მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

„გურჯაანის ნაყინი“ სეზონს განახლებული ასორტიმენტით ხვდება

news image

„გურჯაანის ნაყინი“ ახალ სეზონს ახალი გემოებით ხვდება. როგორც Business Insider Georgia-ს „გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელ კომპანია „აისი“-ში განუცხადეს, 2025 წლის ნაყინის სეზონისთვის მოხდა ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და კომპანიამ პროდუქციის მხრივ ბაზარს რამდენიმე სიახლე წარუდგინა.

„მიმდინარე სეზონი სიახლეებით დავიწყეთ. წელს დავამატეთ „ჟოზეს ნაყინის“ ახალი სახეობა, „ხვეულა“ ბანანის არომატით და ასევე მალე გამოვა „ქებული“ შოკოლადში. კომპანია მუდმივად მუშაობს სიახლეებზე, ახალ გემოებზე, რომელსაც მოუთმენლად ელოდება ჩვენს ნაყინზე შეყვარებული მომხმარებელი და გვჯერა, რომ ახალ ნაყინებს ისევე შეიყვარებს, როგორც უკვე ცნობილ ნაყინებს“, - აცხადებენ „გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელ კომპანიაში.

„გურჯაანის ნაყინი“ 2024 წელს დადებითად აფასებს, რაშიც ამინდმა შეუწყო ხელი.

„წინა წელს დადებითად ვაფასებთ, წლევანდელი სეზონი ცუდი ამინდებით დაიწყო, რამაც გაყიდვებზე ცუდი გავლენა იქონია, თუმცა ჩვენს ნაყინზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ვფიქრობთ წლევანდელ სეზონსაც წარმატებით დავასრულებთ“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

გაძვირებული ნედლეულის ფონზე „გურჯაანის ნაყინს“ ფასების 18-25%-ით გაზრდა მოუწია.

დღეისათვის ბრენდი „გურჯაანის ნაყინი“ 30-ზე მეტი სახეობის ნაყინს აერთიანებს.

„ჩვენ არაერთი სახელწოდების რამდენიმე ქვესახეობას ვაწარმოებთ არომატების მიხედვით. წელს ბაზარზე 30-ზე მეტი სახეობაა წარმოდგენილი“ - განმარტავენ კომპანიაში, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ „გურჯაანის ნაყინი“ თავისი მაღალი ხარისხით მომხმარებლებში კვლავ ფავორიტი პოზიცია ექნება.

„ჩვენი კომპანიის მიზანი და სტრატეგია ყოველთვის იყო და არის ხარისხიანი, გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტის შექმნა და მომხმარებლებამდე მაქსიმალურად ფართო ქსელით მიწოდება. გვჯერა „გურჯაანის ნაყინის“ უგემრიელესი ნაყინების არომატები კვლავაც ფავორიტი იქნება მოსახლეობაში“, - აღნიშნავენ ნაყინის მწარმოებელ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნაყინის ბაზრის მოთამაშეები აქტიურად შევიდნენ სხვა სეგმენტი, რასაც საკუთარი კაფეების და სავაჭრო წერტილების გახსნა ჰქვია. თუმცა როგორც ირკვევა „გურჯაანის ნაყინი“ ამ გზით სვლას არ გეგმავს.

„არა,ამ ეტაპზე არ ვაპირებთ საკუთარ სავაჭრო წერტილების გახსნას, თუმცა კაფეებთან და რესტორნებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ „გურჯაანის ნაყინს“ („აისი) ნაყინის წარმოების 50 წელზე მეტის ტრადიცია აქვს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი ამოცანაა, რომ წამოვიღოთ ცენტრალური აზიიდან ტვირთები შუა დერეფნის საშუალებით - ჯემალ ინაიშვილი

26.10.2025.19:00

ჩვენ რეალურად არ ვართ მზად, მაგრამ ის, რომ ევროკავშირი და ჩინეთი გაასამმაგებენ საკუთარ სავაჭრო ბრუნვას, არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად შუა დერეფანზე გადაივლის, - აცხადებს რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი  კითხვის პასუხად, არის თუ არა შუა დერეფანი მზად გაზრდილი ტვირთნაკადების გასატარებლად. 

