"ლოლუმ" ბოლო წელიწადის განმავლობაში რამდენიმე ასეული მინი წყლის დისპენსერი დაამონტაჟა კერძო მომხმარებლების სახლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. დისპენსერების განთავსება განსაკუთრებით აქტუალური გახდა ოჯახებისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და მნიშვნელოვანია სუფთა, გაფილტრული წყლის მიღება.
დამატებით, აგარაკებთან მიმართებაში, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ მომხმარებელი შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში არ საჭიროებდეს წყლის დისპენსერს. აქედან გამომდინარე, მათი სურვილის შესაბამისად, სეზონურად ვუმართავთ, რაც მათთვის დამატებით კომფორტს ქმნის.

ის ძირითად მამოძრავებელი ძალა, რომელიც ყოველივე ზემოთ თქმულს აერთიანებს, გახლავთ თავად ლოლუს გუნდი, საერთო აზრის ირგვლივ შეკრებილი ენთუზიასტები, სადაც მომხმარებელი გრძნობს რომ ლოლუს ყველა რგოლი, დაწყებული ტექნიკური დეპარტამენტით, ფინანსურის ჩათვლით, მუდმივად ზრუნავს მათზე და ფიქრობს გაუმარტივოს არამხოლოდ გაფილტრული წყლის მიწოდება, არამედ ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა ასპექტი.
ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორის მასშტაბსა თუ საქმიანობას, ლოლუ თანაბარი ყურადღებითა და სიზუსტით ემსახურება, როგორც ასეულობით ფილიალის მქონე კომპანიებს, ასევე რამოდენიმე ან თუნდაც ერთი ოფისის მქონე პარტნიორებს, რომელთაც ანალოგიურად უმარტივებს ყოველდღიურ რუტინულ პროცესებს. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი პარტნიორი.

"ლოლუს" აქვს ამბიცია, სულ მალე გახდეს რეგიონალური ლიდერი ამიერკავკასიაში და ის ქართული სტანდარტი, რომელიც დანერგა საქართველოში, მეზობელ სახელმწიფოებშიც დაამკვიდროს ", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ პირს ან კომპანიას შეუძლია „ლოლუს“ მიმართოს შემდეგ მეილზე : info@lolu.ge ან დარეკოს მითითებულ ნომერზე 577 57 46 77.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გარანტირებული შემოსავლის შეთავაზება დაბრუნდა! - ის რაც აუცილებლად უნდა იცოდე

02.11.2025.04:17

დეველოპერული კომპანია - იდეა დეველოპმენტის საავტორო შეთავაზება, რომელიც იდეა ინვესტის ჭრილში დაგენერირდა - ,,გარანტირებული შემოსავალი - დაბრუნდა!” რომლითაც უკვე არაერთმა ადამიანმა წარმატებით ისარგებლა.

შეთავაზების ფარგლებში - პროექტ იდეა პანორამაში ბინის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს გარანტირებულ შემოსავალს ყოველთვე - 12 თვის განმავლობაში.

1 საძინებლიან ბინაზე - $800

2 საძინებლიან ბინაზე - $1000

3 საძინებლიან ბინაზე -$1500

აღნიშნული შემოსავალი გარანტირებულია და თავად უზრუნველყოფს კომპანია.

შეთავაზების შესახებ იდეა დეველოპმენტის კომერციულ ხელმძღვანელს თაკო ახვლედიანს ვესაუბრეთ.

თაკო, ამ პროდუქტის შესახებ უკვე ბევრს სმენია, თუმცა მათთვის ვისთვისაც სიახლეა - იქნებ გაგვიზიაროთ მეტი დეტალი თუ რას სთავაზობთ უძრავი ქონების მაძიებელს.

ჩვენი საავტორო შეთავაზება გარანტირებული შემოსავალი, ჯერ კიდევ 1 წლის წინ დავიწყეთ. დაანონსებიდან რამდენიმე საათში უკვე სრულად შეივსო ჯავშნების რაოდენობა. მაღალმა მოთხოვნამ და მომხმარებლის სწრაფმა რეაგირებამ გვაჩვენა ამ პროდუქტის ეფექტურობა. ახლა მომხმარებელს კვლავ ვთავაზობთ შემოსავლის შეთავაზებას, თუმცა ეს მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

ამ თანხის გამოყენება მომხმარებელს, რა თქმა უნდა, საკუთარი დანიშნულებისამებრ შეუძლია.

- დაფაროს იპოთეკური სესხის ყოველთვიური გადასახადი
- გაარემონტოს ბინა ან სხვა მიზნობრიობით

ძალიან საინტერესოა, ანუ გამოდის რომ, თუ მომხამრებელი შეიძენს ბინას მიმდინარე პროექტ - იდეა პანორამა I - ში ცხოვრების მიზნით, იქ იცხოვრებს და თან შემოსავალს მიიღებს, ხოლო თუ საინვესტიციოდ და გაქირავების მიზნით - შესაძლოა ორმაგი შემოსავალიც მიიღოს.

დიახ, სწორედ ასეა, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი - იდეა პანორამა I სულ რაღაც 1 თვეში სრულდება, მოხმამარებელს შეუძლია გაარემონტოს ბინა, შემდეგ გააქირაოს და ორმაგი შემოსავალიც კი დააგენერიროს.

ხოლო თუ მომხმარებელი შეიძენს ბინას პროექტში ცხოვრების მიზნით, შეუძლია კომფორტულად იცხოვროს პრესტიჟულ ადგილას და თანაც მიიღოს გარანტირებული შემოსავალი კომპანიისგან — ყოველთვიურად 12 თვის განმავლობაში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, როდესაც შემოსავლის მიღება ხდება საკუთარ ბინაში ცხოვრების დროსაც კი.

პროექტის შესახებ რომ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია

„იდეა პანორამა I“ წარმოადგენს მულტიფუნქიურ კომპლექსს, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში — ვაკე-საბურთალოზე, გიორგი დანელიას ქუჩაზე.
პროექტის მთავარი ღირსება ულამაზესი, უცვლელი პანორამული ხედია, რომელიც თითოეული ბინიდან იშლება. მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ტკბობა თბილისის ხედებით წლის ოთხივე სეზონზე — პირდაპირ საკუთარი ტერასიდან.

„იდეა პანორამა I“ გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურითა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით. შენობაში დამონტაჟებულია Otis-ის პრემიუმ კლასის ლიფტი, რაც კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩაბარების პირობა — მწვანე კარკასი +, რომელიც სტანდარტულ პირობებზე მეტს მოიცავს. კერძოდ: ბინები სრულად გამრიცხველიანებულია, მაცხოვრებლებს საჩუქრად გადაეცემათ გათბობის ქვაბი, ხოლო ტერასაზე მოწყობილია სპეციალური სათავსო ქვაბისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს https://ideadevelopment.ge/ ან დაუკავშირდით Idea Development-ის გაყიდვების გუნდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა