„გურმან აკადემია“ - სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
„გურმან აკადემია“ 2022 წელს გამოჩნდა ბაზარზე და მას შემდეგ აქტიურად ცვლის იმ წარმოდგენას, რაც სწრაფ კვებაზე გვქონდა. პირველი ფილიალები გაიხსნა გალერია თბილისსა და ისთ ფოინთში — ლოკაციებზე, სადაც მაღალი გამავლობა მაღალი ხარისხის მომსახურების მოთხოვნასაც განაპირობებს. თუმცა, აკადემიის მიზანი თავიდანვე გაცილებით ამბიციური იყო:
„სწრაფი კვების სექტორში ახალი სტანდარტების დაწესება — მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, თუმცა მაღალი ხარისხის პროდუქტების შეთავაზება, თანამედროვე დიზაინით, მომსახურებითა და დახვეწილი გემოვნური პროფილით“, — აღნიშნავს თამარ ცინცაძე, „გურმან აკადემიის“ დამფუძნებელი.
„გურმან აკადემიის“ ყოველდღიურ საქმიანობაში კარგად იგრძნობა, როგორ ერწყმის ერთმანეთს ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია და ადამიანური კომპონენტი — ყურადღება თითოეულ დეტალზე, სწრაფი რეაგირება მომხმარებლის უკუკავშირებზე და შინაგანი სტანდარტების მუდმივი დახვეწა. როგორც თამარი ამბობს, „გუნდის წევრების განვითარება და მოტივაცია მუდმივი პროცესია, რაც ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველია”.
დღეს ბრენდი უკვე ისეთ პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა მეღვინეობა და აგრო-ეკო ტურიზმი. ყვარელში შექმნილი კონცეფცია არამარტო ქართულ ტრადიციებს ეყრდნობა, არამედ მჭიდროდ უკავშირდება თანამედროვე ეკოლოგიურ და ტურისტულ ტენდენციებსაც. „ყვარელში ვქმნით უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს ბიო მევენახეობას, ტრადიციულ ქვევრის ღვინის წარმოებას და სტუმრებზე ორიენტირებულ აგრო-ეკო ტურიზმს“.
სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად მიიღონ მონაწილეობა რთველში, დააგემოვნონ კახური სამზარეულო, დააკვირდნენ ღვინის დავარგებას ქვევრში და განიცადონ ის, რასაც ქართულ კულტურას ვუწოდებთ.
გარდა ამისა, იგეგმება სრულიად ინოვაციური პროდუქტის — უალკოჰოლო ქვევრის ღვინის წარმოება. „ეს გახდება ჯანსაღი ალტერნატივა მათთვის, ვინც არ მოიხმარს ალკოჰოლს, მაგრამ სურს ღვინის სრული, ავთენტური არომატის დაგემოვნება“.
თავის მხრივ, „გურმან აკადემიაში“ საკვები კონცეფციაც არ არის სტანდარტული. აქ ყველაფერს საფუძვლად ადგილობრივი პროდუქტები და სეზონურობა უდევს, ხოლო ვიზუალური მხარე და მომზადების ტექნიკა უკვე თანამედროვე კულინარიული მიდგომების ნაწილია.
როგორც თამარი აღნიშნავს, ბრენდის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თიბისის მხარდაჭერას. „ჩვენზე მორგებულმა ფინანსურმა პროდუქტებმა, აგრეთვე მეწარმეობის მიმართულებით თიბისის გამოცდილებამ, მოგვცა შესაძლებლობა, გვეზრუნა როგორც სწრაფ გაფართოებაზე, ისე - რთულ და ინოვაციურ პროექტებზე”.