მისი შეფასებით, ზრდის ათვისება ძირითადად მოხდება ზღვით. 

„იმიტომ, რომ ზღვა რჩება ყველაზე იაფ და ეფექტურ საშუალებად ტრანსპორტირებისთვის ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. ასევე მზარდი არის ჩვენი ვაჭრობა ჩინეთთან და აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის. რაც შეეხება ცენტრალურ აზიას, მათთვის ლოგისტიკურად გაცილებით მოხერხებულია, ან უფრო უპრიანია, რომ ჩინეთიდან გადაზიდვები სარკინიგზო გზით განხორციელდეს, რადგან ისინი პრაქტიკულად საერთო საზღვრით არიან დაკავშირებულები. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ წამოვიდეს ეს ტვირთნაკადი და გამოიაროს, რაღაც მცირე ნაწილი შეიძლება გამოიაროს, გავა და შეიძლება მივიდეს ევროპამდე, მაგრამ მთავარი ჩვენთვის ის  არ არის, რომ ჩვენ აუცილებლად ჩინური ტვირთით დავტვირთოთ ჩვენი ნავსადგური. ჩვენი მთავარი წყარო ტვირთის არის ცენტრალური აზია და მისი საექსპორტო პოტენციალი და მათი ნედლეულის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე. ეს არის დიდი პოტენციალი. ისინი ძალიან ბევრ ინვესტიციებს აკეთებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ახალი ქარხნები შენდება - სასუქის წარმოებაში, ნედლეულის წარმოება, ეს იქნება ქრომი, ალუმინი, სპილენძი და მრავალი. მე ხშირად ვლაპარაკობ, რომ ჩვენ როდესაც ვადარებთ ექსპორტ-იმპორტის ბალანსს, 100% იმპორტი სრული სავსე კონტეინერიდან, ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვუშვებთ  სავსეს და 80% მიდის ცარიელი კონტეინერი. ჩვენ აქ უნდა აღმოვფხვრათ ეს სერიოზული განსხვავება. ეს წყარო ტვირთის ზუსტად ცენტრალურ აზიაშია. ჩვენ გვჭირდება ეს ინფრასტრუქტურა, რომ მოვიტანოთ ტვირთი ცენტრალური აზიიდან, ჩავტვირთოთ კონტეინერში და გავუშვათ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა როგორც ერთ-ერთი იმ კომპანიის, რომელსაც მე წარმოვადგენ, ეს არის „msc საქართველო“. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ცენტრალური აზია. კომპანია msc, მალე ბაქოში გახსნის წარმომადგენლობას. პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ძალიან აქტიურები ვიყოთ.ისედაც ვმუშაობთ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში უკვე დიდი ხანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იქ ჩვენი წარმომადგენლობა უფრო და უფრო გაიზარდოს“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა. 


მისივე განმარტებით, თუ ავიღებთ ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების ყველაზე უმოკლეს გზას, ის გადის რუსეთზე და ბელორუსიაზე. 


„ის უფრო კონკურენტულია, ვიდრე ჩვენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა შემთხვევაში ტვირთის ძირითადი  99%, მაინც ზღვით გადაზიდვა მოხდება. თუმცა ცენტრალური აზიისთვის ეს მნიშვნელოვანია, ასევე  ჩვენი დერეფნის გამტარუნარიანობისთვის. ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო ამოცანა, და ეს ამოცანა სწორედ ის არის, რომ ცენტრალური აზიიდან ტვირთები ჩვენი მიმართულებით მოვიზიდოთ ჩვენი დერეფნის საშუალებით“, - ამბობს ინაიშვილი. 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა