„გურმე“ ფართოვდება და თბილისში ახალ ფილიალს 1-ელ ოქტომბერს სხნის
გურმე • Gourmet ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის წარმომადგენელმა რუსა მუზაშვილმა განაცხადა, „გურმე“ რამდენიმე დღეში თბილისში ახალ ფილიალს გახსნის.
„1-ელ ოქტომბერს იხსნება ჩვენი ახალი ფილიალი მარშალ გელოვანზე, M³-ის დასახლებაში“, - აცხადებს რუსა მუზაშვილი.
„გურმე“ არის კაფე-საკონდიტრო, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სრულყოფილ სერვისს სთავაზობს.
დაარსების დღიდან, „გურმე“ საკუთარ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ, უგემრიელეს პროდუქტებს აწვდის.
გარდა ამისა, „გურმე“ მომხმარებლებს სთავაზობს ქეითერინგის სერვისსაც.
ამ დროისთვის, კომპანია ფლობს დიდ საწარმოს მისამართზე - მირიან მეფის N70, ასევე სტუმრებს მასპინძლობს თბილისის მასშტაბით მდებარე „გურმეს“ 9 კაფეში.
დღის ტოპ 10 სიახლე
18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
სხვა სიახლეები
18.09.2025.13:14
მიკრობანკმა „კრისტალმა“ Symbiotics-ის ფონდებიდან 5 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიზიდა. ტრანზაქცია მოიცავს 5 მილიონ აშშ დოლარის მოცულობის სესხს, რომელიც ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული და ადგილობრივი მომხმარებლების საჭიროებებთან მაქსიმალურ შესაბამისობას უზრუნველყოფს.
მიღებული რესურსი მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSMEs), ასევე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების მხარდასაჭერად, რაც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალსა და Symbiotics თითქმის 10-წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. ამ ხნის მანძილზე ჯამში 18 ტრანზაქცია განხორციელდა და კრისტალმა 40 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა. მოხარულები ვართ, რომ ამჯერად ეს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც კიდევ უფრო აფართოებს „კრისტალის“ დაფინანსების წყაროების ბაზას და გვაძლევს საშუალებას, გავაგრძელოთ პასუხისმგებლიანი ზრდა, მდგრადი განვითარება და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს, რაც ასეცე თავისთავად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას,“ - აღნიშნავს „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია.
როგორც Symbiotics Investments-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა მენეჯერმა, ალექსანდრ ფანდომ განაცხადა „ეს ახალი დაფინანსება „კრისტალთან “ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ნაწილია და ადასტურებს ინვესტორების განგრძობით ინტერესს საქართველოს მიკრო და მცირე ბიზნესის კლიენტების მხარდაჭერის მიმართ. ჩვენ მოუთმენლად ველით რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შენარჩუნებასა და შემდგომ ზრდას“.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
Symbiotics Investments შესახებ: Symbiotics წარმოადგენს ბაზარზე წვდომის წამყვან პლატფორმას გავლენის მქონე ინვესტიციებისთვის, რომლებიც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების კერძო ბაზრებზეა მიმართული. ჯგუფის მომსახურებები აერთიანებს ინვესტიციებს, აქტივების მართვასა და შესაძლებლობების გაფართოების სერვისებს. 2005 წლიდან Symbiotics Investments-მა 8200-ზე -ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რაც 99 ქვეყანაში 608 კომპანიის 10,5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტით დაფინანსებას მოიცავს და 19 ფონდის მანდატით არის წარმოდგენილი. Symbiotics-მა პარტნიორ კომპანიებს დამატებით მიაწოდა 170-ზე მეტი ტექნიკური დახმარების პროგრამა, 19 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებით.