მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

GuriaFish წელს ნორვეგიული ორაგულის გაყიდვების ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2027 წლიდან ექსპორტსაც განიხილავს

news image

GuriaFish გურიაფიში, რომელიც ნორვეგიული ორაგულის მოშენებასა და რეალიზაციას ახდენს, წლის მეორე ნახევრიდან გაყიდვების ზრდას პროგნოზირებს, რაც კომპანიისთვის გაზრდილი წარმოების შედეგად გახდება შესაძლებელი.

როგორც Business Insider Georgia-სთან „გურია ფიშ პროდაქშენის“ ხელმძღვანელმა რევაზ ჩიტიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე „გურია ფიში“ თვეში 25 ტონამდე ნორვეგიულ ორაგულს აწარმოებს.

„ჩვენ რეალურად ბაზარზე 2024 წლიდან შევედით. მანამდე საცდელი გაყიდვები გვქონდა. 2024 წლის ბოლოდან კი 2025 წელი უკვე სრული რეალიზაციის წელი იყო. თვეში 20–25 ტონის რეალიზაციას ვახდენთ. წელს წარმოება გაიზრდება და წლის მეორე ნახევარში თვეში დაახლოებით 30–40 ტონის რეალიზაციას ვგეგმავთ“, – განმარტავს რევაზ ჩიტიძე.

ამ ეტაპზე „გურია ფიშის“ პროდუქცია აქტიურად იყიდება როგორც სუპერმარკეტების ქსელებში, ასევე ჰორეკა სექტორში.

„კარფურის ქსელში მთლიანად ჩვენი თევზია წარმოდგენილი. ვამარაგებთ რესტორნებსა და სუში ბარებს“, – ამბობს რევაზ ჩიტიძე.

2027 წლიდან „გურიაფიში“ ექსპორტის დაწყებასაც განიხილავს, თუმცა კონკრეტულ ბაზრებზე კომპანიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „გურია ფიშის“ გაყიდვები ტურისტულ სეზონებზე დამოკიდებული არ არის.

„ჩვენს გაყიდვებზე ტურისტულ სეზონს დიდი გავლენა აქვს, რადგან ნორვეგიული ორაგულის მომხმარებელი ტურისტი საქართველოში დიდი რაოდენობით არ ჩამოდის. ნორვეგიული ორაგული ძირითადად გამოიყენება სუში და სხვა მსგავსი პროდუქტებისთვის, რომელთა მომხმარებლები ტურისტულ სეზონზე საქართველოდან გადიან. შესაბამისად, ტურისტულ სეზონზე ნორვეგიული ორაგულის მოხმარება არ იზრდება, პირიქით, კლებულობს. მაგალითად, იანვარი აქტიური თვე იყო, ხოლო თებერვალი შედარებით დაბალი გაყიდვებით ხასიათდება“, – განმარტავს „გურია ფიშ პროდაქშენის“ ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ბრენდი „გურია ფიში“ სამ კომპანიას აერთიანებს. პირველი კომპანიაა „გურია ფიში“, სადაც ლიფსიტების გამოყვანა ხდება. შემდეგ თევზი გადადის ძირითად ფერმაში, სადაც ორაგულის გაზრდის პროცესი მიმდინარეობს, რასაც „გურია ფიშ ფარმინგი“ მართავს. მესამე კომპანიაა „გურია ფიშ პროდაქშენი“, რომელიც ნორვეგიული ორაგულის რეალიზაციას ახორციელებს.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

14.04.2026.18:03

სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.

ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.

შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.

ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.

ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან. 

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა