„გურმე“ მომსახურებას აფართოებს - კომპანიის სერვისებზე მოთხოვნა 80%-ით გაიზარდა
წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა 80%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან გურმე • Gourmet-ის წარმომადგენელმა რუსა მუზაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქეითერინგის კუთხით წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდებია აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი და დეკემბერი.
„გურმე“ ქეითერინგის სერვისებს თბილისთან ერთად სხვა ქალაქებშიც აწვდის.
„თბილისის მახლობლად გვაქვს მომსახურება, თუმცა ასევე ვაკეთებთ დიდ ივენთებს ქუთაისში, მარნეულში და სხვაგანაც. ჩვენი შეკვეთების 70% კორპორატიულია, ხოლო 30% - ინდივიდუალური,“ - აცხადებს რუსა მუზაშვილი.
„გურმე“, რომლის პორტფელიც ქეითერინგთან ერთად 9 კაფესაც და თბილისში დიდ საწარმოს მოიცავს, კვებით მომსახურებას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. ის გეგმავს კომპანიების კვებითი მომსახურების სერვისის გააქტიურებაზე.
„გურმე“ აქტიურად ანახლებს მენიუსაც, და ამ პროცესში მომხმარებლების უკუკავშირი დიდ როლს თამაშობს.
„ყველა კომპონენტს ვითვალისწინებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი, ამიტომ ყოველთვის ვთავაზობთ სიახლეებს,“ - ამბობს რუსა მუზაშვილი.
მენიუში გათვალისწინებულია ვეგანური და დიეტური მიმართულებებიც. „გურმეს“ ასევე გააჩნია გრძელვადიანი კორპორატიული შეთავაზებები კომპანიებისთვის.
„დღეს „გურმე“ საქართველოში ერთადერთი მცირე კომპანიაა კვების მიმართულებით, რომელმაც აუდიტის შედეგად ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო. სერტიფიკატის გაცემამდე, პოლონურმა აუდიტორულმა კომპანიამ Grand Cert რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა შემოწმებას. სერტიფიკატის მიღებამდე კომპანიაში შემოწმდა ყველა დეტალი - შენობა-ნაგებობა, დანადგარები, ტექნოლოგიური პროცესები და ა.შ.
„გურმეს“ გუნდმა გაითვალისწინა ყველა ის პირობა, რომელსაც ISO-ს სერტიფიკატის მქონე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. სპეციალურად შეირჩა პროდუქციის ყველა მომწოდებელი, კონტროლდებოდა პროდუქტების ხარისხი და შესაბამისი სერტიფიკატები.
ISO 22000:2018 კონკრეტულად კვების-სამრეწველო მიმართულებას ეხება. აღნიშნული სერტიფიკატი მომხმარებლისთვის გარანტიაა, რომ კომპანიაში წარმოებული პროდუქცია და მომსახურება არის მაღალი ხარისხის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.
ასევე გვყავს ხარისხის მართვის მენეჯერი, რომელიც ხშირად ატარებს ლაბორატორიულ კვლევებს,“ - აცხადებენ კომპანიაში.
დღეისათვის „გურმე“ 295 ადამიანს ასაქმებს.
„გურმე - სივრცე გემრიელი“ უკვე 13 წელია ბაზარზეა. დაარსების დღიდან დღემდე, კომპანიის კონცეფცია უცვლელია - უმაღლესი ხარისხის ნედლეული, გემრიელი პროდუქტი და მისაღები ფასი. პროდუქცია მზადდება მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით, რაც შესაბამისი დოკუმენტაციითაც დასტურდება. „გურმეს“ გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომლებიც თითქმის ყოველწლიურად გადიან ტრენინგებს ევროპიდან მოწვეულ სპეციალისტებთან,“ - აცხადებს რუსა მუზაშვილი.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში „გურმე“ ჩამოყალიბდა როგორც საკმაოდ სტაბილური და სანდო პარტნიორი. ქეითერინგის კომპანიებს შორის ის ყოველთვის ლიდერებს შორის ფიგურირებს. კომპანიამ იმდენად მაღალი ნდობა მოიპოვა, რომ მისი ფრანჩაიზით დაინტერესებაც გამოჩნდა.
„ფრანჩაიზის მიმართულებით გვქონდა ბევრი შემოთავაზება, როგორც ამერიკიდან, ასევე იტალიიდან და ინგლისიდან, მაგრამ ამ ეტაპზე მათ არ განვიხილავთ,“ - ამბობს რუსა მუზაშვილი.
სხვა სიახლეები
გამოფენამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ბევრი პოტენციური კლიენტის დაინტერესება შევძელით - კომპანია „კამპას“ წარმომადგენელი
09.11.2025.16:46
შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო სამი პავილიონითაა წარმოდგენილი, საიდანაც ერთი მათგანი მხოლოდ სურსათისა და სასმელების მწარმოებლების პროდუქციას უკავია. მათ შორის, ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“, რომელიც ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებას გეგმავს.
„გამოფენამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი პოტენციური კლიენტი გავიცანით, რაც ძალიან გვახარებს და გვაიმედებს, რომ ჩვენი ბიზნესი შეიძლება მეტად განვითარდეს ჩინეთში. ჩინური ბაზარი საკმაოდ საინტერესოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად“, - განაცხადა კომპანია „კამპას“ წარმომადგენელმა ანი ბახუტაშვილმა.
შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს, რაც მათ საშუალებას აძლევს ასეულობით ათას ვიზიტორს გააცნონ ქართული პროდუქცია, კულტურა, ღვინო და გასტრონომია. საქართველო China International Import Expo-ზე უკვე მერვედ არის წარმოდგენილი. გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევს ორგანიზებას.