„გურმან აკადემია“ უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ სწრაფი კვების მიმართულებას, ის ქართულ ტრადიციას თანამედროვე სტანდარტებთან აერთიანებს და ამ გზით ქმნის ახალ გამოცდილებას: ავთენტურს, გემრიელს და გრძელვადიანს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.08.2025.16:00
„ქართული ზეთისხილი“, რომელიც ბაზარზე Geolive-ს ბრენდით ოპერირებს, მიმდინარე წელს მოსავლის 10%-იან ზრდას პროგნოზირებს. როგორც კომპანიის დირექტორმა, ნელი გეთიაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, ზეთისხილის კრეფის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. კომპანიის მოლოდინით, წელს საკუთარი ბაღებიდან დაახლოებით 700–800 ტონა ზეთისხილის აღება იგეგმება.
მისი თქმით, მოსავლიანობა ხის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც ყოველწლიურად უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის კომპანიის საკუთრებაშია ზეთისხილის ბაღები, ჯამში 100 ჰექტარზე. გარდა ამისა, „ქართული ზეთისხილი“ იბარებს სხვა ფერმერებისა და კომპანიების მიერ მოწეულ ნაყოფსაც და ახორციელებს მის გადამუშავებას. როგორც დირექტორი აღნიშნავს, სხვადასხვა მეპატრონეთა საკუთრებაში დამატებით 2 500 ჰექტარზე გაშენებული ბაღებია.
„ასევე გვაქვს მომსახურება, რომლის ფარგლებში ფერმერები და კომპანიები ჩვენს საწარმოში წურავენ ზეთს და შემდეგ საკუთარ სახელით ყიდიან. თუმცა ბაზარზე დამკვიდრება მარტივი არ არის, რის გამოც მრავალი მათგანი საბოლოოდ მაინც გვაბარებს მოსავალს და პროდუქციას ჩვენს მეშვეობით ყიდის. ამჟამად ჩვენი ზეთისხილის ზეთი იყიდება „კარფურში“, „ფრესკოში“ და „ევროპროდუქტში“. საკუთარ მაღაზიები გვაქვს გორგასლის N77-ში და აბაშიძის N44-ში,“ – აცხადებს ნელი გეთიაშვილი.
მისივე განმარტებით, კომპანიის მაღაზიებში პროდუქცია მომხმარებელს პირველადი ფასებით მიეწოდება, გაყიდვების ზრდამ კი თბილისში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნის აუცილებლობა განაპირობა.
„2025 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, გაყიდვები 70%-ით არის გაზრდილი. უკვე შევნიშნეთ, რომ მომხმარებელმა ისწავლა ხარისხიანის და უხარისხოს გარჩევა. თავადაც ვუწევთ კონსულტაციებს გაყიდვების დროს და ვუხსნით, რომ ჩვენი ზეთი პრემიუმ ხარისხის Extra Virgin კატეგორიას მიეკუთვნება და პირველადი ცივი დაწურვით მიიღება. ჩვენი პროდუქტის მჟავიანობა არის მხოლოდ 0.2%, რაც იმ დროს, როდესაც Virgin-ის ზეთის მაქსიმალური დაშვებული მჟავიანობა 0.8%-ია, განსაკუთრებული ხარისხის მაჩვენებელია. ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებელს ჰგონია, რომ ეტიკეტზე არსებული სიტყვა Virgin ავტომატურად ნიშნავს საუკეთესო ხარისხს, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის - კონტრკეტიკეტზე დაკვირვებით ირკვევა, რომ ზეთის ხარისხი შეიძლება დაბალი იყოს,“ - განმარტავს გეთიაშვილი.
მისივე თქმით, მათი კონსულტაციებისა და შეთავაზებების შედეგად გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დიდი მოთხოვნაა საქართველოში გამოყვანილ ზეთისხილის ნერგებზე. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, მათი სანერგე მეურნეობიდან ნერგების ექსპორტი უკვე განხორციელდა აზერბაიჯანში. მიმდინარე წელს სანერგეში 400,000 ნერგი გამოიყვანეს, რომელთა რეალიზაცია შემოდგომაზე დაიწყება. ზეთისხილის გადარგვის სეზონი კი ნოემბრიდან იწყება.