გურია უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულებაა - საოჯახო სასტუმრო „გურიის ხიბლი“ სტუმრებს ადგილობრივ პროდუქტებსა და ბუნებას სთავაზობს
გურია უცხოელი ტურისტებისთვის სულ უფრო საინტერესო მიმართულება ხდება, რადგან ერთ რეგიონში ერთიანდება როგორც ზღვა, ისე მთა და, რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი პროდუქტები, - ასე აფასებს ტურისტულ პოტენციალს გურიაში მდებარე საოჯახო სასტუმრო „გურიის ხიბლის“ მეპატრონე, ნინო დარჩია.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში, მათ შორის გურიაში, შიდა ტურიზმი საგრძნობლად განვითარდა და გაიზარდა როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორთა ინტერესი.
„სამი წელია, რაც ეს საქმიანობა გადმოვიბარე - ეს ჩემი დედამთილის დაწყებული საქმეა. სასტუმრო 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგვიგროვდა. ბოლო წლებში ჯანსაღი კონკურენციაც გაიზარდა, რასაც მივესალმები - გურიაში არაერთი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა.
ჩვენ გვყავს საოჯახო მეურნეობა და სტუმრებს ადგილობრივ, ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვთავაზობთ. მიხარია, რომ შიდა ტურიზმი აქტიურად ვითარდება. გვყავდა სტუმრები პოლონეთიდან, გერმანიიდან, დღეს კი - ჩინეთიდანაც. გურია უცხოელებისთვის საინტერესოა, რადგან აქვეა ზღვა, მთა, სოფელი და ბუნებრივი პროდუქტები. სოფლად დასვენების გარდა, ბევრ სხვა ღირებულებას ვთავაზობთ სტუმრებს,“ - აცხადებს ნინო დარჩია.
საოჯახო სასტუმრო „გურიის ხიბლი“ მდებარეობს ოზურგეთიდან 5 კილომეტრში, სოფელ ქვედა დვაბზუში. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს კეთილმოწყობილ ნომრებს WiFi-ითა და ინდივიდუალური სველი წერტილებით. ასევე, საერთო სივრცეს, ვერანდას, ყვავილებით გაშენებულ ეზოსა და მდინარის პირას მოწყობილ დასასვენებელ სივრცეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.08.2025.18:00
„წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გვაქვს“, - აცხადებს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „მირაჟის“ წარმომადგენელი ბარბარე მახარაძე.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში შეკვეთილი სწრაფი ტემპით ვითარდება და ერთ-ერთ წამყვან ზღვისპირა კურორტად ყალიბდება.
„შეკვეთილი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა და სწრაფად განვითარებად კურორტს შავი ზღვისპირეთში. ამ განვითარებას განაპირობებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მზარდი ცნობადობა, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებში.
სასტუმრო „მირაჟი“ ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს და პარალელურად ვითარდება შეკვეთილთან ერთად. ზაფხულის სეზონზე საკმაოდ დატვირთულები ვართ. ჩვენი სტუმრებისთვის ვქმნით კომფორტულ, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს. ორიენტირებული ვართ ძირითადად ოჯახებზე“, - აცხადებს ბარბარე მახარაძე.
მისივე თქმით, სასტუმრო „მირაჟი“ მოიცავს ორ დიდ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც განთავსებულია 70 ნომერი. კომპლექსში ფუნქციონირებს დიდი კაფე-ბარი, რესტორანი, სადღესასწაულო დარბაზი, სადაც შესაძლებელია როგორც დაბადების დღეების, ისე ქორწილების გამართვა.
„ასევე გვაქვს აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცე და დაახლოებით 1 ჰექტარზე გაშენებული დიდი ეზო, რომელიც სრულად ადაპტირებულია ბავშვებისთვის.
ჩვენი მთავარი მოტივაცია არის ერთგული სტუმრები, რომლებიც ყოველწლიურად გვიბრუნდებიან. მათთვის ზაფხული უკვე პირდაპირ ასოცირდება სასტუმრო ‘მირაჟთან’“, - ამბობს ბარბარე მახარაძე.
დასასვენებელი კომპლექსი „მირაჟი“ შავი ზღვის სანაპიროზე, დაბა შეკვეთილში მდებარეობს. ობიექტი ფუნქციონირებს 1996 წლიდან - თავდაპირველად სახელწოდებით „თეთრი იალქანი“, ხოლო 2004 წლიდან - სახელით „მირაჟი“.
დასასვენებელი კომპლექსი “მირაჟი” - შავი ზღვის სანაპიროზე, დაბა შეკვეთილში. ობიექტი 1996 წლიდან ფუნქციონირებდა “თეთრი იალქნის” სახელით, ხოლო 2004 წლიდან “მირაჟის” სახელწოდებით.
კომპლექსი მოიცავს ორი საცხოვრებელ კორპუსს სრული კომფორტით: ორადგილიანი და სამადგილიანი ნომრები ზღვის ხედით; ორ ოთახიანი, ოთხ ადგილიანი ნომრები საოჯახო დასვენებისთვის; ლუქსები და ნახევრად ლუქსები ზღვის ხედით; კვების ბლოკი დამსვენებლებისთვის;
რესტორანი, ბარი, ბუნგალო ზღვის სანაპიროზე; დარბაზები შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების მოსაწყობად; სარეპეტიციო დარბაზი ქორეოგრაფიული ჯგუფებისთვის; სპორტული მოედნები (მინი ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი); შემოღობილი, კეთილმოწყობილი ეზო; ბავშვთა სათამაშო მოედანი; საკუთარი, კეთილმოწყობილი სანაპირო; დაცული ავტოსადგომი.