“გურმანიას” ბრენდით წარმოებული ქართული ხილისა და ბოსტნეულის პროდუქცია ევროპული ბაზრის პარალელურად, შესაძლოა ამერიკულ ბაზარზეც გაიყიდოს
“გურმანიას” ბრენდით წარმოებული ქართული ხილისა და ბოსტნეულის პროდუქცია ევროპული ბაზრის პარალელურად, შესაძლოა, ამერიკულ ბაზარზეც გაიყიდოს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ფრუტ ლოჯისტიკის“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა ხათუნა კიღურაძემ განუცხადა.
“გურმანიას” ბრენდით წარმოებული ქართული ხილისა და ბოსტნეულის პროდუქცია ევროპული ბაზრის პარალელურად, შესაძლოა, ამერიკულ ბაზარზეც გაიყიდოს. პოტენციური პარტნიორები “გურმანიას” პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე გაყიდვებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ეს პროდუქცია ნიუ-იორკში, მიმდინარე თვეს გამართულ გამოფენაზე - “The Summer Fancy Food Show 2025”-ზე დააგემოვნეს. ამ დროისთვის ამერიკაში ექსპორტის თემა პროცედურული მოლაპარაკებების ეტაპზეა “, - ამბობს ხათუნა კიღურაძე.
Summer Fancy Food Show ყოველწლიურად იმართება. კომპანიამ აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მიიღო.
"Summer Fancy Food Show ინდუსტრიის წამყვანი პროდუქტის აღმოჩენის ღონისძიებაა , რომელიც ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება და მომხმარებელთა საჭიროებების, სურვილებისა და ღირებულებების გათვალისწინებით მაღალი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების კურატორულ ჩვენებას სთავაზობს ადგილზე მისულ პირებს 40-ზე მეტ კატეგორიაში. მათ შორის, გლუტენის გარეშე და ვეგანური ალტერნატივების მოთხოვნიდან დაწყებული, ისეთი ახალი ტენდენციებით დამთავრებული, როგორიცაა ტკბილეულის სასმელები და ცილაზე ორიენტირებული საჭმელები.
ნიუ-იორკში „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გავემგზავრეთ.
ორგანიზაციის ეგიდით, ასევე, გასულ წელს, მონაწილეობა მივიღეთ კვების ინდუსტრიის ორ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში დუბაისა და შანხაიში, რის შედეგადაც პირველი ექსკლუზიური ხელშეკრულება გაფორმდა ბალტიისპირეთის (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთის) ქვეყნებთან და ამ დროისთვის ევროპულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია მზარდი მოთხოვნით იყიდება “, - აცხადებს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი.
ამ დროისთვის კომპანია 60-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის, კომპოტებს, წვენებს, მურაბებს, ჯემებს, საწებლებს, მწნილებს და სადილებს. „გურმანიას“ პროდუქცია წარმოდგენილია ისეთი განსხვავებული ასორტიმენტით, როგორიცაა ვარდის, გოგრის, გირჩის, წიწაკის მურაბა, ქლიავის ან ატმის საწებელი, გახეხილი ქაცვი, ფორთოხლის კონფიტიურე, გოგრის სადილი, ცხარე ჭარხალი, როგორც აჯიკა, ჟონჯოლისა და ვაზის ფოთლის მარინადები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.18:00
Bagana პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს თინათინ გახოკიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ბაგანა" პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა. ჩვენ 2017 წლიდან ვუწყობთ ხელს 0 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს განაგრძონ აქტიური სოციალური ცხოვრება შვილებთან ერთად. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ბავშვის ჩასასმელებსა და გასული წლიდან უკვე ლაქტაციის მაისურებს, რომლებიც უზრუნველყოფს კომფორტულად გადაადგილებას ჩვილებთან ერთად და ახალისებს მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
„ბაგანა" პროექტ "Think Young"-ის სოციალური მეწარმეობის სკოლის კონკურსში გამარჯვების შედეგად შეიქმნა და მალევე მოახერხა ქართველი მომხმარებლების გულების მოგება. 2019 წლიდან კი პროდუქცია აქტიურად იყიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ექსპორტზე მასიურად გასვლის სურვილმა 2021 წელს კომპანია მიიყვანა პროექტ „შარქ თენქში", სადაც მოახერხა კიდეც გამარჯვება, თუმცა საბოლოოდ ინვესტორებთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და „ბაგანამ" ისევ საკუთარი რესურსით განაგრძო განვითარება. აღსანიშნავია, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ბაგანას" მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. ჩვენი პროდუქცია თაობიდან თაობას გადაეცემა. გვქონია შემთხვევები როცა მეოთხე ბავშვის გასაზრდელად გამოუყენებიათ ჩვენი პროდუქცია. სხვა ბრენდებისაგან განსხვავებით, ,,ბაგანა" ახერხებს ბიუჯეტური ფასის შენარჩუნებას გაზრდილი თვითღირებულების მიუხედავად. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მშობლებისა და მათი შვილების ჰარმონიული თანაცხოვრებაა, ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს მათზე მორგებულს ხდის - თავისუფალი გადაადგილებისთვის, ძუძუთი კვებისთვის, ბავშვის მშვიდი ძილისთვის.
გვქონია განსაკუთრებული შემთხვევებიც: მაგალითად, როდესაც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დროს მოგვწერა მომხმარებელმა როგორ მოახერხა თავშესაფარში შესვლა და იქ კომფორტულად ყოფნა 3 თვის ჩვილთან ერთად „ბაგანას“ დახმარებით.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„ბაგანა" ახლო მომავალში გეგმავს ლაქტაციის ხელშეწყობის მიმართულებით პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, პარალელურად ეძებს პარტნიორებს ექსპორტისთვის.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ბაგანას“ პარტნიორ მაღაზიებში :