„გუდვილი“ - 22 წლიანი ისტორია და ახალი თავი ბრენდის განვითარებაში
„გუდვილი“ - 22 წლიანი ისტორია და ახალი თავი ბრენდის განვითარებაში. ქვეყნის პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ 22 წლის იუბილეს მასშტაბური რებრენდინგით აღნიშნავს.
განახლებული იდენტობა, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები და პრემიუმ გამოცდილება - სწორედ ასე ხვდება „გუდვილი“ განვითარების ახალ ეტაპს.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, 2025 წელი „გუდვილისთვის“ სიმბოლური თარიღია, რადგანაც ქვეყნის პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი 22 წლის იუბილეს აღნიშნავს. საკუთარ იუბილეს კი „გუდვილი“ სრულიად განახლებული იდენტობით ხვდება.
რებრენდინგი აერთიანებს თანამედროვე ვიზუალურ სტილს და მომხმარებელზე კიდევ უფრო ორიენტირებულ
მიდგომებს.
ცნობილია, რომ 2000-იან წლებში, როცა ქართული საცალო ვაჭრობა მხოლოდ იწყებდა განვითარებას, „გუდვილმა“ პირველმა შესთავაზა მომხმარებელს სრულიად ახალი გამოცდილება - ჰიპერმარკეტი, სადაც მაღაზია უბრალოდ პროდუქტის შეძენის ადგილი არ იყო, არამედ ის იყო ცხოვრების სტილის ნაწილი.
დღეს, 22 წლის შემდეგ, ბრენდი აგრძელებს საცალო ვაჭრობის სტანდარტების ჩამოყალიბებას საქართველოში - ამჯერად ახალი იდენტობითა და რებრენდინგით, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოლოდინებს.
კომპანიის ცნობით, ბრენდის ახალი იდენტობა - თანამედროვე და ღირებულებებზე დაფუძნებული. 2024 წელს განხორციელებული რებრენდინგის ფარგლებში განახლდა „გუდვილის“ ლოგო და მთლიანად ბრენდის ვიზუალური ენა.
ახალი Wordmark ლოგო და პატერნი წარმოადგენს თანამედროვე ფორმებში მოქცეულ სახელს - „Goodwill“ - რომელშიც ინტეგრირებულია „G“ ასო და რიცხვი 1, რაც სიმბოლურად აღნიშნავს იმას, რომ „გუდვილი“ არის პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომელიც ისწრაფვის განვითარებისკენ და ნერგავს ინოვაციებს.
პროექტის ფარგლებში განახლდა ასევე ფერთა პალიტრაც: Deep Green, Golden Beige და Warm Beige ქმნიან ელეგანტურ და თანამედროვე ვიზუალურ იდენტობას.
„ჩვენთვის ეს რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის — ეს არის ახალი ნაბიჯი მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაძლიერებლად. გუდვილი ყოველთვის იყო და იქნება ადგილი, სადაც მაღალი ხარისხი, ადამიანური ურთიერთობები და ყოველდღიური სანდოობა ერთიანდება. ამ ახალი ეტაპით კი მომავალს ვხვდებით თამამად!“, - აცხადებს „გუდვილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი გურანდა არჩუაძე.
Premium გამოცდილება - ყველა დეტალში
გუდვილი მომხმარებელს სთავაზობს:
გუდვილში შოპინგი არის შერწყმა ხარისხის, კომფორტის და სიახლის აღმოჩენის პროცესის.
მისია და ღირებულებები
ბრენდის მისიაა შექმნას საუკეთესო შოპინგის გამოცდილება, რაც მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. პარალელურად, კომპანია ზრუნავს თანამშრომლებზე, ქმნის მათთვის პროფესიული ზრდის სივრცეს და ხელს უწყობს მათ კეთილდღეობას.
ბრენდის ღირებულებებია:
გუდვილი - ტრადიციაზე დაფუძნებული ინოვაცია
გუდვილმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში შეძლო, გაეერთიანებინა ევროპული სტანდარტები, ქართული ღირებულებები და თანამედროვე ტრენდები. დღეს ის აგრძელებს განვითარებას და ბაზარზე ლიდერობას იმავე ერთგულებით, რაც მას წლების განმავლობაში გამოარჩევს.
გუდვილი - შენი გემრიელი ცხოვრებისთვის.
რებრენდინგის კვლევებსა და პროცესებში მონაწილეობდა პიარ სააგენტო „ჯეპრა“.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
13.11.2026.17:33
საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო განათლების ცენტრ LEAF-ის ერთობლივი რეგიონული ტური, რომელიც რუსთავში დაიწყო, გორში გაგრძელდა. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.
ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება:
• 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50;
• 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი.