Grossmann-მა მესამე ფილიალი გახსნა
სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზია ქსელი Grossmann • გროსსმანნ-ი გაფართოვდა და ბაზარზე უკვე სამი ფილიალითაა წარმოდგენილი. როგორც Business Insider Georgia-სთან Grossmann-ის დამფუძნებელმა ვახტანგ კაჭარავამ განაცხადა, რიგით მესამე ფილიალის გახსნა რამდენიმე დღის წინ შედგა და ის თბილისში, დემეტრე თავდადებულის #32 მდებარეობს.
Grossmann-ის ორი ფილიალიც ასევე თბილისშია: ლეო კვაჭაძის #19 და აკაკი ბაქრაძის #7.
Grossmann-ის დამფუძნებლის თქმით, გეგმაშია წლის ბოლომდე კიდევ ახალი ფილიალის დამატება და გაფართოება, თუმცა ჯერ მენეჯმენტი მიმდინარე სამშენებლო სეზონს დააკვირდება და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
„გვინდა, რომ ფილიალები დავამატოთ, თუმცა ჯერ უნდა შევხედოთ როგორ წარიმართება სეზონი და რამდენად კარგი დატვირთულობა გვექნება. ამ მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ასორტიმენტს, მისი ზრდა ყოველდღიურად ხდება, თუმცა რომ გითხრათ პროდუქცია, რომელიც აქამდე არ გვქონდა და ახლა გვაქვს, ასეთი რამ არ არის. თუმცა სეგმენტურად ყოველდღიურად გვემატება პროდუქცია“, - აღნიშნავს ვახტანგ კაჭარავა.
რაც შეეხება გაყიდვებს, ის კომპანიის გაფართოებასთან ერთად იზრდება, თუმცა როგორც Grossmann-ის დამფუძნებელი ამბობს, კომპანია მეტ-ნაკლებად ახლოს მივყვებით იმ პროგნოზს, რაც მენეჯმენტს წლის დასაწყისში ჰქონდა გაკეთებული.
„ჯერ მაინც ცოტა დროა გასული. 6 თვე არცაა, რაც საქმიანობა დავიწყეთ, თუმცა სწორი იქნება 1 წლის თავზე შევადაროთ გეგმები და მიღწევები. თუმცა, დღეის მდგომარეობით გეგმას მივყვებით და ყოველთვიურად კარგი ზრდა გვაქვს“, - განმარტავს ვახტანგ კაჭარავა.
რაც შეეხება აქტიურ სამშენებლო სეზონს ის გაზაფხულიდან იწყება.
„სეზონი გაზაფხულიდან იწყება, თუმცა მიმდინარე წელს შედარებით გვიან დაიწყო, რადგანაც ცუდი ამინდები იყო და ასეთ დროს მშენებლობაც ნაკლებად აქტიურია. ახლა ვფიქრობთ, რომ მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევა და ზაფხული მაღალი პიკური სეზონი იქნება“, - ამბობს Grossmann-ის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ Grossmann-ი ბაზარზე 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან გამოჩნდა.
Grossmann-ი მომხმარებლებს სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების, სანტექნიკის პროდუქციის, დანადგარების და აღჭურვილობის, საღებავების, აგრო პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს.
Grossmann-ში არის პროდუქციის ფართო არჩევანი, როგორც ლოკალური მწარმოებლებისგან, ასევე გლობალური ბრენდებისგან.
Grossmann-ის პორტფელი მოიცავს თუმცა არ შემოიფარგლება:
ხელსაწყოები და დანადგარები - ხელის იარაღები, მოტორიზებული ინსტრუმენტები - ბურღები, საჭვალ და ქანჩ ხრახნები, კუთხის სახეხები, შედუღების აპარატები, ხერხები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამშენებლო მასალები, ნარევები - ცემენტი, ხის და ლითონის პროდუქტები და ა.შ.
ელექტროობის პროდუქტები - კაბელები, ელ-კომპონენტები, ფურნიტურა
სანტექნიკა - მილები და წყალმომარაგება, HVAC-გათბობა გაგრილება, აქსესაურები, ფიტინგები ა.შ
აგროსფერო - გაზონი და ბაღი, სარწყავი, აგროქიმია, ფლორა, მცენარეთა მოვლა ა.შ
საყოფაცხოვრებო პროდუქტები - საოჯახო ქიმია და ჰიგიენა, პროდუქტები დასუფთავებისთვის, BBQ და გრილი, კემპინგი, ნადირობა, თევზაობა, გარე ავეჯი და აქსესუარები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.16:04
როდესაც საქმე ეხება ავტომობილის ძრავის დაცვას, ეფექტიანობასა და გამძლეობას, Shell ერთ-ერთია იმ ბრენდებიდან, რომლებიც სტანდარტებს არა უბრალოდ იცავენ, არამედ თავად აყალიბებენ მათ. მსოფლიო ლიდერი საცხებ-საპოხი მასალების სფეროში, Shell გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ზეთებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე მძიმე ტექნიკისა და ინდუსტრიული დანადგარებისთვის.
Shell-ის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ძრავის მაქსიმალურ დაცვას ექსტრემალურ პირობებშიც კი, ზრდის საწვავის ეკონომიას და ახანგრძლივებს ტექნიკის სიცოცხლის ციკლს — რაც საბოლოოდ დროისა და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს მომხმარებლისთვის.
Shell-ის მთავარი უპირატესობები
ნოვატორი ბრენდი, რომელიც იყენებს PurePlus ტექნოლოგიას
Shell იყო პირველი, რომელმაც დაიწყო უნიკალური PurePlus ტექნოლოგიის გამოყენება საწვავისა და საბაზისო ზეთის წარმოებაში. ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იცავს და ხელს უწყობს ძრავის სისუფთავეს, უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებს, სხვა დაბალი კლასის ძრავის ზეთებთან შედარებით, აქვს ნაკლები აორთქლება და ნაკლებად სჭირდება დამატება. გარდა ამისა, ხელს უწყობს საწვავის ეკონომიას, რადგან რაც უფრო ნაკლებია ძრავის ნაწილებს შორის ხახუნი, მით უფრო მარტივად მუშაობს შემადგენელი ნაწილები და უფრო ნაკლები საწვავია საჭირო.
ეს ტექნოლოგია გულისხმობს ბუნებრივი აირის გარდაქმნას უმაღლესი ხარისხის თხევად -საბაზისო ზეთად, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები -საბაზისო ზეთს ნედლი ნავთობისგან ამზადებენ. Shell-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ამ ბრენდის საბაზისო ზეთი კრისტალურად სუფთაა და მასში არ არის ის მინარევები, რომლებსაც ნედლ ნავთობში ვხვდებით. Shell წინ უსწრებს ინდუსტრიის მოთხოვნებს და Shell PurePlus Technology-ს მეშვეობით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთს - Shell Helix-ს.
Shell-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში ეკოლოგიაზე ზრუნვაში. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის გახდეს ენერგობიზნესი, რომელსაც ექნება ნახშირბადის ნულოვანი ემისიები. გარდა ამისა, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს და ქარხნებში იყენებს განახლებად რესურსებს.
Shell - სუპერქარების რჩეული
Shell გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერების ტექნიკური პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport.
Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც იყენებს და რეკომენდაციას უწევს, არის სწორედ „შელის“ მიერ წარმოებული Shell Helix Ultra, დამზადებული GTL ტექნოლოგიით. აქვე უნდა ითქვას, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, არის საწვავის მწარმოებელიც, მის საწვავს Shell V-Power-ს მოიხმარენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari.
საინტერესო ფაქტები Shell-ის შესახებ
საქართველოში ბრიტანული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია Shell-ის ოფიციალური წარმდგენია სომხეთშიც.